ტურიზმის ეროვნულ დაჯილდოებაში მონაწილეთა რეგისტრაცია 24 სექტემბრამდე გრძელდება - კვირის პალიტრა

ტურიზმის ეროვნულ დაჯილდოებაში მონაწილეთა რეგისტრაცია 24 სექტემბრამდე გრძელდება

ტურიზმის ეროვნულ დაჯილდოებაში მონაწილეთა რეგისტრაცია 24 სექტემბრამდე გრძელდება. არ გამოტოვოთ შანსი იბრძოლოთ თავის დამკვიდრებისთვის, გახდეთ გამორჩეული, განვითარდეთ ჩვენთან ერთად და რაც მთავარია მიიღოთ თქვენი წარმატებული საქმიანობისათვის და მიღწევებისთვის დამსახურებული ჯილდო.

სასტუმროებს, რესტორნებს, ღვინის მარნებს, ტურისტებით დატვირთულ ფესტივალებს, ტურისტულ სააგენტოებს, ტურ ოპერატორებსა და ტურიზმის ინდუსტრიაში მოღვაწე სხვა კომპანიებს გირჩევთ არ გამოტოვოთ ეს შესაძლებლობა და მიიღოთ მონაწილეობა ტურიზმის დაჯილდოების ყოველწლიურ კონკურსში, სადაც დარგის საუკეთესო წარმომადგენლები იბრძვიან იმისათვის, რომ დასახელდნენ საუკეთესოდ!

რატომ უნდა მიიღოთ მონაწილეობა?

• იმიტომ, რომ ტურიზმისა და მასპინძლობის განვითარებაში თქვენ მიერ შეტანილმა წვლილმა უნდა მოიპოვოს აღიარება!

• იმიტომ, რომ თქვენი გუნდის წარმატებული საქმიანობა უნდა დაფასდეს!

• იმიტომ, რომ თქვენი კომპანიის შესახებ ყველამ უნდა გაიგოს!

• იმიტომ, რომ მზად ხართ სამომავლო განვითარებისთვის და არ გეშინიათ კონკურენციის!

და რაც მთავარია, იმიტომ, რომ ეს პროექტი გაძლევთ საკუთარი თავის წარმოჩენისა და საუკეთესოდ აღიარების საშუალებას!

პროექტს დიდი მხარდაჭერა აქვს, როგორც სახელმწიფოს ასევე კერძო სექტორის მხრიდან. პროექტის თანაორგანიზატორია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია. მხარდამჭერები - თბილისის მერია და საპარტნიორო ფონდი. საქართველოს ბანკი - პროექტის თანაორგანიზატორი. ალიანს ჯგუფი - გენერალური სპონსორი. ფინანსური კონსულტანტი- "ალტიდო" და საერთაშორისო აუდიტორული კომპანია - "ბიდიო საქართველო".

დაჯილდოების პროექტის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, ეწვიეთ ვებ-გვერდს, ადევნეთ თვალი ჩვენს სოციალურ ქსელს და იყავით პროექტის სიახლეების საქმის კურსში.

WELCOME TO GEORGIA! ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების გუნდი გისურვებთ წარმატებებს და ვიმედოვნებთ გიხილოთ დაჯილდოების ცერემონიაზე.

www.awards-tourism.com

(R)