როგორი ჩანთა არ უნდა იყიდონ მოსწავლეებმა ან მათმა მშობლებმა სასკოლოდ
როგორი ჩანთა არ უნდა იყიდონ მოსწავლეებმა ან მათმა მშობლებმა სასკოლოდ
სასწავლო წლის დაწყებამდე სულ უფრო ნაკლები დრო რჩება. ახლა, სწორედ ის პერიოდია, როდესაც მშობლები სკოლის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ატრიბუტის - ზურგჩანთის არჩევას იწყებენ. საინტერესო ვიზუალთან ერთად, ის მაქსიმალურად კომფორტული და უსაფრთხო უნდა იყოს.

გიზიარებთ რამდენიმე გავრცელებულ მოსაზრებას ზურგჩანთის შესახებ, რომლებიც აუცილებლად დაგეხმარებათ მის სწორად შერჩევაში და იმის გარკვევაში, როგორი ზურგჩანთა არ უნდა იყიდოთ.

  • პედიატრების რჩევით, სასკოლო ზურგჩანთა სიგანეში არ უნდა აღემატებოდეს ბავშვის მხრებს, სიგრძეში კი არ უნდა იყოს 30 სანტიმეტრზე მეტი;
  • სასურველია ისეთი სასკოლო ზურგჩანთის შერჩევა, რომლის ზურგის ნაწილიც ორთოპედიული იქნება. ასეთი ჩანთის შემთხვევაში, ბავშვის ხერხემალზე ნაკლები დატვირთვა მოდის;
  • სასურველია, პირველკლასელის ცარიელი ჩანთის წონა 1 კილოგრამზე მეტი არ იყოს. დატვირთული ჩანთა კი ბავშვის წონის 10%-ს არ უნდა აღემატებოდეს.
  • ზურგჩანთის სახელურები ზომების მიხედვით უნდა რეგულირდებოდეს. ზურგჩანთის ზედა ნაწილი ბავშვის
    მხრებზე მაღლა არ უნდა ფიქსირდებოდეს, ხოლო ქვედა ნაწილი კი თეძოსთან.
  • ზურგჩანთის სახელურები განიერი უნდა იყოს, რათა სასკოლო ნივთები ჩანთაში ჩალაგების შემდეგ სწორად გადანაწილდეს;
  • შეეცადეთ ისეთი ზურგჩანთა შეარჩიოთ, რომელიც ორყურიანი იქნება. ასეთი ზურგჩანთის შემთხვევაში მასში განლაგებული ნივთები სწორად ნაწილდება და ბავშვს არ უქმნის დისკომფორტს;
  • კარგი ხარისხის ზურგჩანთა სიმძიმის ჩალაგებისას არ უნდა დეფორმირდებოდეს. არ უნდა ტკენდეს მხრებს და არ უნდა იწვევდეს დისკომფორტს;
  • სასურველია ზურგჩანთის ღვედი ელასტიური იყოს. მისი სიგანე დაახლოებით 3-4 სმ. უნდა იყოს, ხოლო სიგრძე კი 50 სმ.
  • როდესაც ჩანთის საზურგეს გარედან ნაჭერი აქვს გადაკრული, ბავშვი ნაკლებად ოფლიანდება;
  • სასურველია სკოლის მოსწავლისთვის ისეთი ზურგჩანთა შეარჩიოთ, რომელიც ნატურალური ქსოვილისგან იქნება შეკერილი. ამის დადგენა ძალიან მარტივია. ჩანთას სუფთა ნაჭერი გადაუსვით და გაწმინდეთ, თუ ნაჭერზე ფერი არ გადავიდა, ჩანთა არც ბავშვის ტანსაცმელს დასვრის, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი დამზადებისთვის საშიში საღებავი არავის გამოუყენებია;
  • ჩანთის შერჩევისას დიდი ყურადღება ექცევა მის შიდა განყოფილებებსაც, რაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დეტალია. სკოლის მოსწავლეს ეს დამატებით კომფორტს უქმნის. არც დამატებითი ჯიბეა ზედმეტი. მაგალითად, ჯიბე, სადაც წყლის ბოთლს მოათავსებს. ეს მნიშვნელოვანია. მითუმეტეს მაშინ, თუ ბავშვი სპორტითაა დაკავებული;

უმაღლესი ხარისხის სასკოლო ჩანთების შეძენას, ფასებისა და მოდელების მრავალფეროვანი არჩევანით,"ბიბლუსის" ფილიალებსა და ვებგვერდზე შეძლებთ: https://biblusi.ge/products/category/?category=447
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, არსებობს თუ არა დღეს საქართველოში კორუფციის პრობლემა  ხელისუფლებაში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, არსებობს თუ არა დღეს საქართველოში კორუფციის პრობლემა ხელისუფლებაში?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები