სიმინდი წელს და შარშან - დასავლეთ საქართველოში ფერმერები კარგ მოსავალს ელოდებიან
სიმინდი წელს და შარშან - დასავლეთ საქართველოში ფერმერები კარგ მოსავალს ელოდებიან
და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში თხი­ლის მო­სავ­ლის აღე­ბა და­სულ­და და ახლა ად­გი­ლობ­რი­ვი ფერ­მე­რე­ბი სი­მინ­დის მო­სავ­ლის ასა­ღე­ბად ემ­ზა­დე­ბი­ან. თუ თხი­ლის შემ­თხვე­ვა­ში მო­სა­ვალს გარ­კვე­უ­ლი ზი­ა­ნი სო­კო­ვან­მა, ბაქ­ტე­რი­ულ­მა და სხვა და­ა­ვა­დე­ბებ­მა მი­ა­ყე­ნა, სი­მინ­დის­თვის წელს მთა­ვარ საფრ­თხეს ფა­რო­სა­ნა წარ­მო­ად­გენ­და, რომ­ლის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლაც ამ დრომ­დე წარ­მა­ტე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს. სი­მინ­დი უკვე სიმ­წი­ფე­შია შე­სუ­ლი და მალე მო­სავ­ლის აღე­ბაც და­ი­წყე­ბა.

გა­სუ­ლი წლის­გან გან­სხვა­ვე­ბით, წელს ფერ­მე­რე­ბი კარგ მო­სა­ვალს ელო­დე­ბი­ან. მთა­ვა­რი საფრ­თხის - აზი­უ­რი ფა­რო­სა­ნას წი­ნა­აღ­მდეგ სა­ხელ­მწი­ფო­სა და მცი­რე ფერ­მე­რე­ბის მიერ ერ­თობ­ლი­ვად ჩა­ტა­რე­ბულ­მა სა­მუ­შა­ო­ებ­მა
შე­დე­გიც კარ­გი მო­ი­ტა­ნა და ამ ეტაპ­ზე სი­მინ­დის მარ­ცვა­ლი მავ­ნებ­ლის­გან გა­ფუ­ჭე­ბუ­ლი არ არის. რამ­დე­ნი­მე ფერ­მერ­მა მო­სა­ვა­ლი უკვე აიღო კი­დეც, მო­სავ­ლის მა­სი­უ­რი აღე­ბა ახლო მო­მა­ვალ­ში და­ი­წყე­ბა.

ამ ეტაპ­ზე და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­ხელ­მწი­ფოს მიერ 111 500 ჰექ­ტა­რი სი­მინ­დის სა­ყა­ნე ფარ­თო­ბი და მისი მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­აა და­მუ­შა­ვე­ბუ­ლი. რო­გორც სურ­სა­თის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს
მცე­ნა­რე­თა დაც­ვის დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სი ნიკა მეს­ხი გან­მარ­ტავს, ფა­რო­სა­ნას წი­ნა­აღ­მდეგ რამ­დე­ნი­მე სა­ხის შე­წამ­ვლი­თი სა­მუ­შა­ო­ე­ბი ჩა­ტარ­და. გა­მო­ი­ყე­ნეს: 17 ერ­თე­უ­ლი სატ­რაქ­ტო­რო შე­მას­ხუ­რე­ბე­ლი აგ­რე­გა­ტი, 1 დიდი წარ­მა­დო­ბის აე­რო­ზო­ლუ­რი გე­ნე­რა­ტო­რი და მა­ღა­ლი გა­მავ­ლო­ბის ავ­ტო­მან­ქა­ნებ­ზე და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი 50 ერ­თე­უ­ლი სპე­ცი­ა­ლუ­რი აგ­რე­გა­ტი.

