6 სექტემბერს, მელიქიშვილის 6 ნომერში "ბიბლუსი“ 58-ე მაღაზიის გახსნაზე გიწვევთ
6 სექტემბერს, მელიქიშვილის 6 ნომერში "ბიბლუსი“ 58-ე მაღაზიის გახსნაზე გიწვევთ
წიგნის მაღაზიათა ქსელი "ბიბლუსი“, რომელიც საქართველოს მასშტაბით 57 ფილიალს აერთიანებს, 6 სექტემბერს, მელიქიშვილის N6 ნომერში, კიდევ ერთ წიგნის მაღაზიას ხსნის.

მაღაზიაში წიგნების ფართო ასორტიმენტი იქნება წარმოდგენილი როგორც ქართულ ისე ინგლისურ და რუსულ ენებზე. მომხმარებლებს საკანცელარიო და სასკოლო ნივთების შეძენის შესაძლებლობაც ექნებათ.

აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით მელიქიშვილზე მდებარე მაღაზიაში არაერთი საინტერესო აქტივობა იგეგმა. მათი მთავარი მიზანი წიგნის პოპულარიზაცია და "ბიბლუსის“ ერთგული მომხმარებლების წახალისებაა.

მაღაზია 9:00-ზე გაიხსნება, თუმცა 18:00 საათიდან, პირველი 58 მომხმარებელი
წიგნების შეძენას 50%-იანი ფასდაკლებით შეძლებს. დანარჩენები წიგნებს -20% იანი ფასდაკლებით შეიძენენ.

18:30-ზე დაიწყება სახალისო გათამაშება, რომლის გამარჯვებულებიც "ბიბლუსისგან“ საჩუქრად სხვადასხვა საინტერესო პრიზებს მიიღებენ. მათ შორის წიგნებს, სასკოლო ზურგჩანთებს, სასკოლო პენლებს, წიგნის კაფე პიატოს სასაჩუქრე ბარათსა და Allwine.ge-ის ღვინოს.

შეგახსენებთ, რომ წიგნის მაღაზიათა ქსელი "ბიბლუსი“ 2008
წლის 23 მაისს დაარსდა. კომპანიამ არსებობის 10 წლის მანძილზე, საქართველოში საგამომცემლო პროდუქტების ყველაზე ფართო სავაჭრო ქსელი შექმნა, რომელიც აკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტებს და სარგებლობს მრავალრიცხოვანი მომხმარებლის დამსახურებული ნდობით.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
აპირებთ თუ არა არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობის მიღებას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!..
აპირებთ თუ არა არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობის მიღებას?
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები