აგვისტოს 10 ყველაზე გაყიდვადი წიგნი - "ბიბლუსი“ ახალ რეიტინგს აქვეყნებს - კვირის პალიტრა

აგვისტოს 10 ყველაზე გაყიდვადი წიგნი - "ბიბლუსი“ ახალ რეიტინგს აქვეყნებს

წიგნის მაღაზიათა ქსელი "ბიბლუსი“, რომელიც საქართველოს მასშტაბით 58 მაღაზიას და ასი ათასობით მკითხველს აერთიანებს, აგვისტოს თვის ყველაზე კარგად გაყიდვადი წიგნების ათე-ულს აქვეყნებს. "ბიბლუსის“ სია მხატვრული და საბავშვო ლიტერატურისგან შედგება. თითოეუ-ლი წიგნი, აგვისტოს თვის ბესტსელერია.

10 ყველაზე გაყიდვადი წიგნი მხატვრული ლიტერატურიდან

მზე მთვარე და პურის ყანა ცნობილი რეჟისორის, თემურ ბაბლუანის "მზე, მთვარე და პურის ყანა" სათავგადასავლო რომანია, სადაც ერთი თბილისელი ბიჭის დარდითა და ტკივილით სავსე ცხოვრების ამბავია აღწერილი. წიგნი ერთი ამოსუნთქვით იკითხება.

წიგნის საყიდლად გადადით ბმულზე: https://biblusi.ge/products/book/mze-mTvare-da-puris-yana/

სიყვარულის ორმოცი წესი თურქი მწერლის ელიფ შაფაქის რომანი "სიყვარულის ორმოცი წესი” დაბეჭდვისთანავე ბესტსე-ლერი გახდა. ის თანამედროვე ამერიკელი ქალის ცხოვრებაზე გიამბობთ. აქ ქარიშხალივით შემო-იჭრება ორი საოცარი და საოცნებო სამყარო: სიყვარული და აღმოსავლეთი.

წიგნის საყიდლად გადადით ბმულზე: https://biblusi.ge/products/book/siyvarulis-ormoci-wesi-rbili-yda/

აღიარება ხელისგულზე თათული ღვინიანიძის რომანი "აღიარება ხელისგულზე" ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუ-დენტ რადა მოდებაძეზე გიამბობთ. ეს არის რომანი ადამიანურ სისუსტეებზე, შეცდომებზე, ცხოვრების არსის შეცნობაზე, საკუთარი თავისა და "შენი ადამიანის" ძიებაზე.

წიგნის საყიდლად გადადით ბმულზე: https://biblusi.ge/products/book/aRiareba-xelisgulze/

ნასესხები სიცოცხლე "ნასესხები სიცოცხლე“ ერიხ მარია რემარკის შეუდარებელი ოსტატობით, არაერთგზის აღწერილი "დაკარგული თაობის“ კიდევ ერთი დიდი და მომნუსხველი გრძნობებით სავსე ტრაგიკული სიყვა-რულის ამბავია. ეს არის წიგნი, რომელიც ყველა ადამიანმა უნდა წაიკითხოს.

წიგნის საყიდლად გადადით ბმულზე: https://biblusi.ge/products/book/nasesxebi-sicocxle-rb-yda/

სხვა უდაბნოს საიდუმლო ია კარგარეთელის "სხვა უდაბნოს საიდუმლო“ ახალგაზრდა ქალზე გიამბობთ, რომელიც ეგვიპტე-ში მიემგზავრება. უცხო, უჩვეულო და ანდამატივით მიმზიდველი სამყარო მას მოულოდნელობე-ბით ხვდება. მოგზაურობა იქცევა თავბრუდამხვევი, წარმოუდგენელი მოვლენების დინებად, რო-მელიც ძირფესვიანად ცვლის მის ცხოვრებას.

წიგნის საყიდლად გადადით ბმულზე: https://biblusi.ge/products/book/sxva-udabnos-saidumlo/

გროსმაისტერი სოფო არდიას "გროსმაისტერი“ ერთ ჭკვიან მანიპულატორ ადამიანზეა, რომელიც სხვებით თამა-შობდა და თავისი მიზნის მისაღწევად არაფერს იშურებდა. ის ყველაზე ცნობილი იყო იმ დროს, ყველაზე პოპულარული, მაგრამ სინამდვილეში მას მაინც არავინ იცნობდა. წიგნი წაკითხვისთანა-ვე მოგნუსხავთ.

წიგნის საყიდლად გადადით ბმულზე: https://biblusi.ge/products/book/grosmaisteri/

საოცრება რ.ჯ პალაციოს რომანი " აირჩიე სიკეთე - საოცრება“ პატარა ავგუსტ პულმანზე გიამბობთ. ის დე-ფორმირებული სახით დაიბადა. თუ ოდესმე სკოლიდან სკოლაში გადასულხართ, გეცოდინებათ, რა სიძნელეები ელის მას. წიგნში შეიტყობთ თუ როგორ შეხვდებიან ახალი თანაკლასელები და როგორ წარიმართება მისი ახალი ცხოვრება.

წიგნის საყიდლად გადადით ბმულზე: https://biblusi.ge/products/book/airCie-sikeTe-saocreba/

ჯინსების თაობა დათო ტურაშვილის "ჯინსების თაობა“ რამდენიმე ქართველი ახალგაზრდას შესახებ გიამბობთ, რომლებმაც საბჭოთა საქართველოდან თვითმფრინავის გატაცება და ამ გზით ამერიკაში მოხვედ-რა სცადეს. გულუბრყვილო მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა. დაიღუპნენ გამტაცებლებიც, მათი უმეტესობა კი სასამართლოს წინაშე წარსდგა.

წიგნის საყიდლად გადადითბმულზე https://biblusi.ge/products/book/turaSvili-jinsebis-Taoba-qarTulad/

ნუ მოკლავ ჯაფარას ჰარპერ ლის ერთადერთი რომანი "ნუ მოკლავ ჯაფარას" თავის დროზე სამართლიანად აღიარეს ყველაზე ჰუმანურ ამერიკულ ნაწარმოებად. 6 წლის გოგონას თვალით დანახული მოვლენები მკი-თხველს ასწავლის, რა არის კარგი და რა - ცუდი, რომ ადამიანური წარმოდგენები ხშირად იცვლე-ბა და ყველაზე მნიშვნელოვანი სიყვარული და სამართლიანობაა.

ჰარპერ ლის: https://biblusi.ge/products/book/nu-moklav-jafaras-sulakauri/

კუპიდონი კრემლის კედელთან

საბჭოთა სისტემის მიერ უგზო-უკვლოდ გამქრალი ქმრისა და სამართლის საძიებლად პირდაპირ სტალინთან მიმავალი ახალგაზრდა ქართველი ქალის დაუჯერებელ ისტორიას აკა მორჩილაძე ენაკვიმატი იმერელი "მკვლევრის“ პირით მოგვითხრობს და სევდანარევი იუმორით აღწერს...

წიგნის შესაძენად გადადით ბმულზე: https://biblusi.ge/products/book/aka-kupidoni-kremlis-kedelTan/

საბავშვო ლიტერატურის სანახავად გადადით ბმულზე:

წრიპა ბიჭის დღიური

მსოფლიოში ჯეფ კინის "წრიპა ბიჭის დღიურის" 150 მილიონზე მეტი ეგზეპლარია გაყიდული. მთავარი გმირი გრეგ ჰეფლი სკოლაში სწავლობს. იქ ბავშვებს, რომლებსაც ჯერ ტანი არ აუყრიათ, "შკაფებთან" ერთად ამყოფებენ, ისეთ "შკაფებთან" პირის პარსვა დღეში ერთხელ რომ არ ჰყოფ-ნით...

წიგნის შესაძენად გადადით ბმულზე:https://biblusi.ge/products/book/wripa-biWis-dRiuri/

ჩემი პირველი კითხვების და პასუხების წიგნი რატომ აშენებენ ციხესიმაგრეებს ბორცვებზე? საიდან იქმნება ძაბვა? რამხელაა სპილო? ასეთ კი-თხვებს პატარები ხშირად სვამენ. წიგნში პასუხი ყველა კითხვაზეა გაცემული. მარტივი ამოცანე-ბი შემეცნების პროცესს უფრო საინტერესოსა და სახალისოს ხდის.

წიგნის შესაძენად გადადის ბმულზე: https://biblusi.ge/products/book/Cemi-pirveli-kiTxvebis-da-pasuxebis-wigni/

წრიპა ბიჭის დღიური - დიდთოვლობა გრეგ ჰეფლი დიდ შარშია. ის მთავარი ეჭვმიტანილია ვანდალიზმში - სკოლის კედლების დაზიანებაში სდებენ ბრალს. არადა უდანაშაულოა... თითქმის უდანაშაულო. გრეგმა იცის, რომ თოვლი დადნება თუ არა, პასუხს აგებინებენ, მაგრამ არსებობს ნეტა არდადეგებზე შინ, ოჯახის წევრებთან ერთად გამოკეტვაზე უარესი სასჯელი?

წიგნის შესაძენად გადადით ბმულზე: https://biblusi.ge/products/book/wripa-biWis-dRiuri-6-didTovloba/

იგავ-არაკები - წიგნი ყველა ბავშვს იგავ-არაკები პატარ-პატარა ამბებია, რომლებიც თაობიდან თაობას ზეპირად გადაეცემოდა. მათში აღწერილი ამბები ბევრს რამეს გასწავლის, რა არის კარგი და რა - ცუდი, მეგობრობა, სიკეთე და სამართლიანობა რომ ყოველთვის ამარცხებს სიავესა და ბოროტებას, სიყვარული რომ სიძულვილზე ძლიერია...

წიგნის შესაძენად გადადით ბმულზე: https://biblusi.ge/products/book/wigni-yvela-bavSvs-igav-arakebi-1-lari/

წითელქუდა ძმები გრიმების "წითელქუდა" ფრანჩესკა როსის ილუსტრაციებით ნებისმიერ ბავშვს მოეწონება. წიგნი ნებისმიერ პატარას თავს შეაყვარებს.

წიგნის შესაძენად გადადით ბმულზე: https://biblusi.ge/products/book/5-l-wiTelquda/

პირველი სიტყვები (10 პატარა წიგნი სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის)

ფერები, ციფრები, დრო, ფიგურები, შინაური და გარეული ცხოველები და კიდევ უამრავი საინტერესო, პატარა, ფერადი, ილუსტრირებული წიგნი თქვენი პატარების განვითარებისთვისაა განკუთვნილი.

წიგნის შესაძენად გადადით ბმულზე:https://biblusi.ge/products/book/asdfasfasdfasdfasdfasdf/

80 000 კილომეტრი წყალქვეშ ჯიულ ვერნის წიგნის "80 000 კილომეტრი წყალქვეშ“ მთავარი პერსონაჟი პიერ ანორაკი ზღვის სა-ზარელი ურჩხულის საძებნელად მიემგზავრება. თავგადასავალი მაშინ იწყება, როცა ოკეანის ბნელსა და იდუმალ სიღრმეებში შეშლილ კაპიტან ნემოს ჩაუვარდება ტყვედ. წიგნი განკუთვნი-ლია მოსწავლეებისთვის VI - VII კლასიდან.

წიგნის საყიდლად გადადით ბმულზე: https://biblusi.ge/products/book/moswavlis-arCevani-80-000-kilometri-wyalqveS-VI-VII-klasidan/

ალადინი ათას ერთი ღამის ზღაპრებიდან - ალადინი, ფრანჩესკა როსის ილუსტრაციებით ნებისმიერ ბავშვზე განსაკუთრებულ შთაბეჭდილებას დატოვებს.

წიგნის შესაძენად გადადით ბმულზე: https://biblusi.ge/products/book/5-l-aladini/

ბიბო და სხვა მოთხრობები რევაზ ინანიშვილის წიგნში გაიცნობთ ოთხი წლის ბიჭუნა ბიბოს, რომელსაც დიდი ადამიანივით აწუხებს საფიქრალ-სადარდელი; შიო პაპას, რომელსაც თავისი სახედარი მსოფლიოს ყველა საუ-კეთესო ავტომობილს ურჩევნია; თეთრცხვირიან და შავცხვირიან ციყვებს, პატარა მელუკას, რო-მელსაც საოცარი თავგადასავალი გადახდება.

წიგნის შესაძენად გადადით ბმულზე: https://biblusi.ge/products/book/mb-7-8-bibo-da-sxva-moTxrobebi/

წრიპა ბიჭის დღიური - როდრიკი უბერავს ჯეფ კინის წიგნი "წრიპა ბიჭის დღიური - როდრიკი უბერავს" კიდევ ერთ საინტერესო თავგადასა-ვალზე გიამბობთ. სჯობს საერთოდ არ ჰკითხოთ გრეგს, როგორც გაატარა ზაფხულის არდადეგე-ბი, იმიტომ რომ ამაზე ლაპარაკი ესიკვდილება. სკოლაში ახალი სასწავლო წელი იწყება და გრეგს უნდა საერთოდ დაივიწყოს ზაფხულის სამი თვე, განსაკუთრებით კი ერთი ამბავი...თუ რა ამბვია ეს, წიგნში შეიტყობთ.

წიგნის შესაძენად გადადით ბმულზე: https://biblusi.ge/products/book/wripa-biWis-dRiuri-2-rodriki-uberavs/

ზემოთ წარმოდგენილი წიგნების შეძენა შეგიძლიათ როგორც "ბიბლუსის“ ყველა ფილიალში ასევე ვებგვერდზე www.biblusi.ge -ზე