საშემოდგომო საჩუქარი "ემბავუდისგან" - შანსი, რომელიც მხოლოდ ერთი თვით გეძლევათ - კვირის პალიტრა

საშემოდგომო საჩუქარი "ემბავუდისგან" - შანსი, რომელიც მხოლოდ ერთი თვით გეძლევათ

ავეჯის წარმოების ისტორია პერიოდებად იყოფა: ადრეული, შუა საუკუნეების, ბაროკოს, რენესანსის, კლასიციზმის და ასე შემდეგ. არქეოლოგიური გათხრების შედეგად უძველესი ავეჯი ძველ ეგვიპტეში აღმოაჩინეს და ჩვ. წ. აღ-მდე III -II საუკუნეებს მიეკუთვნება. დღევანდელ ცხოვრებაში სახლი, ოფისი თუ ნებისმიერი ტიპის ნაგებობა წარმოუდგენელია ავეჯის გარეშე. როგორი უნდა იყოს თანამედროვე ავეჯი? - კომფორტული, ლამაზი, დახვეწილი დიზაინის, მსუბუქი, პრაქტიკული, ეკოლოგიურად სუფთა... კრიტერიუმი ბევრია, მაგრამ, ნუ შეშინდებით, ამდენი რამ მაქვს გასათვალისწინებელი და არ მოვტყუვდეო, მთავარია, იცოდეთ, ვის უნდა მიმართოთ. გირჩევთ, "ემბავუდს" ენდოთ. აქ პროფესიონალების არმიაა გაერთიანებული. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს ქვეყანაში ავეჯის მაღაზია არც ისე ცოტაა, ხარისხით, დიზაინითა თუ ეკოლოგიურად სუფთა მასალით ბევრი მწარმოებელი ვერ დაიკვეხნის, "ემბავუდიდან" კი ყველაზე ჭირვეული და პრეტენზიული მომხმარებელიც კი კმაყოფილი გამოდის. "ემბავუდის" ხარისხი და მთავარი ნიშა

"ემბავუდში" ხარისხის კონტროლსა და ტექნოლოგიურ სიახლეებს განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ. თანამედროვედ აღჭურვილ "ემბავუდის" ქარხნებში უმთავრესი უსაფრთხო მასალის გამოიყენებაა. მაღალი კვალიფიკაციის თანამშრომლები ორიენტირებული არიან ხარისხის კონტროლზე. ამ მიზნით კომპანიაში პერიოდულად მიმდინარეობს თანამშრომელთა ტრენინგები. კომპანია საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით მუშაობს. "ემბავუდს" აქვს ISO სერტიფიკატი 9001:2008. ეს სერტიფიკატი ჩვენი მომხმარებლებისაა და პარტნიორებისათვის ხარისხის გარანტიაა. ისიც ცნობილია, რომ "ემბავუდის" წარმოებული პროდუქცია სრულად აკმაყოფილებს ევროპულ სტანდარტებს და მინიჭებული აქვს ეკოლოგიური ნორმის ხარისხის ნიშანი - E1. ბევრმა მომხმარებელმა არ იცის, რას ნიშნავს E1 სტანდარტი და რა განსხვავებაა "ემბავუდის" წარმოებაში გამოყენებულ დსპ-სა (მერქან-ბურბუშელოვან ფილასა) და ნებისმიერი კერძო მწარმოებლის გამოყენებულ დსპ-ს შორის. საქმე ის არის, რომ ყველა დსპ-ში არის ქიმიური ნივთიერება ფარმალდეგიდი, რომლის დიდი დოზით გამოყენება უარყოფითად აისახება ადამიანის ჯანმრთელობაზე. სამწუხაროდ, ბაზარზე ეს პროდუქცია არ კონტროლდება და გამოიყენება მე-2 და Eმე-3 ხარისხის დსპ-ები, "ემბავუდის" პროდუქცია კი, როგორც მოგეხსენებათ, ევროპულ ბაზარზე შეძენილი მასალით მზადდება, შესაბამისად, შეძენამდე ყველა მასალა იმავე ქვეყნის ლაბორატორიებში მოწმდება. ამას გარდა, კომპანია "ემბავუდში" ხარისხის გასაკონტროლებლად მუშაAობს საკუთარი ლაბორატორიაც, სადაც წარმოებაში გაშვებამდე კიდევ ერთხელ მოწმდება ევროპის ბაზრებზე შეძენილი მასალა. ამის შემდეგ, უმაღლესი კატეგორიის ტექნოლოგიების შესაბამისად, გერმანული ფირმის ცნობილი ბრენდი "ჰომაგის" (Homag) დაზგებზე მუშავდება - "ემბავუდი" ხომ გერმანულ საკონსულტაციო კომპანიასთან თანამშრომლობს, რომელიც თანამედროვე ტექნოლოგიურ სტანდარტებს ნერგავს კომპანიის წარმოებაში. "ემბავუდის" პროდუქციას შორის მრავალი დასახელების ავეჯს ნახავთ - ბუფეტს, მისაღები ოთახის ავეჯს, საძინებლებს... აღსანიშნავია, რომ რბილი ავეჯის დამზადებისას გამოიყენება მეტალისა და ბუნებრივი ხისგან დამზადებული კომბინირებული კარკასი, რის შემდეგაც ავეჯი ანტიალერგიული ქსოვილით იფუთება.

