აგვისტოს 10 ყველაზე გაყიდვადი წიგნი - "ბიბლუსი" ახალ რეიტინგს აქვეყნებს
აგვისტოს 10 ყველაზე გაყიდვადი წიგნი - "ბიბლუსი" ახალ რეიტინგს აქვეყნებს
წიგნის მაღაზიათა ქსელი "ბიბლუსი", რომელიც საქართველოს მასშტაბით 58 მაღაზიას და ასიათასობით მკითხველს აერთიანებს, აგვისტოს ყველაზე გაყიდვადი წიგნების ათეულს აქვეყნებს. წიგნების სია მხატვრული და საბავშვო ლიტერატურისგან შედგება. თითოეული წიგნი, აგვისტოს თვის ბესტსელერია.

მხატვრული ლიტერატურის ათეულის საპატიო პირველ ადგილზეა ქართველი რეჟისორის თემურ ბაბლუანის "მზე, მთვარე და პურის ყანა", რომელმაც დაბეჭდვისთანავე განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვა. მეორე ადგილი ცნობილი თურქი მწერლის ელიფ შაფაქის რომანს "სიყვარულის ორმოც წესს" ერგო წილად. მესამე ადგილზე კი ქართველი დებიუტანტი მწერლის
თათული ღვინიანიძის წიგნი "აღიარება ხელისგულზეა", რომელიც უკვე რამდენიმე თვეა, რაც საუკეთესოდ გაყიდვადი წიგნების სიაშია.

რაც შეეხება საბავშვო ლიტერატურას, ათეულში ისეთი წიგნები მოხვდა, როგორიცაა ჯეფ კინის "წრიპა ბიჭის დღიური", რევაზ ინანიშვილის "ბიბო" და სხვა მოთხრობები, ძმები გრიმების "წითელქუდა" და სხვა.

მხატვრული ლიტერატურა

1. თემურ ბაბლუანის "მზე,
მთვარე და პურის ყანა"
2. ელიფ შაფაქის "სიყვარულის ორმოცი წესი"
3. თათული ღვინიანიძის "აღიარება ხელისგულზე"
4. ერიხ მარია რემარკის "ნასესხები სიცოცხლე"
5. ია კარგარეთელის "სხვა უდაბნოს საიდუმლო"
6. სოფო არდიას "გროსმაისტერი"
7. რ.ჯ. პალაციოს "საოცრება"
8. დათო ტურაშვილის "ჯინსების თაობა"
9. ჰარპერ ლის "ნუ მოკლავ ჯაფარას"
10. აკა მორჩილაძის "კუპიდონი კრემლის კედელთან"

საბავშვო წიგნი

1. ჯეფ კინის "წრიპა ბიჭის დღიური"
2. "ჩემი პირველი კითხვების და პასუხების წიგნი"
3. ჯეფ კინის "წრიპა ბიჭის დღიური - დიდთოვლობა"
4. იგავ-არაკები - წიგნი ყველა ბავშვს
5. ძმები გრიმების "წითელქუდა"
6."პირველი სიტყვები"- 10 პატარა წიგნი სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის
7. ჟიულ ვერნის "80 000 კილომეტრი წყალქვეშ"
8. "ალადინი"
9. რევაზ ინანიშვილის "ბიბო" და სხვა მოთხრობები
10. ჯეფ კინის "წრიპა ბიჭის დღიური - როდრიკი უბერავს"
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას ექსპორტზე გატანის მიზნით (ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებებისათვის)?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას ექსპორტზე გატანის მიზნით (ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებებისათვის)?
თვის კითხვადი სტატიები