ოჯახური გართობა, შემეცნება და ქვეყნის სიყვარული ამ რუკაში იდეალურად არის შერწყმული
10-08-2018
ოჯახური გართობა, შემეცნება და ქვეყნის სიყვარული ამ რუკაში იდეალურად არის შერწყმული
“საქართველოს ინტერაქციული რუკის” პირველი ნაწილი იმერეთს მიეძღვნა. ნახევარი წლის განმავლობაში მკითხველი საქართველოს თორმეტივე რეგიონის რუკას ასაწყობი პაზლის სახით მიიღებს და შეძლებს საქართველოს ერთიანი რუკის აწყობას თითოეული რეგიონისთვის დამახასიათებელი ტრადიციების, არქიტექტურული ხელწერის, ლანდშაფტური მრავალფეროვნებისა თუ იქაურთა ხასიათის მიხედვით... ამიტომაც არის ეს უნიკალური პროექტი, რომელიც ყველა თაობას საკუთარი ქვეყნის ირგვლივ აერთიანებს.

კოტე იანტბელიძე: “პროექტის მთავარი იდეაა “საქართველოს ინტერაქციული რუკის” შექმნა, რომელიც იქნება შემეცნებითიც, სახალისოც, ინფორმაციულიც და ძალიან მოქნილი, ვინაიდან მისი აწყობა შესაძლებელია
როგორც მაგიდაზე, ასევე კედელზე. შეგიძლია, როცა გინდა დაშალო და შეინახო, შემდეგ ისევ ააწყო. პროექტის მიზანია საქართველოს კუთხეებისა და რეგიონების, ღირსშესანიშნავი ადგილების, კულტურული ძეგლების, ბუნების ძეგლების და ა.შ. პოპულარიზაცია. გამოიძებნა ოქროს შუალედი, რომლის წყალობითაც იდეალურად დაბალანსდა ინფორმაციის მოცულობა და თამაშის, ოჯახური გართობის, შემეცნების ელემენტები. სწორედ ამიტომ
არის “საქართველოს ინტერაქციული რუკა” ასეთი შთამბეჭდავი და სახალისო როგორც პატარების, ასევე დიდებისთვის. საქართველოს გაერთიანება ოჯახებიდან იწყება, ეს კი არის საქართველოს გაერთიანების უნიკალური და სასურველი გამოცდილება ყველა ოჯახისთვის, პატარებისთვის, რაც შემდგომ მათ ცოდნასა და შემართებაზე აისახება. ამ იდეით მთელი ქვეყნის სურვილი და დამოკიდებულებაა გაერთიანებული და ამიტომაც არ მიკვირს, რომ პირველივე დღიდან პროექტი მთელმა საქართველომ შეიყვარა. ვფიქრობ, მკითხველთა გამოხმაურებაც ამ ფაქტორების ერთობლიობას უკავშირდება."

თინა ასათიანი, გამომცემლობა “პალიტრა L”-ის დირექტორი: პირველი ნაწილი -”იმერეთი”, მიუხედავად საკმაოდ დიდი ტირაჟისა, ზოგიერთ რეგიონში ძალიან სწრაფად გაიყიდა და არაერთმა უკმაყოფილო მკითხველმა გამომცემლობაშიც დარეკა, შეძენა ვერ მოვასწარითო. გვინდა, ისინი დავამშვიდოთ და ვაცნობოთ, რომ “იმერეთის” დამატებითი ტირაჟი “რაჭა-ლეჩხუმის” ტირაჟთან ერთად კიდევ ერთხელ გამოვა ქსელში და მის შეძენას კვლავ “კვირის პალიტრასთან” ერთად მოახერხებენ.

სხვათა შორის, რაჭა-ლეჩხუმის რეგიონის გამოცემას “დიდი ვნებათაღელვა” მოჰყვა - რამდენიმე მკითხველი ლეჩხუმიდან აღშფოთებით და დაბეჯითებით მოითხოვდა პროექტის შეჩერებას. მიიჩნევენ, რომ ლეჩხუმი ცალკე უნდა გამოიცეს, რადგან ის ისტორიულად ცალკე კუთხედ ვითარდებოდა საქართველოში. მეც წარმოშობით ლეჩხუმიდან ვარ და ჩემი კუთხე ძალიან მიყვარს, მაგრამ ეს რუკა საქართველოს თანამედროვე ტერიტორიულ-ადმინისტრაციული დაყოფის შესაბამისია.”
გენადი
10 სექტემბერი 2018 15:52
თქვენ თუ წერთ, რომ "ეს რუკა საქართველოს თანამედროვე ტერიტორიულ-ადმინისტრაციული დაყოფის შესაბამისია”, მაშინ რატომ არის სვანეთის რეგიონი ცალკე? მე როგორც ვიცი არის რეგიონი: "სამეგრელო-ზემო სვანეთი" და "რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთი".

რედაქტორის რჩევით