"ქართული ღვინის ფესტივალი 2018" ფოლკლორული ანსამბლების სიმღერით გრძელდება - კვირის პალიტრა

"ქართული ღვინის ფესტივალი 2018" ფოლკლორული ანსამბლების სიმღერით გრძელდება

შარდენზე "ქართული ღვინის ფესტივალი 2018" ფოლკლორული ანსამბლების სიმღერით გრძელდება.

ფესტივალზე მისულ სტუმრებს სხვადასხვა სახეობის ღვინის, უნიკალური სახეობის ყველის, ჩურჩხელასა და ჩირის დაგემოვნებასთან ერთად, შესაძლებლობა აქვთ ქართული ანსამბლების ( "ნანინა", "ოდა ბადე", "ნართები", "მართვე" ) კონცერტს დაესწრნონ.

როგორც ფესტივალის ორგანიზატორი, ონლაინმაღაზია allwine.ge-ს წარმომადგენელი ანანო თავხელიძე აღნიშნავს, წელს ფესტივალზე 50-მდე კომპანიაა წარმოდგენილი. ღვინის კომპანიის წარმომადგენლები ერთხმად აღნიშნავენ, რომ მსგავსი ღონისძიებების ჩატარება ქართული პროდუქციის პოპულარიზაციისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მათი თქმით, განსაკუთრებულ ინტერესს ქართული ღვინის მიმართ უცხოელი ტურისტები გამოთქვამენ.

"ჩვენ წარმოვადგენთ "ძმები ხუციშვილების ღვინის მარანს", რომელიც თელავში მდებარეობს. ჩვენ ვართ მცირე საოჯახო მარანი. გვაქვს 5 დასახელების პროდუქცია, რომელიც წარმოებულია უძველესი ქართული ტრადიციული მეთოდით ქვევრებში. ეს არის რქაწითელი, საფერავი, ქისი და რქაწითელი მწვანე. ასევე გვაქვს ჩვენი საკუთარი წარმოების რამდენიმე სახეობის ჭაჭა.

მივესალმები ამგვარი ფესტივალების ჩატარებას. ეს საშუალებას გვაძლევს, რომ როგორც მცირე, ასევე დიდმა მარნებმა საკუთარი ღვინო წარმოადგინონ. ზოგადად ქართული პროდუქციის პოპულარიზაციისთვის ძალიან დიდი საქმე კეთდება ამ ფესტივალების სახით", - განაცხადა "ძმები ხუციშვილების მარნის" ერთ-ერთმა დამფუძნებელმა გელა ხუციშვილმა.

შარდენზე, სიონის ქუჩაზე "ქართული ღვინის ფესტივალი 2018" 19:00 საათამდე გაგრძლდება.

"ქართული ღვინის ფესტივალი 2018"-ის პარტნიორები არიან: მოძრაობის თეატრი, ფოლკლორის ეროვნული ცენტრი, ART Shok Company.

ფესტივალის მედია მხარდამჭერები არიან: პალიტრანიუსი, რადიო პალიტრა, ambebi.ge,events.ambebi.ge, ipn.ge, kvirispalitra, georgianjournal.ge, allnews.ge, reitingi.ge.

იხილეთ ვიდეო