"სი­მინ­დის ყა­ნე­ბის დიდ მა­სი­ვებ­ზე ქი­მი­უ­რი წამ­ლო­ბა სა­ხელ­მწი­ფომ ჩა­ა­ტა­რა, რაც საკ­მა­ოდ შე­დე­გი­ა­ნი გა­მოდ­გა. მავ­ნებ­ლის წი­ნა­აღ­მდეგ ყვე­ლა სა­ჭი­რო ღო­ნის­ძე­ბა გა­ვა­ტა­რეთ. წი­ნას­წარ შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი გეგ­მის მი­ხედ­ვით მოხ­და ყვე­ლა­ფე­რი. პო­პუ­ლა­ცი­ის წი­ნა­აღ­მდეგ წარ­მა­ტე­ბუ­ლი ბრძო­ლის­თვის სა­წყის ეტაპ­ზე სი­მინ­დის ყა­ნე­ბის გარე ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე და­მონ­ტაჟ­და ფე­რო­მო­ნე­ბი, რად­გან დიდ მა­სი­ვებ­ში გავ­რცე­ლე­ბა სწო­რედ ამ ად­გი­ლე­ბი­დან იწყე­ბა. შემ­დეგ კი სა­ყა­ნე ფარ­თო­ბე­ბის ქი­მი­უ­რი და­მუ­შა­ვე­ბაც და­ი­წყო. ამ ეტაპ­ზე მთა­ვა­რი საფრ­თხე, ფაქ­ტობ­რი­ვად, გა­და­ლა­ხუ­ლია. თუმ­ცა, ჩვენ სრულ მზად­ყოფ­ნა­ში ვართ, რომ თუ სად­მე ფა­რო­სა­ნას პო­პუ­ლა­ცი­ის მა­ტე­ბა და­ფიქ­სირ­დე­ბა, შე­წამ­ვლი­თი სა­მუ­შა­ო­ე­ბი კი­დევ ერთხელ ჩა­ვა­ტა­როთ" - გან­მარ­ტავს ნიკა მეს­ხი.

სა­ხელ­მწი­ფო შე­წამ­ვლით სა­მუ­შა­ო­ებს დიდ სა­ყა­ნე ფარ­თო­ბებ­ზე ატა­რებს. თუმ­ცა მავ­ნებ­ლის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლა­ში მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია თი­თო­ე­უ­ლი ფერ­მე­რის აქ­ტი­უ­რი ჩარ­თუ­ლო­ბაც. მცი­რე ფარ­თო­ბე­ბის და­მუ­შა­ვე­ბა ფერ­მე­რებ­მა წელს თა­ვად უზ­რუნ­ველ­ყვეს. სი­მინ­დის ყა­ნებ­ში მი­ღე­ბუ­ლი კარ­გი შე­დე­გიც სწო­რედ ად­გი­ლობ­რი­ვი ფერ­მე­რე­ბი­სა და სა­ხელ­მწი­ფოს ერ­თობ­ლი­ვი აქ­ტი­ვო­ბის შე­დე­გია. მათ სა­თა­ნა­დოდ და­ა­მუ­შა­ვეს სა­კუ­თა­რი სა­კარ­მი­და­მო ფარ­თო­ბე­ბი და მცი­რე მას­შტა­ბებ­ზე ფა­რო­სა­ნას და­მარ­ცხე­ბით, მავ­ნე­ბელს უფრო დიდი მას­შტა­ბებ­ზე გას­ვლის სა­შუ­ა­ლე­ბა არ მის­ცეს.

რო­გორც ნიკა მეს­ხი გან­მარ­ტავს, აუ­ცი­ლე­ბე­ლია, რომ ფერ­მე­რებ­მა სწორ დრო­სა და სწო­რი პრე­პა­რა­ტე­ბით შე­წამ­ლონ სა­კარ­მი­და­მო ფარ­თო­ბე­ბი. კულ­ტუ­რის სწორ დროს შე­წამ­ვლას კარ­გი შე­დე­გის მი­სა­ღე­ბად დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს. რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის მი­ღე­ბა კი მათ სურ­სა­თის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი­სა და გა­რე­მოს დაც­ვი­სა სოფ­ლის მე­ორ­ნე­ო­ბის სა­მი­ნის­ტროს სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­კონ­სულ­ტა­ციო სამ­სა­ხუ­რე­ბი­დან შე­უძ­ლი­ათ. მოქ­მე­დებს ცხე­ლი ხა­ზიც: 1501

ფო­ტო­ზე: მარცნივ სი­მინ­დის მო­სა­ვა­ლი წელს სა­მეგ­რე­ლო­ში, მარ­ჯვნივ - გა­სულ წელს ფა­რო­სა­ნას­გან და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი მო­სა­ვა­ლი
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, არსებობს თუ არა დღეს საქართველოში კორუფციის პრობლემა  ხელისუფლებაში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, არსებობს თუ არა დღეს საქართველოში კორუფციის პრობლემა ხელისუფლებაში?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები