რა ნივთები სჭირდება პირველკლასელს ახალი სასწავლო წლის დასაწყებად - პრაქტიკული რჩევები
11-09-2018
რა ნივთები სჭირდება პირველკლასელს ახალი სასწავლო წლის დასაწყებად - პრაქტიკული რჩევები
სულ რაღაც ერთი კვირა დარჩა და საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების უმრავლესობაში სწავლა დაიწყება. ძალიან ბევრი პატარისთვის 17 სექტემბერს პირველად დაირეკება სკოლის ზარი. მომავალი პირველკლასელები მოუთმენლად ელიან ამ დღეს - ემზადებიან მორალურად, ფიზიკურად... მათთან ერთად ღელავენ მათი მშობლებიც და არჩევენ სამოსს, ნივთებს პირველი და შემდგომი დღეებისთვის.
მშობლები, რომლებსაც პირველად მიჰყავთ შვილები სკოლაში, ჩვენს ფეისბუქგვერდზე თუ დედების ჯგუფში ხშირად სვამენ კითხვას, თუ როგორ უნდა მოამზადონ ბავშვი სკოლისთვის, რა
უნდა გაითვალისწინონ, როგორ უნდა დაეხმარონ ბავშვს ფსიქოლოგიურად და პრაქტიკულად. მაგალითად, ხშირად კითხულობენ, რა უნდა უყიდონ პატარას, რა ნივთები გაატანონ სკოლაში. საკანცელარიო მაღაზიებში ყოველდღიურად უამრავი მშობელი არჩევს ბავშვთან ერთად სასურველ სასკოლო ნივთებს და რაც ყველაზე სასიხარულოა, უკვე ძალიან ბევრი მშობელი ითხოვს ჯანმრთელობისთვის არასაზიანო მასალის პროდუქციას. ასეთი ნივთები, მართალია შედარებით
ძვირია, მაგრამ წელიწადში ერთხელ მშობელს უღირს შეიძინოს, მაგალითად, "მილანის" ჩანთა და საკანცელარიო ნივთები "ბიბლუსში" და დარწმუნებული იყოს, რომ მათი თუნდაც პირში ჩადებით, ბავშვს საფრთხე არ დაემუქრება. (იხილეთ ყველაზე ორიგინალური და მაღალი ხარისხის ჩანთები "ბიბლუსის" ქსელში ). გარდა ამისა, სასკოლო ნივთი აუცილებლად გამძლე უნდა იყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, გაცილებით მეტი დაგეხარჯებათ. ასეა თუ ისე, "ბიბლუსი" ყველანაირი ხასიხისა და ფასის არჩევანს გთავაზობთ, თანაც კომფორტულ გარემოში, ყველა უბანსა თუ დიდ ქუჩაზე, ამიტომაც ურჩევნია მშობელთა უმრავლესობას იქ შეიძინოს ნივთები, ვიდრე ბაზრობებზე. იქ შეძენილი ხარისხიანი ჩანთა ბავშვს 2-3 წლის განმავლობაშიც გაუძლებს.

სასკოლო მზაობაზე და იმაზე, თუ რა უნდა იცოდეს ბავშვმა სასკოლედ, ჩვენ ცოტა ხნის წინ გესაუბრეთ - გამოცდილი პედაგოგების დახმარებით.

ფსიქოლოგიურ მომზადებაზე და იმაზე, თუ როგორ დავეხმაროთ პატარას ამ მისთვის არც ისე მარტივ პერიოდში, მშობლებს დახმარებას სთავაზობს ჩვენი ვებგვერდის მეგობარი ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპიისა და კონსულტაციის სახლ "დიალოგის" წარმომადგენელი, ფსიქოთერაპევტი და გეშტალტთერაპევტი ქეთი მესხიშვილი, რომელიც საგანგებოდ მშობლებისთვის ატარებს შეხვედრას, 12 სექტემბერს, ჭავჭავაძის 7 ნომერში მდებარე "ბიბლუსი გალერეაში". უფრო დაწვრილებით იხილეთ ბმული

რაც შეეხება პრაქტიკულ მომზადებას და სასწავლო ნივთებს. გამოცდილი მასწავლებელი ნინო ღვინიაშვილი გვირჩევს:

- სწავლის დაწყების წინ მოსწავლეს უნდა ჰქონდეს საწერი რვეულები, სახატავი რვეული, პენალი, საშლელი, სახაზავი, სათლელი, მაკრატელი და ფერადი ფანქრები. სასკოლო ნივთები ბევრგან იყიდება - ბაზრობებზე, მარკეტებში, თუმცა გაცილებით ადვილია, ყველაფერი ერთ სივრცეში ნახოთ - სადაც სახეობების დიდი არჩევანიც არის და ფასებისაც და ბავშვსაც არ დაღლით ბევრი სიარულით. პირიქით, აქ შეგიძლიათ, პატარა წაიყვანოთ და მასთან ერთად მშვიდად აარჩიოთ ნივთები. ასეთი ადგილია "ბიბლუსი“, სადაც წელს განსაკუთრებული მრავალფეროვნება და მოქნილი ფასებია. უმაღლესი ხარისხის ჩანთების ფასი აქ 19.95 ლარიდან იწყება. პენლები – 4.95 ლარიდან. სახატავი რვეულები 95 ლარიდან. პონტოს ბრენდის უმაღლესი ხარისხის ფანქრები - 1.95 ლარიდან, ჩვეულებრივი რვეულები კი - 55 თეთრიდან.
წინასწარ ვულოცავთ ყველა პატარას სკოლის დაწყებას და წარმატებულ სასწავლო წელს ვუსურვებთ.

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით