ერეკლე II - საქართველოს რეფორმატორი მეფე
ერეკლე II - საქართველოს რეფორმატორი მეფე
მან შეზღუდა თავნება თავადები და გააუქმა ზოგიერთი სათავადო, დაასახლა უცხოელ დამპყრობთა შემოსევების შედეგად მოოხრებული რაიონები, იღვწოდა უცხოელ მოახალშენეთა მოზიდვისა და სამეფო საკუთრების გაზრდისათვის, გამოსცა კანონი, რომლის ძალითაც ტყვეობიდან თავისი სახსრებითა და ინიციატივით დაბრუნებულ გლეხს თავისუფლება ენიჭებოდა, შექმნა და გაამრავლა თავისუფალ მიწათმფლობელ-მოლაშქრეთა ფენა, შექმნა მორიგეობის პრინციპზე დამყარებული მუდმივი ჯარი, აკრძალა ოსმალობა-ყიზილბაშობის დროს განახლებული ყმათა უმამულოდ გაყიდვა და ტყვეებით ვაჭრობა, დარაზმა ხალხი ტყვეთა გატაცების წინააღმდეგ საბრძოლველად, რუსეთის მიბაძვით შემოიღო სამხედრო სისტემა, სცადა
მმართველობა ცალკეული უწყებების მიხედვით დაენაწილებინა: "საგარეო საქმეთა", "სახელმწიფო შემოსავლისა" და "სამხედრო საქმეთა" დარგებად.

ეს ერეკლე მეორის მიერ გატარებული იმ რეფორმების ნაწილია, რომლებიც ხელისფულების ცენტრალიზაციას ეძღვნებოდა. თუმცა ერეკლეს დიდი საქმეები მხოლოდ ამ რეფორმებით არ შემოიფარგლება.

ერეკლე II ენერგიულ ღონისძიებებს მიმართავდა მრეწველობის და კულტურის განვითარებისათვის, რის შედეგადაც
გაჩნდა ფაბრიკები და ქარხნები: შაქრის, მინის, სარკის, ბროლის, შალის, სანთლის, იარაღის,საპნის, აგურის, თიხის ჭურჭლის დამამზადებელი საწარმოები. ზეთსახდელი, მარილსახდელი, თამბაქოს დამამზადებელი,შაქრისმწარმოებელი ქარხნები, სამღებროები; განვითარდა სამთამადნო წარმოება, დიდი შემოსავალი შემოდიოდა ახტალის ლითონის მადნებიდან, განახლდა ზარაფხანა, იჭრებოდა ვერცხლისა და სპილენძის ფული, ამუშავდა იარაღის, დენთის, ზარბაზნის დამამზადებელი ქარხნები. თბილისში დუქნების რიცხვი ხუთასამდე აღწევდა. თბილისში ყოველდღე სხვადასხვა სახის საქონლით დატვირთული ქარავნები შემოდიოდა და აქედანაც გაჰქონდათ ტვირთი ვაჭრებს. შენდებოდა ახალი შენობები დაციხეები, თუმცა თბილისის შიდა ციხე დაანგრიეს, რადგან მტრის შემოსევის საშიშროება აღარ იყო.

ქვეყანაში დიდი ყურადღება ეთმობოდა განათლებას, იხსნებოდა სასულიერო სემინარიები და სკოლები. აღადგინეს სტამბა, სადაც დიდი რაოდენობით იბეჭდებოდა წიგნები.

თბილისი ამიერკავკასიის პოლიტიკურ, კულტურულ და სავაჭრო ცენტრად იქცა. საქართველოთი ევროპის ქვეყნებიც დაინტერესდნენ. მრავალი წერილი იბეჭდებოდა იმდროინდელ რუსულ და ევროპის ქვეყნების გაზეთებსა თუ ჟურნალებში "პრინც ერეკლეზე", რომელსაც "აშვებული ლომის" სახელი ჰქონდა.

სწორედ ასეთი მოღვაწეობა ჰქონდა ერეკლე მეორეს, რომლის სახელიც ისტორიას განსაკუთრებულად შემორჩა. მან სხვა მრავალ სასიკეთო საქმესთან ერთად, ქართლ-კახეთის გაერთიანებაც შეძლო.

ერეკლე მეორის მოღვაწეობას ეძღვნება სერიის "ქართველი მეფეების" ახალი ტომი, რომელიც 10 სექტემბერს გამოვა. წიგნი გაიყიდება გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ერთად სპეციალურ ფასად - 5,50 ლარად, გაზეთთან ერთად - 7,00 ლარად. ხოლო ერთი კვირის შემდეგ კი წიგნის მაღაზიებში მისი შეძენა 10 ლარად იქნება შესაძლებელი.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
აპირებთ თუ არა არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობის მიღებას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!..
აპირებთ თუ არა არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობის მიღებას?
თვის კითხვადი სტატიები