დაუვიწყარი ქართული ღვინის ფესტივალი ბრუნდება - რა ელით ღონისძიებაზე მისულ სტუმრებს
19-09-2018
დაუვიწყარი ქართული ღვინის ფესტივალი ბრუნდება - რა ელით ღონისძიებაზე მისულ სტუმრებს
"ქარ­თუ­ლი ღვი­ნის ფეს­ტი­ვა­ლი“, რო­მე­ლიც ქარ­თუ­ლი ღვი­ნის მოყ­ვა­რუ­ლე­ბი­სა და გულ­შე­მატ­კივ­რე­ბის­თვის და­უ­ვი­წყარ დღედ იქცა, წელ­საც გა­ი­მარ­თე­ბა. ონ­ლა­ინ­მა­ღა­ზია და მე­დი­ა­პორ­ტა­ლი Allwine.ge-სა და "მე­ი­დან ჯგუ­ფის" ორ­გა­ნი­ზე­ბით, ქარ­თუ­ლი ღვი­ნის მწარ­მო­ებ­ლე­ბი გრან­დი­ო­ზუ­ლი ფეს­ტი­ვა­ლის­თვის უკვე მე­ო­რედ ემ­ზა­დე­ბი­ან.

სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ფეს­ტი­ვა­ლის მო­ლო­დი­ნი საკ­მა­ოდ დი­დია, რად­გან გა­სუ­ლი წლის ღო­ნის­ძი­ე­ბას უამ­რა­ვი ხალ­ხი და­ეს­წრო და ყვე­ლა კმა­ყო­ფი­ლი დარ­ჩა. სტუმ­რე­ბი ერ­თხმად აღი­ა­რებ­დნენ, რომ ასე­თი მნიშ­ვნე­ლო­ბის, ასე­თი დო­ნის და ასეთ ლა­მაზ ფეს­ტი­ვალს ჯერ არ დას­წრე­ბი­ან.

გა­სულ წელს ფეს­ტი­ვალ­ზე 40-მდე სა­ხე­ო­ბის კომ­პა­ნი­ის დე­გუს­ტა­ცია და გა­მო­ფე­ნა-გა­ყიდ­ვა
გა­ი­მარ­თა. წელს კი უფრო მეტ კომ­პა­ნი­ას ელო­დე­ბი­ან.

უდა­ვოა ფეს­ტი­ვა­ლის მნიშ­ვნე­ლო­ბა ქარ­თუ­ლი ღვი­ნის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ა­ში, მაგ­რამ ამ მიზ­ნის მიღ­წე­ვა­ში დიდი როლი უშუ­ა­ლოდ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე არ­სე­ბულ­მა გა­რე­მომ შე­ას­რუ­ლა. შარ­დე­ნის ქუ­ჩის მი­ახ­ლო­ე­ბის­თა­ნა­ვე გამ­ვლე­ლე­ბის ყუ­რა­დღე­ბას სა­სი­ა­მოვ­ნო ქარ­თუ­ლი მუ­სი­კა იქ­ცევ­და და ფეს­ტი­ვა­ლის­კენ ეპა­ტი­ჟე­ბო­და. ქუ­ჩის და­სა­წყის­ში­ვე ღვი­ნის დე­გუს­ტა­ცია იწყე­ბო­და.

VIDEO: "ქარ­თუ­ლი ღვი­ნის ფეს­ტი­ვა­ლი
2017" - პრო­ექ­ტი, რო­მელ­მაც ხალ­ხში დიდი ემო­ცია გა­მო­იწ­ვია


ხი­ლი­თა და ყვა­ვი­ლე­ბით მორ­თუ­ლი ულა­მა­ზე­სი ქუ­ჩის ორი­ვე მხა­რეს ღვი­ნის კომ­პა­ნი­ე­ბი იყ­ვნენ წარ­მოდ­გე­ნი­ლი, რომ­ლე­ბიც ერ­თმა­ნეთს არა მხო­ლოდ ღვი­ნის არო­მა­ტე­ბით, არა­მედ ლა­მა­ზი დახ­ლე­ბი­თაც ეჯიბ­რე­ბოდ­ნენ. სა­შე­მოდ­გო­მო ხი­ლით სა­ოც­რად მორ­თუ­ლი ქუ­ჩის და­სა­წყის­ში­ვე ულა­მა­ზე­სი მი­მე­ბი იქ­ცევ­დნენ ყუ­რა­დღე­ბას.

