საქართველოს ეროვნული ლატარია ონლიან გაყიდვების დაწყებიდან ერთ თვეს აჯამებს
09-08-2018
საქართველოს ეროვნული ლატარია ონლიან გაყიდვების დაწყებიდან ერთ თვეს აჯამებს
საქართველოს ეროვნული ლატარიის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტის, ტირაჟიანი "ლოტო 6/36"-ის ინტერნეტ გაყიდვებიდან უკვე ერთი თვე გავიდა. როგორც ეროვნული ლატარიიდან გვაცნობეს, ამ დროისთვის საქართველოს ეროვნული ლატარიის საიტზე www.lotto.ge უკვე რეგისტრირებულია 10 000 მდე მომხმარებელი, რომლებმაც online-ის საშუალებით შეიძინეს "ლოტო 6/36"-ის ბილეთები, ითამაშეს და სხვადასხვა რაოდენობის თანხა მოიგეს.

„შეგახსენებთ, რომ "ლოტო 6/36"-ის ჯეკპოტი ყოველი გათამაშების შემდეგ მატულობს და ის უკვე შეადგენს 812 136 ლარს.

„ლოტო 6/36/"-ის ბილეთების ონლიან შესაძენად მომხმარებელი უნდა დარეგისტრირდეს
www.lotto.ge-ზე მოქმედი მეილის, facebook-ის ან Google-ის ანგარიშის საშუალებით, პირადობის მოწმობის ასლის გაგზავნით მეილზე id@lotto.ge გაიაროს ვერიფიცირება, რის შემდეგაც შეეძლებათ ნებისმიერი ბანკის Vica და MaserCard ბარათებით ან TBCpay-ის და Unipay - ის საშუალებით შეავსოს ელექტრონული საფულე, მონიშნოს სასურველი ციფრები, შეიძინოს ბილეთი და დაელოდოს გათამაშებას. შეგახსენებთ, რომ
"ლოტო 6/36"-ის გათამაშება იმართება ყოველ სამშაბათსა და პარასკევს, რუსთავი2-ის ეთერში, 9 საათიანი კურიერის დაწყებამდე, 20:50 საათზე.

საქართველოს ეროვნული ლატარია ზრუნავს საკუთარი მომხმარებლების კომფორტზე, რის შედეგადაც მათ უკვე სახლიდან გაუსვლელად შეუძლიათ იბრძოლონ ჯეკპოტისთვის. უახლოესს მომავალში კომპანია სხვადასხვა Online გათამაშების დანეგვასაც აპირებს“, - აცხადებენ საქართველოს ეროვნულ ლატარიაში.

(R)
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
თქვენი აზრით, უნდა იყოს თუ არა პრეზიდენტი უშიშროების საბჭოს შემადგენლობაში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, უნდა იყოს თუ არა პრეზიდენტი უშიშროების საბჭოს შემადგენლობაში?