10 ღვინო - 10 ისტორია - საუკეთესო საჩუქარი ღვინის მოყვარულებს... - კვირის პალიტრა

10 ღვინო - 10 ისტორია - საუკეთესო საჩუქარი ღვინის მოყვარულებს...

არსებობს საჩუქარი, რომელიც ადრესატს ახარებს და არსებობს საჩუქარიც, რომელიც დაუვიწყარია. საჩუქრებს შორის განსაკუთრებული ადგილი ღვინოს უჭირავს. ის შეგიძლია აჩუქო ყველას და ისინი სასიამოვნოდ გაოცებულიც კი დატოვო.

ღვინო, მაგრამ რომელი? ამ კითხვაზე პასუხის პოვნაში დაგეხმარებათ პროექტი "10 ღვინო, რომელიც უნდა გასინჯო, სანამ ცოცხალი ხარ". რამდენიმე თვის განმავლობაში ხალხისა და ღვინის ექსპერტების მიერ არაერთი ბრმა დეგუსტაციის საფუძველზე ქართული ღვინის 10 საუკეთესო დასახელება და მათი მწარმოებელი კომპანიები გამოვლინდა. სწორედ ეს რჩეული ღვინოები 5-5-ბოთლიანი სასაჩუქრე შეფუთვით უკვე ხელმისაწვდომია და საუკეთესო საჩუქარია ასაკის, სქესის, ინტერესებისა და გემოვნების მიუხედავად, რადგან შეფუთვაში ღვინის მრავალფეროვანი ასორტიმენტია.

და მაინც, ვის უნდა ვაჩუქოთ 10 რჩეული ღვინო?

უფროსს - მენეჯერებს, ხელმძღვანელებს თანამშრომლები ხშირად ჩუქნიან ძვირფას სასმელს. ეს, ძირითადად, ვისკი და კონიაკია, ბოლო დროს კი ქართული ღვინის ჩუქების ტრადიციაც დამკვიდრდა.

პროექტის "10 ქართული ღვინო, რომელიც უნდა გასინჯო, სანამ ცოცხალი ხარ" ფარგლებში შერჩეული ღვინის ჩუქებით თქვენ გეცოდინებათ, რომ ჩუქნით ხარისხიან ღვინოს, უნიკალური შეფუთვითა და დიზაინით.

უცხოეთიდან ჩამოსულ სტუმრებს - საქართველოში ჩამოსული ქართველი თუ უცხოელი სტუმრებისთვის ქართული ღვინო საუკეთესო საჩუქარია, რადგან ღვინოს ეროვნული საფუძველი აქვს. საერთაშორისო ასპარეზზე ღვინის სამშობლოდ აღიარებულ საქართველოში დამზადებულ ღვინოს უდიდესი მნიშვნელობა აქვს, განსაკუთრებით - ემიგრაციაში წასული და საქართველოში სტუმრად ჩაამოსული ქართველებისთვის.

10 რჩეული ღვინის ჩუქებით მათ ჩუქნით არა მარტო ღვინოს, არამედ ამ ღვინოსთან დაკავშირებულ ამბებს - სად, როგორ ჩამოისხა თითოეული ბოთლი და ეს საჩუქარს უფრო საინტერესოს ხდის. ადამიანს ორი შეფუთვით შეიძლება შეექმნას წარმოდგენა ქართულ ღვინოსა და ტრადიციებზე.

მეგობარს - ხშირად გვიჭირს, მეგობარს შევურჩიოთ საჩუქარი, რადგან არ გვინდა, ბანალური ვიყოთ და ვაჩუქოთ ისეთი ნივთი, როგორსაც ყველას ჩუქნიან. "10 ღვინო, რომელიც უნდა გასინჯო, სანამ ცოცხალი ხარ", არის საუკეთესო საჩუქარი, რომლითაც შეგიძლია შენთვის ძვირფასი ადამიანი გააოცო.

მეუღლეს - დამღლელი დღის შემდეგ სახლში საყვარელ ადამიანთან ერთად გემრიელ ვახშამსა და ჭიქა ღვინოზე უკეთესი დასვენება არ არსებობს. 10 საუკეთესო ღვინო კი საღამოებს უფრო გაგილამაზებთ. თქვენ შეძლებთ, თითოეულ დღეს თითოეული კერძის შესაფერისი ღვინო გასინჯოთ.

მამას - მშობლები ხომ ის ადამიანები არიან, ვინც სამშობლოსა და ყველაფერ ეროვნულის მიმართ სიყვარულს გვინერგავენ, ამიტომ მათთვის საუკეთესო საჩუქარი იქნება ამ შეფუთვის ჩუქება, რომელშიც ყველა ბოთლს საკუთარი ისტორია აქვს.

10 რჩეული ღვინო 5-5-ბოთლიანი ორი ყუთით გამოიცემა. შეფუთვასა და ყუთის შიგთავსის შექმნაზე რამდენიმე თვის განმავლობაში სპეციალურად შექმნილი ჯგუფი მუშაობდა. გაკეთდა ექსკლუზიური ორენოვანი ჰოლოგრამა, რომელიც მხოლოდ რჩეულ ღვინოებზე განთავსდება. ყუთს მოჰყვება ბროშურა, რომლისთვისაც საინტერესო და ექსკლუზიური ცნობების მოსაპოვებლად ჯგუფის წევრები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ჩავიდნენ და უამრავ ადამიანს შეხვდნენ. ისინი ესაუბრებოდნენ უხუცეს მეღვინეებს, ვაზის მოვლასა და ღვინის დაყენებაში გაწაფულ გლეხებს, მარნის მეპატრონეებს, რომელთათვისაც წინაპრების რეცეპტები ძვირფასია და მათ ტრადიციებს არ ღალატობენ. შედეგად მოიპოვეს საზოგადოებისთვის უცნობი ინფორმაცია, რომელსაც ყველგან ვერ ამოიკითხავ, ამ ისტორიებმა, ფოტომასალამ, ღვინის შესახებ მოგროვებულმა ცნობებმა კი ამ ბროშურაში მოიყარა თავი.