BIAFF 2018-ის დახურვის ცერემონია და გამარჯვებულები - კვირის პალიტრა

BIAFF 2018-ის დახურვის ცერემონია და გამარჯვებულები

24 სექტემბერს, ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში ბათუმის საერთაშორისო საავტორო კინოფესტივალის დახურვის ცერემონია გაიმართა. საერთაშორისო ჟიურიმ პრიზები სამ საკონკურსო სექციაში გასცა - საერთაშორისო მხატვრული, დოკუმენტური და მოკლემეტრაჟიანი ფილმები. ქართველ კინოკრიტიკოსთა ჟიურიმ კი კრიტიკოსთა რჩეული მხატვრული ფილმი გამოავლინა.

BIAFF 2018-ის მხატვრული ფილმების საერთაშორისო კონკურსის სექციის ხუთკაციანმა ჟიურიმ - სერგეი რახლინი (აშშ) - თავმჯდომარე, ბენსე ფლიგაფი (უნგრეთი), ოლეგ ნეგინი (რუსეთი), ალინ ტასჩიანი (თურქეთი), ლევან თუთბერიძე (საქართველო), გამოავლინა გამარჯვებულები:

- გრანპრი - „რეი და ლიზი”, რიჩარდ ბილინგჰემი, დიდი ბრიტანეთი, 2018; 107 წთ.

- საუკეთესო რეჟისურა - ალიჩე რორვახერი ფილმისთვის „ბედნიერი ლაზარე“, იტალია/შვეიცარია/საფრანგეთი/ გერმანია, 2018; 122 წთ.

- საუკეთესო მსახიობი მამაკაცი - ადრიანო ტარდიოლო ფილმში, “ბედნიერი ლაზარე”, ალიჩე რორვახერი, იტალია/შვეიცარია/საფრანგეთი/გერმანია, 2018; 122 წთ.

- საუკეთესო მსახიობი ქალი - ელა სმითი, ფილმში „რეი და ლიზი”, რიჩარდ ბილინგჰემი, დიდი ბრიტანეთი, 2018; 107 წთ.

- ჟიურის სპეციალური პრიზი - „ჰორიზონტი“, თინათინ ყაჯრიშვილი, საქართველო/შვედეთი, 2018; 105 წთ. და „სტიქსი“, ვოლფგანგ ფიშერი, გერმანია/ავსტრია, 2018; 90 წთ.

BIAFF 2018-ის დოკუმენტური ფილმების საერთაშორისო კონკურსის სექციის ხუთკაციანმა ჟიურიმ - ვიტალი მანსკი (ლატვია) - ჟიურის თავმჯდომარე, ინა როსოვ (გერმანია), ზავენ სარგისიანი (სომხეთი), სერგეი ლავრენტიევი (რუსეთი), მარიამ ჭაჭია (საქართველო), შემდეგი პრიზები გასცა:

- საუკეთესო დოკუმენტური ფილმი - “მამებისა და შვილების შესახებ”, ტალალ დერკი, გერმანია/სირია/ლიბია/ყატარი, 2017; 99 წთ.

- ჟიურის სპეციალური პრიზი - “დროის ხიდები, ოდრიუს სტონის, ლატვია, 2018; 80 წთ.

BIAFF 2018-ის მოკლემეტრაჟიანი ფილმების საკონკურსო სექციის ჟიურიმ - ნიკოლოზ ხომერიკი (რუსეთი), ჟალე არიკანი (გერმანია), ქეთევან დევდარიანი (საქართველო), ასევე ორი ძირითად ნომინაციაში გასცა პრიზები:

საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმი - საშლელი, დავით ფირცხალავა, საქართველო, 2018, 18 წთ.

ჟიურის დიპლომი (სპეციალური მოხსენიება) - გადაეცა ორ ფილმს:

- „ყველა ის არსება“, ჩარლზ ვილიამსი, ავსტრალია, 2018, 13 წთ.

- „საკვები მიტანით“, იაზან ალ გჰაზავი, იორდანია, 2018, 22 წთ.

BIAFF 2018-ის ქართველ კინოკრიტიკოსთა ჟიურიმ - გოგი გვახარია, თეო ხატიაშვილი, ლელა ოჩიაური, გამოვლინა კინოკრიტიკოსთა რჩეული ფილმები:

- საუკეთესო მხატვრული ფილმი - „დონბასი“, სერგეი ლოზნიცა, გერმანია/უკრაინა/საფრანგეთი/ნიდერლანდები/რუმინეთი, 2018; 121 წთ.

- ჟიურის სპეციალური მოხსენიება - “ბედნიერი ლაზარე”, ალიჩე რორვახერი, იტალია/შვეიცარია/საფრანგეთი/გერმანია, 2018; 122 წთ.

BIAFF-ის პრიზი კინოხელოვნების განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის გადაეცათ:

- ლომერ ახვლედიანი (საქართველო)

- გელა კანდელაკი (საქართველო)

- სოსო ბარდანაშვილი (საქართველო)

კინოფესტივალის მხარდამჭერები - საქართველოს კულტურის, განათლების, სპორტის და მეცნიერების სამინისტრო, საქართველოს ეროვნული კინოცენტრი, აჭარის კულტურის სამინისტრო, აჭარის ტურიზმის და კურორტების დეპარტამენტი, საქართველოს ტურიზმის ეროვნული სააგენტო, “ბრიტანეთის საბჭო“, გოეთეს ინსტიტუტი, იტალიის საელჩო, ა.მიცკევიჩის ინსტიტუტი

კინოფესტივალის სპონსორები - სასტუმრო „WYNDHAM BATUMI”, კინოთეატრი „აპოლო“, სასტუმრო „რჩეული ვილა“, სასტუმრო „Mardi Plaza”, სასტუმრო „Holland Hoek”, „HQ პროპაგანდა“, ტურკომპანია „ვანდერლენდი“, შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტი“, კაფე „გარდენს“, რესტორანი ECLIPSE, შპს „Legal Consulting Center“

კინოფესტივალის მედია პარტნიორები - საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი, აჭარის ტელევიზია, რადიო ფორტუნა, ბათუმი ტვ, ონლაინ საინფორმაციო სააგენტოები - newswire.ge, ფაბლისითი ჯგუფი (www.publicity.ge), გადაცემა „კიმონო“, Cinemania, AT.GE, Film New Europe (www.filmneweurope.com), გაზეთი ბათუმელები, netgazeti.ge

კინოფესტივალის შესახებ ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ჩვენი ვებ-გვერდის და სოც. მედიის საიტებიდან - http://www.biaff.org; www.facebook.com/biaffbatumi;