გაიცანით 69 წლის პენსიონერი, რომელმაც 857 007-ლარიანი ჯეკპოტი მოიგო - კვირის პალიტრა

გაიცანით 69 წლის პენსიონერი, რომელმაც 857 007-ლარიანი ჯეკპოტი მოიგო

ტირაჟიანი "ლოტო 6/36"-ის პირველი ჯეკპოტის მფლობელი თბილისში მცხოვრები, 69 წლის პენსიონერი ლალი ზურაბიშვილი გახდა. როგორც საქართველოს ლატარიიდან გვაცნობეს, გამარჯვებული ლატარიას სისტემატურად თამაშობს.

"28 აგვისტოს მან "ლოტო 6/36"-ის ბილეთი, თბილისში ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე საქართველოს ეროვნული ლატარიის ჯიხურში შეიძინა, ციფრები შემოხაზა და 47-ე გათამაშებას დაელოდა. ქალბატონ ლალის, თავდაპირველად მოგებული თანხა გაცილებით ნაკლები ეგონა, თუმცა მას შემდეგ რაც, საქართველოს ეროვნული ლატარიის წარმომადგენლება მას ჯეკპოტის მოგება მოულოდნელად მიულოცეს, მის სიხარულსა და ემოციებს საზღვარი არ ჰქონდა" - აცხადებენ კომპანიაში.

გამარჯვებულის თქმით, ლატარიას ხშირად თამაშობს, თუმცა აქამდე არაფერი მოუგია.

"თავი სიზმარში მგონია, ლატარიას სისტემატურად ვთამაშობ, თუმცა აქამდე არასდროს არაფერი მომიგია, სიტყვებით ვერ გადმოვცემ რასაც ახლა ვგრძნობ და ყველას მსგავსი ბედნიერების განცდას ვუსურვებ. უღრმესი მადლობა საქართველოს ეროვნულ ლატარიას, ამ წარმოუდგენელი სიხარულის მონიჭებისთვის" - განაცხადა ლალი ზურაბიშვილმა მას შემდეგ რაც შეიტყო, რომ ის 857 007 ლარის მფლობელი გახდა.

საქართველოს ეროვნული ლატარიის პირველი ჯეკპოტის გამარჯვებული კუთვნილ 857 007 ლარს უახლოესს მომავალში საზეიმო ვითარებში მიიღებს.

(R)