აზიურ ფაროსანას საწინააღმდეგოდ 570 ათასი ჰექტარია დამუშავებული
10-09-2018
აზი­ურ ფა­რო­სა­ნას­თან ბრძო­ლის ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის მო­რი­გი ეტა­პი მიმ­დი­ნა­რე­ობს და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში. სა­მეგ­რე­ლოს, იმე­რე­თის გუ­რი­ის რე­გი­ო­ნებ­სა და აჭა­რა­ში, თერ­მუ­ლი ნის­ლის ტექ­ნო­ლო­გი­ით და ცივი შეს­ხუ­რე­ბით, 570 ათა­სი ჰექ­ტა­რი ფარ­თო­ბია და­მუ­შა­ვე­ბუ­ლი.

აგ­ვის­ტო­დან დღემ­დე და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლია 50 ათა­სამ­დე ფე­რო­მო­ნი "მო­ი­ზი­დე და გა­ა­ნად­გუ­რე" მე­თო­დის გა­მო­ყე­ნე­ბის მიზ­ნით. სურ­სა­თის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს მცე­ნა­რე­თა დაც­ვის სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი და აზი­ურ ფა­რო­სა­ნას­თან ბრძო­ლის სა­კო­ორ­დი­ნა­ციო შტა­ბის წევ­რე­ბი მო­სახ­ლე­ო­ბას­თან და ად­გი­ლობ­რი­ვი თვითთ­მარ­თვე­ლი ერ­თე­უ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან ყო­ველ­დღი­ურ რე­ჟიმ­ში მარ­თა­ვენ შეხ­ვედ­რებს, სა­დაც მათ მი­ე­წო­დე­ბათ ინ­ფორ­მა­ცია მო­სახ­ლე­ო­ბის ჩარ­თუ­ლო­ბის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა­სა და იმ
მე­თო­დებ­ზე, რომ­ლე­ბიც აპ­რო­ბი­რე­ბუ­ლია სხვა ქვეყ­ნებ­ში და ეფექ­ტი­ა­ნად მი­იჩ­ნე­ვა მავ­ნე­ბელ­თან ბრძო­ლის პრო­ცეს­ში.

პრაქ­ტი­კუ­ლი მა­გა­ლი­თე­ბის ჩვე­ნე­ბის მიზ­ნით, სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის მიერ მონ­ტაჟ­დე­ბა "მო­ი­ზი­დე და გა­ა­ნად­გუ­რე" სად­გუ­რის მარ­ტი­ვი კონ­სტრუქ­ცია, ფე­რო­მო­ნის, ბა­დის,სა­ნა­თის გა­მო­ყე­ნე­ბით. ღა­მის სა­ა­თებ­ში შუქ­ზე და ფე­რო­მონ­ზე მი­ზი­დუ­ლი მავ­ნე­ბე­ლი პრე­პა­რა­ტით გაჟ­ღენ­თილ ბა­დეს­თან შე­ხე­ბის შემ­დეგ ნად­გურ­დე­ბა. მავ­ნებ­ლის ბი­ო­ლო­გი­ი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ტემ­პე­რა­ტუ­რის კლე­ბას­თან
ერ­თად მწე­რი გა­მო­სა­ზამ­თრებ­ლად ინაც­ვლებს სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლებ­სა და და­ხუ­რულ შე­ნო­ბებ­ში.ბრძო­ლის ამ ეტაპ­ზე მსოფ­ლი­ოს წამ­ყვა­ნი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბით მსგავ­სი მე­ქა­ნი­კუ­რი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის გა­ტა­რე­ბით შე­საძ­ლე­ბე­ლია მავ­ნებ­ლის შემ­ცი­რე­ბა.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით