"ბიბლუსის" სექტემბრის ყველაზე კარგად გაყიდვადი წიგნების ათეული - კვირის პალიტრა

"ბიბლუსის" სექტემბრის ყველაზე კარგად გაყიდვადი წიგნების ათეული

საქართველოში ყველაზე დიდი წიგნის მაღაზიათა ქსელი "ბიბლუსი" მხატვრულ და საბავშვო ლიტერატურაში სექტემბრის თვის ყველაზე მოთხოვნადი წიგნების ათეულს აქვეყნებს. ტოპათეულში ის წიგნები მოხვდა, რომლებიც პირველი სექტემბრიდან 30 სექტემბრის ჩათვლით ყველაზე მეტი რაოდენობით გაიყიდა "ბიბლუსის" ფილიალებში.

მხატვრული ლიტერატურის ათეულის საპატიო პირველ ადგილს თემურ ბაბლუანის "მზე, მთვარე და პურის ყანა" იკავებს. ეს არის წიგნი, რომელმაც გამოცემისთანავე მკითხველების დიდი მოწონება დაიმსახურა. მეორე ადგილი თურქი მწერლის, ელიფ შაფაქის "სიყვარულის ორმოცმა წესმა" დაიკავა. ეს წიგნი "ბიბლუსის" საუკეთესოდ გაყიდვადი წიგნების სიის წამყვან პოზიციებს უკვე რამდენიმე თვეა არ თმობს. მესამე ადგილი ერგო ქართველი მწერლის, ია კარგარეთელის "სხვა უდაბნოს საიდუმლოს", რომელიც უკვე მერამდენე თვეა, "ბიბლუსის" ბესტსელერების სიაშია.

რაც შეეხება საბავშვო ლიტერატურას, ტოპათეულში ისეთი ბესტსელერები მოხვდა, როგორიცაა "ჩემი პირველი კითხვების და პასუხების წიგნი", "წრიპა ბიჭის დღიური", ნოდარ დუმბაძის საბავშვო ლექსები და სხვა.

მხატვრული ლიტერატურა

1. თემურ ბაბლუანი "მზე, მთვარე და პურის ყანა"

2. ელიფ შაფაქის "სიყვარულის ორმოცი წესი"

3. ია კარგარეთელის "სხვა უდაბნოს საიდუმლო"

4. ერიხ მარია რემარკის "ნასესხები სიცოცხლე"

5. სოფო არდიას "გროსმაისტერი"

6. რ.ჯ. პალაციოს "აირჩიე სიკეთე-საოცრება"

7. ელიფ შაფაქის "ღირსება"

8. დათო ტურაშვილის "ჯინსების თაობა"

9. შტეფან ცვაიგის "უცნობი ქალის წერილი"

10. ჰარპერ ლის "ნუ მოკლავ ჯაფარას"

საბავშვო ლიტერატურა

1. პრინცესების დიდი თავგადასავალი

2. ჯეფ კინის "წრიპა ბიჭის დღიური"

3. პირველი სიტყვები (10 პატარა წიგნი სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის 0 წლიდან)

4. ნოდარ დუმბაძის საბავშვო ლექსები

5. ჩემი პირველი სახელმძღვანელო

6. იაკობ გოგებაშვილის "დედა ენა"

7. ჩემი პირველი სიტყვები

8. ვისწავლოთ წერა

9. ჯეფ კინის "წრიპა ბიჭის დღიური - დიდთოვლობა"

10. ჩემი პირველი კითხვების და პასუხების წიგნი

შეგახსენებთ, რომ წიგნის მაღაზიათა ქსელი "ბიბლუსი" საქართველოში საგამომცემლო პროდუქტების ყველაზე ფართო სავაჭრო ქსელია, რომელიც აკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტებს და სარგებლობს მრავალრიცხოვანი მომხმარებლის დამსახურებული ნდობით. "ბიბლუსის" ათი ყველაზე გაყიდვადი წიგნის შეძენა, როგორც მხატვრული, ისე საბავშვო ლიტერატურიდან, კომპანიის ვებგვერდზეც შეგიძლიათ: www.biblusi.ge-ზე, სადაც წიგნების ფართო ასორტიმენტია .წარმოდგენილი.