სცე­ნა­ზე ცეკ­ვი­სა და ფოლკ­ლო­რუ­ლი ან­სამ­ბლე­ბი ერ­თმა­ნეთს ცვლიდ­ნენ. სცე­ნა­ზე დან­თე­ბუ­ლი სა­ო­ცა­რი მუხ­ტი კი სტუმ­რებ­ზეც გად­მო­ვი­და და მუ­სი­კა­ლურ­მა ნომ­რებ­მაც ხალ­ხში გა­და­ი­ნაც­ვლა. ქუ­ჩის ბო­ლო­ს, სა­მახ­სოვ­რო ფო­ტო­ე­ბი­სა და გი­ფე­ბის გა­და­ღე­ბა იყო შე­საძ­ლე­ბე­ლი. ფეს­ტი­ვა­ლის სტუმ­რე­ბი დე­გუს­ტა­ცი­ის შემ­დეგ თა­მა­მად იღებ­დნენ ფო­ტო­ებს photo bus-ში და მხი­ა­რუ­ლად პო­ზი­­რებ­დნენ გი­ფე­რის აპა­რა­ტის კა­მე­რას­თან.

ამ­ჯე­რად "ქარ­თუ­ლი ღვი­ნის ფეს­ტი­ვა­ლი 2018“ გა­ნახ­ლე­ბუ­ლი პროგ­რა­მი­თა და ბევ­რი სი­ურპრი­ზით ბრუნ­დე­ბა.

რო­გორც ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბი გან­მარ­ტა­ვენ, შარ­შან­დელ­მა წელ­მა მო­ლო­დინს გა­და­ა­ჭარ­ბა, წელს კი უფრო მეტ სტუ­მარს ელო­დე­ბი­ან, რო­მელ­თაც ქარ­თუ­ლი ღვი­ნის და­გე­მოვ­ნე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად, მრა­ვალ­ფე­რო­ვან და სა­ინ­ტე­რე­სო აქ­ტი­ვო­ბებს ჰპირ­დე­ბი­ან. ღვი­ნის დე­გუს­ტა­ცი­ას­თან ერ­თად, ფეს­ტი­ვალ­ზე სხვა­დას­ხვა სა­ხის პრო­დუქ­ცია იქ­ნე­ბა წარ­მოდ­გე­ნი­ლი. "ქარ­თუ­ლი ღვი­ნის ფეს­ტი­ვა­ლი 2018“ სტუმ­რებს ქარ­თულ ტრა­დი­ცი­ულ პურ­საც შეს­თა­ვა­ზებს, ასე­ვე წა­რმოდ­გე­ნი­ლი იქ­ნე­ბა სა­უ­კე­თე­სო ჩურ­ჩხე­ლა და ჩირი, ქარ­თუ­ლი ყვე­ლი.

აღ­ნიშ­ნუ­ლი პრო­დუქ­ტე­ბის და­გე­მოვ­ნე­ბის პრო­ცე­სი კი­დევ უფრო სა­ხა­ლი­სო რომ გახ­დეს, სტუმ­რე­ბი მოძ­რა­ო­ბის თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბე­ბის მიერ დად­გმულ ღო­ნის­ძი­ე­ბებს იხი­ლა­ვენ, მო­ის­მე­ნენ ქარ­თულ ფოლკ­ლორს. ფეს­ტი­ვალს გა­ა­ფორ­მე­ბენ მი­მე­ბი და ოჩო­ფე­ხე­ბი. იქ­ნე­ბა დრა­მე­რე­ბი­სა და ცე­ცხლის შოუ.

"ვფიქ­რობთ რომ შარ­შან­დელ­მა ფეს­ტი­ვალ­მა ყვე­ლა კმა­ყო­ფი­ლი და­ტო­ვა, რო­გორც ღვი­ნის კომ­პა­ნი­ე­ბი, ასე­ვე სტუმ­რე­ბი. წელს პროგ­რა­მა კი­დევ უფრო მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი იქ­ნე­ბა. მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­ღე­ბის მსურ­ვე­ლებ­მა კი აუ­ცი­ლებ­ლად მოგ­ვწე­რონ ოფი­ცი­ა­ლურ ფე­ის­ბუქ გვერ­დზე: ქარ­თუ­ლი ღვი­ნის ფეს­ტი­ვა­ლი • Georgian Wine Festival" - გან­მარ­ტავს ფეს­ტი­ვა­ლის პრო­ექ­ტის მე­ნე­ჯე­რი ანა­ნო თავ­ხე­ლი­ძე.

ღო­ნის­ძი­ე­ბა 13 ოქ­ტომ­ბერს შერ­დენ­ზე 12:00 სა­ათ­ზე და­ი­წყე­ბა და 19:00 სა­ათ­ზე დას­რულ­დე­ბა. რო­გორც შარ­შან, ასე­ვე წელს ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბი ძა­ლი­ან ბევრ ტუ­რისტს ელო­დე­ბი­ან. ერთ სივ­რცე­ში წარ­მოდ­გე­ნი­ლი ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნი­მუ­შე­ბი, მათ გულ­გრილს ნამ­დვი­ლად არ და­ტო­ვებს.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
თქვენი აზრით, რა არის დღეს საქართველოში კრიმინალის ზრდის მიზეზი?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, რა არის დღეს საქართველოში კრიმინალის ზრდის მიზეზი?
თვის კითხვადი სტატიები