გურიის რეგიონში აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო კამპანია მიმდინარეობს
გურიის რეგიონში აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო კამპანია მიმდინარეობს
აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო კამპანია აქტიურად მიმდინარეობს გურიის რეგიონში. მავნებლის განადგურების მიზნით, ჩოხატაურისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტებში "მოიზიდე და გაანადგურე“ სადგურებია დამონტაჟებული. ფერომონების მეშვეობით კონკრეტულ ლოკაციაზე ხდება მავნებლის მოზიდვა და ტარდება წერტილოვანი შეწამვლითი სამუშაოები. პროცესს მოსახლეობა თვალს ადევნებს. ისინი აცხადებენ, რომ შეწამვლის შედეგად დიდი რაოდენობის მავნებელი ნადგურდება.

ლია ზაქარიაძე, ოზურგეთის მაცხოვრებელი: "პრეპარატები დაკიდეს, რომელმაც მიიზიდა ფაროსანა. მავნებელი სულ დაწყდა და დაბლა ჩამოცვივდა. წელს ნამდვილად კარგ შედეგს ვხედავთ. ძალიან ბევრი ფაროსანაა განადგურებული.“

ღონისძიებების
მიმდინარეობას აზიური ფაროსანას საკოორდინაციო შტაბის წევრებთან და სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებთან ერთად გაეცნენ სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე გურიის რეგიონში ქეთევან მოისწრაფიშვილი, ოზურგეთის მერი კონსტანტინე შარაშენიძე და ჩოხატაურის მერი ირაკლი კუჭავა.

კოტე შარაშენიძე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი: "სურსათის უვნებლობის სამსახური და შტაბი 24 საათიან რეჟიმში მუშაობს. ადგილობრივ მოსახლეობასთან
ერთად მიდის სამუშაოები. შედეგებს დაველოდებით, მაგრამ მთავარი ისაა, რომ მიმდინარე პროცესებს და ამჟამინდელ შედეგსაც მოსახლეობა ამას თავისი თვალით ხედავს.“

ქეთევან მოისწრაფიშვილი, გურიის რეგიონის გუბერნატორის მოადგილე: გურიის რეგიონში სამივე მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს ფერომონების განთავსება "მოიზიდე და გაანადგურე“ კამპანიის ფარგლებში. ჩოხატაურის რაიონში 1 500-მდე ფერომონია დამონტაჟებული. შეწამვლითი სამუშაოებიც ჩავატარეთ. მოსახლეობამ თვალნათლივ დაინახა შედეგი, თუ რამდენად ეფექტურია აღნიშნული მავნებლის წინააღმდეგ ჩატარებილი სამუშაოები, რომელსაც სოფლის მეურნეობის სამინისტრო მუნიციპალიტეტის ჩართულობით ახორციელებს.“
დასავლეთ საქართველოში 50 ათასი ფერომონია დამონტაჟებული, მათ შორის გურიის რეგიონში 6000-მდე.
მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებები გრძელდება. დღეიდან იწყება თერმული ნისლით წამლობის ახალი ეტაპი, რომელიც მავნებლის მოზამთრე ფაზის დაწყებამდე გაგრძელდება.

ლაშა შალამბერიძე, აზიური ფაროსანას საკოორდინაციო შტაბის ხელმძღვანელი: "დასავლეთ საქართველოში 50 000 მეტრ ფერომონი გადავანაწილეთ. ჩვენ უშუალოდ ვიწყებთ როგორც ცივი შესხურებით, ასევე თერმული ნისლით დამუშავებას უახლოეს პერიოდში. ეს მნიშვნელოვნად შეამცირებს მავნებლის რაოდენობას. მაგალითად, გურიაში გადანწილებულია 6 000-ზე მეტი ფერომონი, რაც საშუალებას გვაძლევს, რომ მავნებლის რაოდენობა მინიმუმამდე დავიყვანოთ. ასევე, მნიშვნელოვანია თავად მოსახლეობის ჩართულობა. სახელმწიფომ რაც უნდა გააკეთოს, აუცილებელია, რომ მოსახლეობამ თავად უზრუნველყოს თავისი საკარმიდამოს შეწამვლა და დამუშავება პრეპარატებით.“

აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ: http://www.parosana.ge/

ცხელი ხაზი: 1501

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
აპირებთ თუ არა არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობის მიღებას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!..
აპირებთ თუ არა არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობის მიღებას?
თვის კითხვადი სტატიები