"ნამდვილი დეტექტივების" მოყვარულებს შეუძლიათ გამოძიების თანამონაწილეები გახდნენ - კვირის პალიტრა

"ნამდვილი დეტექტივების" მოყვარულებს შეუძლიათ გამოძიების თანამონაწილეები გახდნენ

საიდუმლოებით მოცული სიუჟეტების მოყვარულთათვის "პალიტრა L"-მა" ახალი სერია, სახელწოდებით "ნამდვილი დეტექტივი" შექმნა. მაგარი ყდა, ახალი თარგმანები, ქართველი მკითხველისთვის აქამდე უცნობი საუკეთესო დეტექტიური ნაწარმოებები. ეს ნამდვილი დეტექტივია. სერიაში ყველაზე საინტერესო კი დაშიფრული წერილების სერიაა, რომლითაც მკითხველი დეტექტიური თავსატეხების ამოხსნის მონაწილე გახდება. მკითხველებს, რომლებიც დაშიფრული წერილების სერიის საიდუმლოებებს ამოხსნიან, გამომცემლობა დაასაჩუქრებს.

რა სიახლეები ელის მკითხველს და როგორ უნდა ჩაერთონ თამაშში, ამის შესახებ "პალიტრა L"-ის" მარკეტინგის მენეჯერი თაკო ახვლედიანი გიამბობთ:

- დეტექტიურ რომანებს მოჰყვება წერილების სერია, რომელიც შედგება 5 ნაწილისგან. მკითხველმა უნდა შეაგროვოს წერილები და ამოხსნას თავსატეხი. წერილების სიუჟეტი წიგნისგან დამოუკიდებლად ვითარდება. როცა 5 წერილს შეაგროვებენ, თავსატეხის ამოხსნასაც შეძლებენ. ვინც ამოხსნის თავსატეხს და სწორ პასუხთან ერთად წარადგენს, "პალიტრა L" დააჯილდოებს. გახსოვდეთ - თავსატეხის ამოსახსნელად აუცილებელია ხუთივე წერილის შეგროვება.

აღსანიშნავია, რომ წერილები მხოლოდ ჟურნალ "გზასთან" ერთად გაიყიდება, ამიტომ არ გამოგრჩეთ და შეიძინეთ წიგნი სპეციალურ ფასად და ამოხსენით თავსატეხი. პროექტში შეიძლება ჩაერთოს რამდენიმე მეგობარი, ეს სახალისოც იქნება - მორიგეობით იყიდიან ჟურნალ "გზას" წიგნთან ერთად, რომელსაც წერილი მოჰყვება. გამარჯვებულებისთვის განკუთვნილ საჩუქრებს ჯერ საიდუმლოდ დავტოვებთ.

სპეციალურად "პალიტრა L"-ის სერია "ნამდვილი დეტექტივისთვის" მწერალმა თეა ინასარიძემ საიდუმლოებით მოცული სიუჟეტი შექმნა. მკითხველისთვის განკუთვნილი თავსატეხების ავტორი მიიჩნევს, რომ მათ ამოხსნაში მკითხველს დეტექტივების სიყვარული და გამჭრიახი გონება დაეხმარება. თეა ინასარიძე: - სპეციალურად ამ პროექტისთვის შევქმენი წერილების სერია, რომელსაც წერს პერსონაჟი, სახელად ნოა. მან რაღაცას მიაგნო და დატოვა მინიშნებები, რომლებიც მკითხველმა უნდა შეაგროვოს, გაშიფროს და გამოიცნოს თავსატეხი, დანარჩენს საიდუმლოდ დავტოვებთ. თავსატეხების შექმნის გამოცდილება მაქვს და ვიცი, რომ მკითხველს ძალიან მოსწონს, ეს აზარტული პროცესია. პირველად თავსატეხი ჩემს წიგნში გამოვიყენე, დეტექტიური ჟანრის რომანში "მეცხრე ფლიგელში". მაშინ ამას დიდი მოწონება ხვდა წილად, ამიტომ ვიფიქრე, რომ ახლაც დააინტერესებს მკითხველს.

შეგახსენებთ, რომ სერია "ნამდვილი დეტექტივის" ფარგლებში გამოცემული წიგნები ჟურნალ "გზასთან"" ერთად გაიყიდება. დეტექტივების მოყვარულებს 13 სექტემბრიდან ყოველ 2 კვირაში ახალი წიგნი და ახალი თავსატეხი ელის. სპეციალურად შეირჩა ცნობილი მწერლების წიგნები, რომლებიც მაღალრეიტინგულია. პირველი წიგნია რეიმონდ ჩენდლერის "ღრმა ძილი", რომელიც სერია "ნამდვილი დეტექტივის" ფარგლებში 13 სექტემბერს გამოვიდა. წიგნის სპეციალური ფასი 5.50 ლარია, ჟურნალთან ერთად - 7 ლარი.

დეტექტივების მოყვარულებო, იჩქარეთ, შეიძინეთ ჟურნალი "გზა" წიგნთან ერთად, სადაც თქვენთვის განკუთვნილი წერილი-თავსატეხი დაგხვდებათ! შეაგროვეთ წერილები, ამოხსენით საიდუმლოებებით მოცული ამბავი და მიიღეთ "პალიტრა L"-ის საჩუქარი!