სილქნეტი თბილისსა და რეგიონებში ახალი უბნების ათვისებას იწყებს
სილქნეტი თბილისსა და რეგიონებში ახალი უბნების ათვისებას იწყებს
კომპანია სილქნეტმა მნიშვნელოვანი სამუშაოები აწარმოა და ქვეყნის მასშტაბით ოპტიკურ ბოჭკოვანი ქსელი გააფართოვა, რაც უფრო მეტ აბონენტს მაღალსიჩქარიანი ინტერნეტით და ინტერაქტიული ტელევიზიით სარგებლობის საშუალებას აძლევს.

აღნიშნული პროექტი თბილისსა და რეგიონებში ერთდროულად მიმდინარეობს.

პროექტის დაწყების პირველი პრეზენტაცია გლდანულას ერთ-ერთ სკვერში გაიმართა. საგანგებოდ ბავშვებისთვის და მათი მშობლებისთვის გასართობი და შემეცნებითი აქტივობები მოეწყო. ღონისძიების პატარა სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ ეპოვათ დაზიანება კაბელში მეტალოდეტექტორით; უსწრაფესად აეკეცათ კაბელი, ახლოს გაცნობოდნენ ინსტალატორის საქმეს, ჩართულიყვნენ სახალისო რბოლაში და დაეგროვებინათ
მეტი მეგაბაიტი. კომპანიამ გამარჯვებულები დაასაჩუქრა.

გლდანულას შემდეგ ორთაჭალის, ძველი რუსთავის და წყალტუბოს მცხოვრებთ ექნებათ შესაძლებლობა უფასოდ ჩაერთონ სილქნეტის ოპტიკურ ქსელში და სპეციალურ ფასად მიიღონ მაღალსიჩქარიანი ინტერნეტი და ასევე ტელევიზია - გადახვევა/ დაპაუზების ფუნქციით; აირჩიონ სასურველი კომბინაცია:

კომბინაცია "სტარტ+"20მგბ/წმ სიჩქარის ინტერნეტი და "ეკონომი" 60 არხი 40
ლარად (ნაცვლად 47 ლარისა);
კომბინაცია "სტარტ+"20მგბ/წმ სიჩქარის ინტერნეტი და "კომფორტი" 155 არხი 48 ლარად (ნაცვლად 59 ლარისა);
კომბინაცია "სტარტ+"20მგბ/წმ სიჩქარის ინტერნეტი და "პრემიუმი" 200 არხი 60 ლარად (ნაცვლად 70 ლარისა);
კომბინაცია რეგიონებისთვის "სტარტ+"20მგბ/წმ სიჩქარის ინტერნეტი და "კომფორტი" 155 არხი 27 ლარად ( ნაცვლად 59 ლარისა).

"ორმაგ შეთავაზებაში" ჩართულ აბონენტებს ასევე შეუძლიათ დაიმატონ ნებისმიერი ერთი თემატური პაკეტი საჩუქრად ორი თვით: "სპორტ ექსკლუზივი"; "კინო ექსკლუზივი"; "მიქსი"; "საოჯახო" და სხვა.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, ოპტიკური ქსელით დაფარვის სამუშაოები კიდევ 6 უბანშია დაგეგმილი. დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ცხელი ხაზის 2100-100 და სილქნეტის გაყიდვების აგენტების მეშვეობით.

(R)
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეაფასებთ წინასაარჩევნო გარემოს საქართველოში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ წინასაარჩევნო გარემოს საქართველოში?