Echowaves Festival-ზე ტრანსპორტირების განრიგი ცნობილია - კვირის პალიტრა

Echowaves Festival-ზე ტრანსპორტირების განრიგი ცნობილია

ფესტივალ Echowaves-ზე წასვლის მსურველებისთვის ორგანიზატორები მგზავრობის მარშრუტებს აქვეყნებენ. გთავაზობთ დეტალურ ინფორმაციას, თუ საიდან და როგორ მოვხვდებით ანაკლიაში:

თბილისი - ანაკლია:

დილის 9:00 საათზე ანაკლიის მიმართულებით გავა Georgian Bus-ის ავტობუსი. გასვლა “ვარდების მოედნიდან“ , ველოსიპედთან.

ერთი გზა: 30 ლარი

ორმხრივი ბილეთი: 50 ლარი

ბათუმი - ანაკლია:

დილის 9:00 საათზე ანაკლიის მიმართულებით გავა Georgian Bus-ის ავტობუსი.

გასვლა სასტუმრო “რედისონის” მიმდებარე ტერიტორიიდან.

ერთი გზა: 25 ლარი

ორმხრივი ბილეთი: 40 ლარი

დამატებითი ტრანსპორტი ზუგდიდი - ანაკლია მიმართულებით:

"მარშრუტკა“ 24 საათის განმავლობაში.

23 აგვისტოს 12:00 საათიდან - 27 აგვისტომდე.

შეხვედრის ადგილი ზუგდიდში: “სვანეთის გარაჟი”. ჩასვლის ადგილი ანაკლიაში: სარეგისტრაციო პუნქტი.

ფესტივალ Echowaves-ის დაწყებამდე 10 დღე რჩება. მათთვის, ვისაც დაბინავებაზე ჯერ არ უზრუნია, შეუძლიათ ფესტივალის ტერიტორიაზევე დაბანაკდნენ. მთავარ სცენასთან რამდენიმე ასეულ მეტრში კარვების ზონა მოეწყობა, სადაც სტუმრები 6 დღის განმავლობაში შეძლებენ დარჩენას. ტეროტორიაზე 600 კარავი დაიდგმება და 1200 ადამიანის გამასპინძლებას შეძლებს. კარავი ორ ადამიანზე იქნება გათვლილი და მისი ფასი 250 ლარია.

ფასი მოიცავს: ერთ ტენტს მაქსიმუმ 2 ადამიანისთვის (200x200x135სმ), ერთი გასაბერი მატრასი (152x200x22სმ), ბალიში, 2 საბანი, 2 საძილე ნიღაბი, 2 ყურის საცობი.

უფასო სერვისები კარვების ზონაში: დაცული ტერიტორია, საცავები (შეგიძლიათ შეინახოთ ზურგჩანთები), ტუალეტი, შხაპი, ტელეფონის დასატენი სადგური, საჩრდილობელი, კარვების ზონის ბარი.

ჩექინის დრო: 22 აგვისტო. 13:00. ჩექაუთი - 27. 18:00 აგვისტო.

შეგახსენებთ, რომ ელექტრონული მუსიკსი ფესტივალი Echowaves ანაკლიაში 23-26 აგვისტოს გაიმართება და ისეთ არტისტებს უმასპინძლებს, როგორებიც არიან: Die Antwoord, Tricky, Solomun, Ben Klock, Marcel Dettmann, Juan Atkins, Function, Kayakata, Woo York, Henrik Schwarz, Antigoe, DJ TENNIS, Greenbeam & Leon და სხვ. პროექტი პოპულარული სერბული ფესტივალის EXIT-ის ქოლგის ქვეშ ხორციელდება და მისი მხარდამჭერია Check in Georgia.