03-09-2018
წიგნის მაღაზიათა ქსელი "ბიბლუსი“, რომელიც საქართველოს მასშტაბით 57 ფილიალს აერთიანებს, 6 სექტემბერს, მელიქიშვილის N6 ნომერში, კიდევ ერთ წიგნის მაღაზიას ხსნის.მაღაზიაში წიგნების ფართო ასორტიმენტი იქნება წარმოდგენილი როგორც ქართულ ისე ინგლისურ და რუსულ ენებზე. მომხმარებლებს საკანცელარიო და სასკოლო ნივთების შეძენის შესაძლებლობაც ექნებათ.
აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით მელიქიშვილზე მდებარე მაღაზიაში არაერთი საინტერესო აქტივობა იგეგმა. მათი მთავარი მიზანი წიგნის პოპულარიზაცია და "ბიბლუსის“ ერთგული მომხმარებლების წახალისებაა.
მაღაზია 9:00-ზე გაიხსნება, თუმცა 18:00 საათიდან, პირველი 58 მომხმარებელი
18:30-ზე დაიწყება სახალისო გათამაშება, რომლის გამარჯვებულებიც "ბიბლუსისგან“ საჩუქრად სხვადასხვა საინტერესო პრიზებს მიიღებენ. მათ შორის წიგნებს, სასკოლო ზურგჩანთებს, სასკოლო პენლებს, წიგნის კაფე პიატოს სასაჩუქრე ბარათსა და Allwine.ge-ის ღვინოს.
შეგახსენებთ, რომ წიგნის მაღაზიათა ქსელი "ბიბლუსი“ 2008 წლის 23 მაისს დაარსდა. კომპანიამ არსებობის 10 წლის მანძილზე, საქართველოში საგამომცემლო პროდუქტების ყველაზე ფართო სავაჭრო ქსელი შექმნა, რომელიც აკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტებს და სარგებლობს მრავალრიცხოვანი მომხმარებლის დამსახურებული ნდობით.
იყავი პირველი!