პირველი ჯეკპოტის მფლობელმა მოგებული 857 007 ლარი უკვე მიიღო - კვირის პალიტრა

პირველი ჯეკპოტის მფლობელმა მოგებული 857 007 ლარი უკვე მიიღო

პირველი ჯეკპოტის მფლობელს მოგებული თანხა საზეიმო ვითარებაში გადაეცა. "საქართველოს ეროვნული ლატარიის" ინფორმაციით, ლალი ზურაბიშვილი მოგებულითანხით ოცნების ასრულებას გეგმავს. "პირველ რიგში გავარემონტებ სოფლის სახლს და იქ გადავალ საცხოვრებლად", - განაცხადა ჯეკპოტის მფლობელმა.

შეგახსენებთ, რომ ლალი ზურაბიშვილმა ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე "საქართველოს ეროვნული ლატარიის" ჯიხურში ნასესხები თანხით შეიძინა ლოტო 6/36-ის რამდენიმე ბილეთი. მისივე ინფორმაციით, ის კომპანიის დაარსების დღიდან თამაშობდა და არასდრო გამოუტოვებია სატელევიზიო პირდაპირ ეთერში მიმდინარე არც ერთი გათამაშება.

შეძენილი ბილეთებიდან ერთ-ერთში ლალი ზურაბიშვილმა ექვსივე ციფრი გამოიცნო და შესაბამისად, მიმდინარე წლის 28 აგვისტოს მოიგო ჯეკპოტი 857 007 ლარი.

"ოცნებები ხდება! ამისთვის კი აუცილებლად უნდა ითამაშოთ ლოტო 6/36! დაუჯერე ნიშნებს, მოგება შეუძლია ყველას! საქართველოს ეროვნული ლატარია", - აცხადებენ კომპანიაში.

(R)