UnionPay International-ის ევრაზიის რეგიონალური საბჭოს რიგით მესამე შეხვედრა - კვირის პალიტრა

UnionPay International-ის ევრაზიის რეგიონალური საბჭოს რიგით მესამე შეხვედრა

27 სექტემბერს თბილისში ევრაზიის რეგიონალური საბჭოს "UnionPay International“-ის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე დამსწრე კავკასიისა და ცენტრალური აზიის 20-ზე მეტმა საბანკო და სახელმწოფო ორგანოს წარმომადგენლებმა, განიხილეს და მოიწონეს რიგი საკითხებისა ისეთ თემებზე, როგორიცაა გლობალური მასშტაბით გადახდების კუთხით თანამშრომლობის გაღრმავება და ინოვაციების უფრო სწრაფად დანერგვა.

შეხვედრას უძღვებოდა ყაზახეთის "ხალიკ ბანკი“ს გამგეობის თავმჯდომარე ქ-ნი უმუტ შაიახმეტოვა. მონაწილეების წინაშე მისასალმებელი სიტყვით წარსდგა: ბ-ნი არჩილ მესტვირიშვილი - საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი; ბ-ნი ცაი ცზიანბო - "UnionPay International“-ის გენერალური დირექტორი და მისი აღმატებულება ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩი საქართველოში ბ-ნი ძი იანჩი.

მასპინძელ მხარეს, "UnionPay International“ -სა და საქართველოს, ყაზახეთის, უზბეკეთის და რუსეთის რამდენიმე წამყვან საბანკო დაწესებულებასთან გაფორმდა ურთიერთშეთანხმება ბიზნესის გაფართოების შესახებ.

შეხვედრაზე მისულმა სტუმრებმა და მრჩეველებმა მოისმინეს სპეციალური ანგარიშები, ისეთები როგორიცაა: "2018 წლის ბიზნესის მიმოხილვა“, "UPI Global and Regional Business Update“, "ინიციატივის "ერთი სარტყელი - ერთი გზა“-ს ინოვაციური გადაწყვეტილებები რეგიონში“ ასევე მიმოიხილეს ინოვაციური მარკეტინგული გადაწყვეტილებების და ინსტრუმენტების დანერგვა. ევრაზიის რეგიონში საგადახდო ინდუსტრიის განვითარების, UnionPay ბარათების ბიზნესის ლოკალიზაციის/განვითრების და საგადახადო კუთხით ინოვაციების დანერგვის შესახებ მოსაზრებები და იდეები ერთმანეთს გაუზიარა ისეთმა საპარტნიორო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა როგორიცაა: რუსეთის ეროვნული საგადახდო საბჭო, ბანკთაშორისი გადახდის სისტემა "UZKART“, "Huawei Technologies“ და სხვა.

პარტნიორებმა საფუძვლიანად ისაუბრეს იმის შესახებ, თუ როგორ რეაგირებს "UnionPay International“-ი გადახდების მსოფლიო ინდუსტრიაში მომხდარ ცვლილებებზე და თუ როგორ შეიმუშავებს ინოვაციურ პროდუქტებსა და მომსახურებებს, ასევე განიხილეს საბანკო ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილი განაცხადბები წევრობისა და ბიზნესის შემდგომი გაფართოების შესახებ.

"UnionPay International“-ი გააგრძელებს მჭიდრო ურთიერთობას ინიციატივის "ერთი სარტყელი - ერთი გზა“-ს ქვეყნებში ადგილობრივ საბანკო და საგადახდო დაწესებულებებთან, გააუმჯობესებს ინფრასტრუქტურას და დააჩქარებს ბიზნესის ლოკალიზებას. ამავდროულად, საგადახდო სისტემა აქტიურად წამოწევს წინა პლანზე ისეთ ინოვაციურ გადაწყვეტილებებს, როგორიცაა მობილური პროდუქტები საერთაშორისო მარკეტინგული პლათფორმებისთვის.

"UnionPay International“-ის საბარათე ბიზნესის ევრაზიის ბაზარზე განვითარების აქსელერაციის და რეგიონში ძირითად დაწესებულებებთან თანამშრომლობის ხელშეწყობის მიზნით, "UnionPay International“-მა ჩაატარა ევრაზიის რეგიონალური საბჭოს რიგით მესამე ყოველწლიური კრება. ღონისძიებას ესწრებოდა 20 წამყვანი ინსტიტუტი რვა ქვეყნიდან, კერძოდ საქართველოდან, ჩინეთიდან, ყაზახეთიდან, ყირგიზეთიდან, უზბეკეთიდან, ტაჯიკეთიდან, აზერბაიჯანიდან, რუსეთიდან და ბელარუსიდან. საბჭოს თავმჯდომარემ - უმუტ შაიახმეტოვამ, ევრაზიის ერთ-ერთი უმსხვილესი ბანკის, "Halyk Bank Kazakhstan“-ის გამგეობის თავმჯდომარემ გააკეთა 2018 წლის დეტალური რეგიონალური ბიზნეს-მიმოხილვა.

დღეის მდგომარეობით UnionPay ბარათები მიიღება 170-ზე მეტ ქვეყანაში და რეგიონში, 51 მლნ-ზე მეტ სავაჭრო წერტილში და 2,57 მლნ-ზე მეტ ბანკომატში. მთელ მსოფლიოში შვიდ მილიარდზე მეტი ბარათია გამოშვებული. "UnionPay International“-ი რეგიონის 10 ქვეყანაში აქტიურად მუშაობს ბარათების მფლობელთა რაოდენობის ზრდაზე/ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ საიტზე www.unionpayintl.com.

(R)