სასოფლო-სამეურნე კოოპერატივი „ბიოგრინი“ ზაფრანას წარმოებას იწყებს - კვირის პალიტრა

სასოფლო-სამეურნე კოოპერატივი „ბიოგრინი“ ზაფრანას წარმოებას იწყებს

ოპერატივ "ბიოგრინის“ საქმიანობას სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი მიშელაძე გაეცნო.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი "ბიოგრინი“, რომელიც 8 მეპაიეს აერთიანებს, საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზერტში საქმიანობს. კოოპერატივს 7 ჰა-ზე გაშენებული აქვს ზაფრანა, რომლის ნედლეულის გადამუშავება აქტიურ ფაზაშია შესული. კოოპერატივი პროდუქციას საექსპორტოდ ამზადებს.

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარის გიორგი მიშელაძის განცხადებით, ამ მიმართულებით გაერთიანების შედეგად თითოეული მეპაიისათვის ხელმისაწვდომია კოოპერაციის სიკეთე, რადგან მათ უკვე საბოლოო პროდუქციის რეალიზაციიდან შეუძლიათ მიიღონ გაზრდილი შემოსავალი. მისივე თქმით, მისასალმებელია, რომ კოოპერატივი "ბიოგრინი“საექსპორტო პოტენციალის მქონე პროდუქტს აწარმოებს.

სამინისტროს ინფორმაციით, დღეისათვის საქართველოში სხვადასხვა დარგის 1182 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივია რეგისტრირებული. სასოფლო-სამეურნეო მიმართულებით კოოპერაცია აგრარული პროდუქციის წარმოების ზრდას, თანამედროვე ტექნოლოგიებისა და სტანდარტების დანერგვას და, შედეგად, სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ეკონომიკურ გაძლიერებას უწყობს ხელს.