ყველა სიახლე ღვინის შესახებ და უნიკალური ქართული ღვინის მაღაზია ერთ სივრცეში - ALLWINE.GE - კვირის პალიტრა

ყველა სიახლე ღვინის შესახებ და უნიკალური ქართული ღვინის მაღაზია ერთ სივრცეში - ALLWINE.GE

ღვინო, ქართული კულტურისა და ისტორიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილია, თუმცა ამის მიუხედავად ქართულ ღვინოზე სრულფასოვანი ინფორმაციის მიღება და მისი საუკეთესო ნიმუშების მარტივად შერჩევა-შეძენა უახლოეს წარსულში ჯერ კიდევ პრობლემას წარმოადგენდა. ბევრმა დღესაც არ იცის, რომ ონლაინ სივრცეში არსებობს ვებ-გვერდი, რომელიც ერთდროულად ყველაზე დიდი მედიაპორტალია ღვინის შესახებ საქართველოში და თანაც წარმოადგენს ყველაზე მსხვილ ონლაინ მაღაზიას, სადაც ქართული ღვინის უნიკალური სახეობების შეძენაც კი არის შესაძლებელი. allwine.ge არის სწორედ ის ვებ-გვერდი, რომელიც ყველა ზემოთ ჩამოთვლილ ფუნქციას აერთიანებს.

პროექტის შემქმნელების განმარტებით, მათი მიზანია საქართველოს მოსახლეობასა და უცხოელ სტუმრებს გააცნონ ქართული ღვინის კულტურა, ტრადიცია, დააგემოვნებინონ საუკეთესო ჯიშის ყურძნისგან დაწურული რჩეული ღვინოები. აღნიშნული ღვინოების უმეტესობას ვერ ნახავთ ღვინის მაღაზიათა ქსელებში, სუპერმარკეტებსა თუ რესტორნებში, ვინაიდან ისინი შედარებით მცირე მარნების მიერ არის წარმოებული და მათი დისტრიბუცია დიდ სავაჭრო ქსელებში არ ხდება.

გარდა იმისა, რომ მაღაზია მომხმარებლებისთვისაა უნიკალური შესაძლებლობა გამორჩეული ღვინის საყიდლად, ეს განვითარების კარგი საშუალებაა თავად ღვინის მარნებისთვისაც.

"საქართველოში ღვინის წარმოება სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება. ღვინო, როგორც თრობის საშუალება კარგავს აქტუალობას და უფრო მეტად ღირებულ პროდუქტად იქცევა. დღეს უფრო აქტუალური ხდება ჭიქა ღვინის მირთმევა ვახშმად მეგობრებთან საუბრისას ან სხვადასხვა ლიტერატურული ნაწარმოების კითხვისას. შესაბამისად, აქცენტები დღეს უკვე კეთდება ღვინის მაღალ ხარისხსა და გამორჩეულ სახეობებზე, ვიდრე დაბალ ფასსა და დიდ რაოდენობაზე. დღეს 900-მდე ღვინის მცირე და დიდი კომპანია არსებობს საქართველოში, რომელთა ნაწილიც ნამდვილად აწარმოებს მაღალი ხარისხის ღვინოს, მაგრამ მისი მიტანა საზოგადოების ფართო მასებამდე მათთვის სირთულეს წარმოადგენს. ჩვენი მიზანიც სწორედ ეს არის, მცირე და საშუალო მარნები მივიყვანოთ სწორედ იმ აუდიტორიამდე, რომელიც აფასებს უნიკალურ ქართულ ღვინოს. ეს გზა კი მხოლოდ კომერციაზე არ გადის, არამედ ჩვენ ჩვენი მედიაპორტალის საშუალებით ამომწურავ ინფორმაციას ვაწვდით დაიანტერესებულ პირებს ღვინის გარშემო განვითარებული მოვლენების შესახებ, ვაძლევთ რჩევებს საუკეთესო ღვინის შესარჩევად. როგორც აღმოჩნდა ეს თემა ქართველი და არამარტო ქართველი მომხმარებლისთვის ძალიან საინტერესო და აქტუალურია" - ამბობს ჩვენთან საუბრისას allwine.ge-ს პროექტი მენეჯერი ანი ამირანაშვილი

აღსანიშნავია, რომ ვებ-გვერდიდან ღვინის შეძენის შემთხვევაში სასურველ სახეობის მიღებას მთელი საქართველოს მასშტაბით შეძლებთ სასურველ მისამართზე. გარდა ონლაინ მაღაზიისა და მედია-პორტალისა allwine.ge საქართველოში 4 სადეგუსტაციო კუთხეს აერთიანებს, სადაც შეგიძლიათ ადგილზე დააგემოვნოთ და შეიძინოთ კიდეც სასურველი ღვინო. სადეგუსტაციო კუთხეებს შეგიძლიათ ეწვიოთ "ბიბლუსი გალერეაში". თბილისი: ჭავჭავაძის #7 და კანდელაკის #7; ბათუმი: მემედ აბაშიძის #52, თელავი: სააკაძისა და ბახტრიონის ქუჩების კვეთა.