"ბიბლუსმა“ და "ბეკომ“ მოსწავლეები ახალი სასკოლო ნივთებით დაასაჩუქრეს - კვირის პალიტრა

"ბიბლუსმა“ და "ბეკომ“ მოსწავლეები ახალი სასკოლო ნივთებით დაასაჩუქრეს

წიგნის მაღაზიათა ქსელი "ბიბლუსი“ და საყოფაცხოვრებო ტექნიკის მაღაზია "ბეკო“ თბილისში, თელავში, ხაშურსა და ახალციხეში მდებარე რამდენიმე სკოლას ესტუმრნენ. მოსწავლეებს, მათ შორის პირველ კლასელებს, ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს და სხვადასხვა საჩუქრები გადასცეს. ზურგჩანთები, ფანქრები, რვეულები, სასკოლო და საკანცელარიო ნივთები ბავშვებს სასკოლო მერხებზე დახვდათ. საჩუქრები მათთვის მოულოდნელი და სასიხარულო იყო.

"თბილისის და რეგიონის რამდენიმე სკოლას ვესტუმრეთ, გვინდოდა, რომ ჩვენი საჩუქრებით, მათი ახალი სასწავლო წელი კიდევ უფრო სასიხარულო ყოფილიყო. ვესტუმრეთ მზრუნველობა მოკლებულ და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებსაც. აქტიურად ვართ ჩართულნი მსგავსი ტიპის აქციებში რადგან ქველმოქმედება, ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. ჩვენს გარშემო უამრავი ადამიანია, რომელსაც დახმარება სჭირდება. მოვუწოდებ სხვა ორგანიზაციებს და კერძო კომპანიებს, რომ ისინიც ჩაერთონ საქველმოქმედო აქციებში და გაიზიარონ ეს ძალიან მნიშვნელოვანი სოციალური პასუხისმგებლობა“,-განაცხადა "ბიბლუსის მარკეტინგის და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა ნინი ჯაფარიძემ.

საქველმოქმედო აქციის ფარგლებში "ბიბლუსი“ და "ბეკო“ საქართველოს SOS ბავშვთა სოფელს და არასამთავრობო ორგანიზაცია "მზის შვილებსაც“ ესტუმრნენ, სასკოლო საკანცელარიო ნივთებით დაასაჩუქრეს და ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს.

"მინდა ახალი სასწავლო წლის დაწყება ყველა მოსწავლეს, მათ მშობლებს და მასწავლებელს მივულოცო. კომპანია "ბეკომ“ გადაწყვიტა მოსწავლეებისთვის დაუვიწყარი საჩუქარი გაეკეთებინა. ისინი სასკოლო ჩანთებით და საკანცელარიო ნივთებით დავასაჩუქრეთ. ვინაიდან ბავშვისთვის პირველი სასწავლო წელი ყველაზე მნიშვნელოვანია, მოხარულები ვართ, რომ ამის მონაწილე გავხდით“, - განაცხადა "ბეკოს“ მარკეტინგის და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა ხატია ტყებუჩავამ.

ბიბლუსის საქველმოქმედო აქცია "ერთი ჩემია ერთი შენი“ : https://biblusi.ge/news/detail/chaerte-saqvelmoqmedo-aqciashi-erti-chemia-erti-sh/