მელიქიშვილის 6 ნომერში "ბიბლუსმა" 58-ე მაღაზია გახსნა - კვირის პალიტრა

მელიქიშვილის 6 ნომერში "ბიბლუსმა" 58-ე მაღაზია გახსნა

"ბიბლუსმა", რომელიც საქართველოში არსებული უდიდესი წიგნის მაღაზიათა ქსელია, 6 სექტემბერს მელიქიშვილის N6 ნომერში კიდევ ერთი ფილიალი გახსნა.

მაღაზიაში წიგნების ფართო ასორტიმენტია წარმოდგენილი როგორც ქართულ, ისე ინგლისურ და რუსულ ენებზე. მომხმარებლებს უმაღლესი ხარისხის საკანცელარიო და სასკოლო ნივთების შეძენის შესაძლებლობაც აქვთ.

ფილიალის გახსნასთან დაკავშირებით მელიქიშვილზე მდებარე მაღაზიაში არაერთი საინტერესო აქტივობა გაიმართა. მათი მთავარი მიზანი წიგნის პოპულარიზაცია და მკითხველების წახალისება იყო. პირველ 58 მომხმარებელს შესაძლებლობა ჰქონდა წიგნები-50%-იანი ფასდაკლებით შეეძინა, დანარჩენებმა კი ისინი-20%-იანი ფასდაკლებით შეიძინეს. ამავე დღეს ფილიალში სახალისო გათამაშებაც გაიმართა, სადაც აქტიურად ჩაერთვნენ "ბიბლუსში" მისული სტუმრები. გამარჯვებულები წიგნის მაღაზიისგან საჩუქრად სხვადასხვა საინტერესო პრიზით დაჯილდოვდნენ, მათ შორის წიგნებით, სასკოლო ზურგჩანთებით, სასკოლო პენალებით, წიგნის კაფე "პიატოს" სასაჩუქრე ბარათით და Allwine.ge-ის ღვინით.

"მოხარული ვარ, რომ დღეს მომეცა შესაძლებლობა ფილიალის გახსნას დავსწრებოდი. ჩემთვის "ბიბლუსი" ყველასგან განსხვავებული წიგნის მაღაზიაა, რომელიც მუდამ ზრუნავს მის მკითხველზე. წიგნებს ყოველთვის თქვენთან ვყიდულობთ. წელს სასკოლოდაც თქვენთან მოვემზადეთ. დღეს ვიქტორინის გამარჯვებული გავხდი და თქვენგან საჩუქრად წიგნიც მივიღე. ძალიან სასიხარულო იყო ეს ჩემთვის",- განაცხადა ლია ნოზაძემ, რომელიც ბიბლუსის 58-ე ფილიალის გახსნას ესწრებოდა.

შეგახსენებთ, რომ წიგნის მაღაზიათა ქსელი "ბიბლუსი" 2008 წლის 23 მაისს დაარსდა. კომპანიამ არსებობის 10 წლის მანძილზე საქართველოში საგამომცემლო პროდუქტების ყველაზე ფართო სავაჭრო ქსელი შექმნა, რომელიც აკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტებს და სარგებლობს მრავალრიცხოვანი მომხმარებლის დამსახურებული ნდობით.