აქცია

"ემბავუდმა" გადაწყვიტა, ერთი თვის განმავლობაში სიურპრიზი მოეწყო საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მცხოვრები მომხმარებლისთვის, ამიტომაც ნებისმიერი მომხმარებელი, რომელიც შეიძენს ერთ ორსაწოლიან ან თუნდაც საბავშო საძინებლის კომპლექტს, საჩუქრად უმაღლესი ხარისხის კომფორტულ და ანტიბაქტერიული "ნეპტუნის" ფირმის მატრასს მიიღებს.

ხომ იცით, სრულფასოვანი, ტკბილი ძილის საიდუმლო მოხერხებული მატრასია. ისიც ხომ იცით, როგორც გძინავს, ისეთ ხასიათზე იღვიძებ და დღეც ისე მიგდისო... ჰოდა, რადგან ასეა, პირდაპირ "ნეპტუნის" ფირმის მატრასის დახასიათებას დავიწყებ. ეკოლოგიურად სუფთა მასალისგან დამზადებული, 16 სანტიმეტრი სიმაღლის მატრასი დაფარულია მაღალხარისხიანი, ანტიბაქტერიული ქსოვილით, გამოყენებულია "ბონელის" ზამბარები, გვერდებში განლაგებულია მკვრივი პენაპოლიურეტანი, ხოლო ზამბარაზე განთავსებულია სილიკონის ბოჭკოს დამცავი ფენა. მატრასი აღჭურვილია მაღალი ეფექტურობის ჰაერის კაფსულებით, რაც ქსოვილში ჰაერის თავისუფალ გამტარობას უწყობს ხელს.

"ემბავუდის" ისტორია

"ემბავუდის" ისტორია 1996 წლიდან იწყება. მას შემდეგ კომპანია წლიდან წლამდე ბაზრის ყოველდღიურ გამოწვევებზე, მომხმარებლის მოთხოვნებსა და თანამედროვე ტექნოლოგიებზე აკეთებდა აქცენტს და ისე ვითარდებოდა. შედეგად დღეს უკვე "ემბავუდის" ავეჯისა და ავეჯის ნახევარფაბრიკატების შვიდი ქარხანა ფუნქციონირებს საქართველოში, აზერბაიჯანში, უკრაინასა და ყაზახეთში. ამ ქარხნებში დამზადებული პროდუქცია ცენტრალური აზიის, სამხრეთ კავკასიისა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში იყიდება.

"ემბავუდ ჯორჯია"

რაც შეეხება საქართველოს, ამჟამად ქვეყანაში "ემბავუდის" 28 მაღაზია ფუნქციონირებს (თბილისი - საბა, დიღომი, ლილო, ვაზისუბანი; რუსთავი, მარნეული, თელავი, ლაგოდეხი, ყვარელი, გურჯაანი, დედოფლისწყარო, საგარეჯო, წნორი, გორი, ხაშური, ახალციხე, ბათუმის ორი მაღაზია, ოზურგეთი, ფოთი, ზუგდიდი, სენაკი, ქუთაისი, ჭიათურა, მარტვილი ჩხოროწყუ, ვანი, ზესტაფონი), რომლებშიც მაღალკვალიფიციური პერსონალია დასაქმებული. მაღაზიებში ფუნქციონირებს შეძენილი პროდუქციის უფასო მიტანისა და აწყობის სერვისი. მნიშვნელოვანია, რომ "ემბავუდში" შეძენილ პროდუქციაზე მოქმედებს ორწლიანი გარანტია, თუმცა საგარანტიო ვადის გასვლის შემდეგაც არ ვტოვებთ მომხმარებელს უყურადღებოდ.

მომხმარებელს პროდუქციასთან დაკავშირებულ ნებისმიერ შეკითხვაზე უპასუხებენ "ემბავუდის" ცხელ ხაზზე, ტ.: 2 400 001.

გვეწვიეთ "ემბავუდში" - არ ინანებთ!

(R)