გაიცანით 69 წლის პენსიონერი, რომელმაც 857 007-ლარიანი ჯეკპოტი მოიგო
30-08-2018
გაიცანით 69 წლის პენსიონერი, რომელმაც 857 007-ლარიანი ჯეკპოტი მოიგო
ტი­რა­ჟი­ა­ნი "ლოტო 6/36"-ის პირ­ვე­ლი ჯეკპო­ტის მფლო­ბე­ლი თბი­ლის­ში მცხოვ­რე­ბი, 69 წლის პენ­სი­ო­ნე­რი ლალი ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი გახ­და. რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს ლა­ტა­რი­ი­დან გვაც­ნო­ბეს, გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი ლა­ტა­რი­ას სის­ტე­მა­ტუ­რად თა­მა­შობს.

"28 აგ­ვის­ტოს მან "ლოტო 6/36"-ის ბი­ლე­თი, თბი­ლის­ში ჭავ­ჭა­ვა­ძის გამ­ზირ­ზე მდე­ბა­რე სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ლა­ტა­რი­ის ჯი­ხურ­ში შე­ი­ძი­ნა, ციფ­რე­ბი შე­მო­ხა­ზა და 47-ე გა­თა­მა­შე­ბას და­ე­ლო­და. ქალ­ბა­ტონ ლა­ლის, თავ­და­პირ­ვე­ლად მო­გე­ბუ­ლი თან­ხა გა­ცი­ლე­ბით ნაკ­ლე­ბი ეგო­ნა, თუმ­ცა მას შემ­დეგ რაც, სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ლა­ტა­რი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბა მას ჯეკპო­ტის მო­გე­ბა მო­უ­ლოდ­ნე­ლად მი­უ­ლო­ცეს, მის სი­ხა­რულ­სა და ემო­ცი­ებს სა­ზღვა­რი არ
ჰქონ­და" - აცხა­დე­ბენ კომ­პა­ნი­ა­ში.

გა­მარ­ჯვე­ბუ­ლის თქმით, ლა­ტა­რი­ას ხში­რად თა­მა­შობს, თუმ­ცა აქამ­დე არა­ფე­რი მო­უ­გია.

"თავი სიზ­მარ­ში მგო­ნია, ლა­ტა­რი­ას სის­ტე­მა­ტუ­რად ვთა­მა­შობ, თუმ­ცა აქამ­დე არას­დროს არა­ფე­რი მო­მი­გია, სი­ტყვე­ბით ვერ გად­მოვ­ცემ რა­საც ახლა ვგრძნობ და ყვე­ლას მსგავ­სი ბედ­ნი­ე­რე­ბის გან­ცდას ვუ­სურ­ვებ. უღ­რმე­სი მად­ლო­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნულ ლა­ტა­რი­ას, ამ წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი სი­ხა­რუ­ლის მო­ნი­ჭე­ბის­თვის"
- გა­ნა­ცხა­და ლალი ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა მას შემ­დეგ რაც შე­ი­ტყო, რომ ის 857 007 ლა­რის მფლო­ბე­ლი გახ­და.

სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ლა­ტა­რი­ის პირ­ვე­ლი ჯეკპო­ტის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი კუთ­ვნილ 857 007 ლარს უახ­ლო­ესს მო­მა­ვალ­ში სა­ზე­ი­მო ვი­თა­რებ­ში მი­ი­ღებს.

(R)

11
03 სექტემბერი 2018 17:04
ბლეფია და ეხლა პენსიონერების გაკოტრება გინდათ? უხ ტქვენიიიიიიიიიიიიიიიიი

რედაქტორის რჩევით