აჭარა სოფლის ტურიზმის ფესტივალს უმასპინძლებს
24-09-2018
აჭარა სოფლის ტურიზმის ფესტივალს უმასპინძლებს
5-6 ოქ­ტომ­ბერს, ბა­თუ­მი სოფ­ლის ტუ­რიზ­მის ფეს­ტი­ვალს "გან­და­გა­ნა" უმას­პინ­ძლებს. ორი დღით, აჭა­რუ­ლი სოფ­ლე­ბი თა­ვი­სი ტრა­დი­ცი­ე­ბი­თა და და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი თა­ვი­სე­ბუ­რე­ბე­ბით ევ­რო­პის მო­ე­დან­ზე იქ­ნე­ბა წარ­მოდ­გე­ნი­ლი, რაც სტუმ­რებს სა­შუ­ა­ლე­ბას მის­ცემს აჭა­რულ სოფ­ლებ­ში ქა­ლა­ქი­დან გა­უს­ვლე­ლად იმოგ­ზა­უ­რონ.

სოფ­ლის პრო­დუქ­ტე­ბის გა­მო­ფე­ნა-გა­ყიდ­ვა, მხი­ა­რუ­ლი შე­ჯიბ­რე­ბე­ბი, მას­ტერკლა­სე­ბი და ფოლკ­ლორ შოუ - მცი­რე ჩა­მო­ნათ­ვა­ლია იმ ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი­სა, რა­საც ფეს­ტი­ვა­ლი სტუმ­რებს სთა­ვა­ზობს. ორი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში, მთი­ა­ნი აჭა­რის ხუ­თი­ვე მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტი მხო­ლოდ მის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი პრო­დუქ­ტე­ბით, ხი­ლით, ტკბი­ლე­უ­ლით, ხელ­ნა­კე­თი ნივ­თე­ბი­თა და ტრა­დი­ცი­ე­ბით ბა­თუმ­ში იქ­ნე­ბა წარ­მოდ­გე­ნი­ლი.

სოფ­ლის ტუ­რიზ­მის
ფეს­ტი­ვალ "გან­და­გა­ნა"-ს მი­ზა­ნი მთი­ა­ნი აჭა­რის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცია და წარ­მო­ჩე­ნაა. ფეს­ტი­ვალ­ზე წარ­მოდ­გე­ნი­ლი იქ­ნე­ბა თე­მა­ტუ­რი კუ­თხე­ე­ბი - ღვი­ნის, რძის პრო­დუქ­ტე­ბის, ხი­ლის, ბოსტნე­უ­ლის, ტკბი­ლე­უ­ლი­სა და ხელ­ნა­კე­თი ნივ­თე­ბის.

სტუმ­რებს სა­შუ­ა­ლე­ბა ექ­ნე­ბათ ჩა­ერ­თონ მხი­ა­რულ შე­ჯიბ­რე­ბებ­სა და მას­ტერკლა­სებ­ში: გან­დგა­ნას ცეკ­ვი­სა და კუ­ლი­ნა­რი­უ­ლი მას­ტერკლა­სი, ჩურ­ჩხე­ლის ამოვ­ლე­ბა, ჭა­ჭის გა­მოხ­და, სოფ­ლის ბო­უ­ლინ­გი გოგ­რე­ბით, შე­შის და­ჩეხ­ვა,
სი­ნო­რი­სა და ბო­რა­ნოს მომ­ზა­დე­ბა. სა­ინ­ტე­რე­სოა ფეს­ტი­ვა­ლის მუ­სი­კა­ლუ­რი პროგ­რა­მაც, რო­მელ­შიც ძი­რი­თა­დად, ად­გი­ლობ­რი­ვი ფოლკ­ლო­რუ­ლი ბენ­დე­ბი ჩა­ერ­თვე­ბი­ან. ფეს­ტი­ვა­ლი წლი­დან წლამ­დე უფრო და უფრო მეტი პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობს რე­გი­ო­ნის სტუმ­რებ­სა და ად­გი­ლობ­რი­ვებ­ში. ფეს­ტი­ვა­ლი 2015 წლი­დან, რე­გი­ონ­ში აჭა­რის ტუ­რიზ­მის დე­პარ­ტა­მენ­ტის ტუ­რის­ტუ­ლი პრო­დუქ­ტე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს ორ­გა­ნი­ზე­ბით იმარ­თე­ბა.

2017 წლის ფეს­ტი­ვა­ლი ვი­დეო - https://www.youtube.com/watch?v=8YsU6M-kow0&t=1s

(R)
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით