სად შევიძინოთ ყველაზე ორიგინალური დიზაინის მქონე სასკოლო ზურგჩანთები?
სად შევიძინოთ ყველაზე ორიგინალური დიზაინის მქონე სასკოლო ზურგჩანთები?
წიგნის მაღაზიათა ქსელი "ბიბლუსი", ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან ერთად, მომხმარებლებს მსოფლიოში ცნობილი ბრენდების, ZIPIT-ისა და MADPAX-ის უმაღლესი ხარისხის ზურგჩანთებს სთავაზობს.

პროდუქცია თბილისში, ჭავჭავაძის 7-ში და კანდელაკის 7-ში მდებარე "ბიბლუსი გალერეებშია" წარმოდგენილი. ბაზარზე არსებული ჩანთებისგან ისინი არა მხოლოდ ხარისხით, არამედ ორიგინალური დიზაინითაც გამოირჩევიან.

რატომ ZIPIT-ის სასკოლო ზურგჩანთები?
მსოფლიოში ცნობილი ბრენდის ZIPIT-ის პროდუქცია, მათ შორის ზურგჩანთები, უმაღლესი ხარისხის მასალისგან მზადდება. ისინი ხანგრძლივი გამოყენებისთვისაა განკუთვნილი. მარტივად ირეცხება, კომფორტული და მარტივი მოსავლელია. ზურგჩანთის ორიგინალური
სათავსოები ნივთების უსაფრთხოშენახვას უზრუნველყოფს.

"პროდუქცია, რომელსაც 10 წელზე მეტია ვქმნით, გონიერი და ხალისიანი ადამიანებისთვისაა განკუთვნილი. ფერადი ელვა ზურგჩანთების მნიშვნელოვანი ელემენტია, თუმცა მისი საინტერესო დეკორაციების გამო, ორმაგ მნიშვნელობას იძენს და კიდევ უფრო ამდიდრებს ჩანთის ვიზუალს. ასეთი ორიგინალური ზურგჩანთები ახალი სასწავლო წლის დაწყებას კიდევ უფრო სასიამოვნოს ხდიან",
-აცხადებენ კომპანიის წარმომადგენლები.

რატომ MADPAX-ის სასკოლო ზურგჩანთები?
MADPAX-ის ზურგჩანთებს, რომლებიც ცნობილია თავიანთი ხარისხითა და უნიკალური დიზაინით, კოსმოსურ ზურგჩანთებსაც უწოდებენ. სამგანზომილებიანი ვიზუალის მქონე ჩანთები არა მხოლოდ მოდური, არამედ მრავალფუნქციურია.

მოსახერხებელი და მარტივად რეგულირებადი სამაჯური აქვთ, რომლებსაც ნეილონის ელვა შესაკრავიანი ჯიბეები ახლავთ. ზოგიერთი ზურგჩანთა ტყავის შემცვლელი წყალგამძლე ქსოვილითაა გაფორმებული, რომელიც მას კიდევ უფრო ეფექტიანს და სასურველს ხდის.

"თუ ხარისხი თქვენთვის უპირველესია, გაქვთ განსაკუთრებული გემოვნება და გსურთ რომ ახალ სასწავლო წელს, ყველაზე გამორჩეული იყოთ, მაშინ ჩვენი ბრენდის ზურგჩანთები სწორედ თქვენთვისაა
შექმნილი.", - აცხადებენ კომპანიის წარმომადგენლები.

შეგახსენებთ, რომ ზურგჩანთები, რომლებმაც საზოგადოების განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურეს, ჭავჭავაძის 7-ში და კანდელაკის 7-ში მდებარე "ბიბლუსი გალერეებშია" წარმოდგენილი.

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
თვის კითხვადი სტატიები