გურიაში თხილის ძირითადი ნაწილი სოკოვანმა დაავადებებმა დააზიანა - რა რეკომენდაციებს აძლევს ფერმერებს სამინისტრო
05-09-2018
გურიაში თხილის ძირითადი ნაწილი სოკოვანმა დაავადებებმა დააზიანა - რა რეკომენდაციებს აძლევს ფერმერებს სამინისტრო
გუ­რი­ა­ში თხი­ლის ძი­რი­თა­დი ნა­წი­ლი სო­კო­ვა­ნი და­ა­ვა­დე­ბე­ბის შე­დე­გად არის და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი, - ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას გა­რე­მოს დაც­ვი­სა და სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სა­მი­ნის­ტრო ავ­რცე­ლებს. მათი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მი­ღე­ბუ­ლი კვლე­ვე­ბის შე­დე­გად, სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის მიერ შე­მუ­შავ­და კონ­კრე­ტუ­ლი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი, რომ­ლე­ბიც ფერ­მე­რებს და­უ­რიგ­დე­ბათ.

"სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტებ­მა გუ­რი­ა­ში თხილ­ნა­რის ფი­ტო­სა­ნი­ტა­რუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა შე­ა­მოწ­მეს. ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი ანა­ლი­ზე­ბის შე­დე­გად, თხი­ლის დიდი ნა­წი­ლი სო­კო­ვა­ნი და­ა­ვა­დე­ბე­ბის (ფო­მოფ­სი­სი, კიბო, ნა­ცა­რი, ალ­ტერ­ნა­რი­ო­ზი, ან­თრაქ­ნო­ზი, ცი­ტოს­პო­რო­ზი, ვარ­დის­ფე­რი ობი, ფუ­ზა­რი­ო­ზი) შე­დე­გად არის და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი. კვლე­ვე­ბი სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სა­მეც­ნი­ე­რო-კვლე­ვი­თი ცენ­ტრის მცე­ნა­რე­თა ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლი
დაც­ვის კვლე­ვის და სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სა­მი­ნის­ტროს ლა­ბო­რა­ტო­რი­ის მცე­ნა­რე­თა მავ­ნე ორ­გა­ნიზ­მე­ბის დი­აგ­ნოს­ტი­კის დე­პარ­ტა­მენ­ტებ­ში ერ­თობ­ლი­ვად მიმ­დი­ნა­რე­ობ­და.

ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი კვლე­ვე­ბის ჩა­სა­ტა­რებ­ლად, სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სა­მეც­ნი­ე­რო-კვლე­ვი­თი ცენ­ტრის, სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სა­მი­ნის­ტროს ლა­ბო­რა­ტო­რი­ის, სურ­სა­თის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს და გუ­რი­ის რე­გი­ო­ნა­ლუ­რი სა­ინ­ფორ­მა­ციო-სა­კონ­სულ­ტა­ციო სამ­სა­ხუ­რის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა მავ­ნე ორ­გა­ნიზ­მე­ბით და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი თხი­ლის ნი­მუ­შე­ბი ლან­ჩხუ­თის, ოზურ­გე­თის და ჩო­ხა­ტა­უ­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტე­ბის სოფ­ლე­ბის
ფერ­მერ­თა ნაკ­ვე­თე­ბი­დან აი­ღეს.

სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სა­მეც­ნი­ე­რო-კვლე­ვი­თი ცენ­ტრის მცე­ნა­რე­თა ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლი დაც­ვის კვლე­ვის დე­პარ­ტა­მენ­ტის სპე­ცი­ა­ლის­ტებ­მა შე­უ­წამ­ლა­ვი და შე­წამ­ლუ­ლი თხი­ლის მო­სა­ვა­ლი ერ­თმა­ნეთს შე­ა­და­რეს. შე­დე­გე­ბის მი­ხედ­ვით, სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სა­მეც­ნი­ე­რო-კვლე­ვი­თი ცენ­ტრის და სურ­სა­თის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს მიერ შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი ფე­ნო­კა­ლენ­და­რუ­ლი სქე­მის მი­ხედ­ვით შე­წამ­ლუ­ლი თხი­ლის ბა­ღებ­ში მო­სავ­ლის 84% სა­ღია, ფა­რო­სა­ნა­თი და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი - 3%, სო­კო­ვა­ნი და­ა­ვა­დე­ბე­ბით და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი კი 9%-ია.

შე­უ­წამ­ლავ ბა­ღებ­ში თხი­ლის მხო­ლოდ 8%-ია საღი, 66%-სო­კო­ვა­ნი და­ა­ვა­დე­ბე­ბით და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი, 6%-ფა­რო­სა­ნა­თი მი­ყე­ნე­ბუ­ლი ზი­ა­ნია. იმ ფერ­მე­რებ­მა, ვინც თხი­ლის ბა­ღე­ბის შე­წამ­ვლი­სას სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის რჩე­ვე­ბი არ გა­ი­ზი­ა­რეს, თხი­ლის მო­სავ­ლის მხო­ლოდ 22% საღი, 6% ფა­რო­სა­ნა­თი, 60% კი სო­კო­ვა­ნი და­ა­ვა­დე­ბე­ბით და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი მი­ი­ღეს. სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის გან­ცხა­დე­ბით, პრობ­ლე­მე­ბია თხი­ლის ბა­ღებ­შიც, სა­დაც დარ­ღვე­უ­ლია თხი­ლის მოვ­ლა-მოყ­ვა­ნის და სხვლა-ფორ­მი­რე­ბის წე­სე­ბი.

მი­ღე­ბუ­ლი კვლე­ვე­ბის შე­დე­გად, სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის მიერ შე­მუ­შავ­და კონ­კრე­ტუ­ლი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი, რომ­ლე­ბიც ფერ­მე­რებს და­უ­რიგ­დე­ბათ. გა­რე­მოს დაც­ვი­სა და სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სა­მი­ნის­ტროს და სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სა­მეც­ნი­ე­რო-კვლე­ვი­თი ცენ­ტრის ერ­თობ­ლი­ვი პრო­ექ­ტის "მო­ბი­ლუ­რი ექ­სტენ­ცია“ ფარ­გლებ­ში სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი აქ­ტი­უ­რად აგ­რძე­ლე­ბენ ფერ­მე­რებ­თან შეხ­ვედ­რებს და კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბის გა­წე­ვას,“ - ნათ­ქვა­მია სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სა­მი­ნის­ტორს მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

რედაქტორის რჩევით