ფაროსანას საწინააღმდეგო წამლობა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში მიმდინარეობს
ფაროსანას საწინააღმდეგო წამლობა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში მიმდინარეობს
აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მიზნით, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში 62 ერთეული სპეციალიზებული ტექნიკაა მობილიზებული. წამლობა თერმული ნისლის გამოყენებით მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში მიმდინარეობს.

პროცესში სურსათის ეროვნული სააგენტოსა და ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო შტაბის წევრებთან ერთად აქტიურად არიან ჩართული გურიის გუბერნატორი ზურაბ ნასარაია, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და მოსახლეობა, რომელსაც წამლობის დაწყებამდე რეკომენდაციები გააცნეს.

მხარის გუბერნატორმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რეგიონში ინტენსიური სამუშაოები წლის ბოლომდე გაგრძელდება.

"აზიური ფაროსანას განადგურება გურიის რეგიონში აქტიურ ფაზაში შევიდა. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში 60 ერთეული
ტექნიკა იმუშავებს. ოზურგეთისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტებიც ჩაერთვებიან ამ პროცესში. ეს გაგრძელდება ოქტომბრის თვის ბოლომდე, რაც საშუალებას მოგვცემს შემცირდეს მავნებლის პოპულაცია და მომავალ წელს მოსახლეობას ნაკლები პრობლემები შეექმნას. ამასთან, მავნებელთან ბრძოლისას, მაქსიმალური შედეგების მისაღწევად მნიშვნელოვანია კოორდინირებული მიდგომა და მოსახლეობის ჩართულობა. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესში
სოფლის მოსახლეობა და რწმუნებულებიც ჩაერთონ,“ - განაცხადა ზურაბ ნასარაიამ.

"ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში მობილიზებულია 60 ერთეულზე მეტი ტექნიკა, რომელიც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ყველა სოფლის დამუშავებას. "მოიზიდე და მოკალის“ პრინციპით გურიის მთელ რეგიონში განთავსებულია 6 000-ზე მეტი ფერომონი. ეს ყველაფერი საშუალებას გვაძლევს, მინიმუმამდე დავიყვანოთ მავნებლის რაოდენობა,“ - განაცხადა,“ - საკოორდინაციო შტაბის ხელმძღვანელმა ლაშა შალამბერიძემ.
შეწამვლითი სამუშაოები ჩატარდება ასევე ოზურგეთისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტებში.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას ექსპორტზე გატანის მიზნით (ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებებისათვის)?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას ექსპორტზე გატანის მიზნით (ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებებისათვის)?
დღის კითხვადი სტატიები
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები