"ელიტ ელექტრონიქსი" მომხმარებლებს აფრთხილებს - კვირის პალიტრა

"ელიტ ელექტრონიქსი" მომხმარებლებს აფრთხილებს

"ელიტ ელექტრონიქსი" მომხმარებლებს აფრთხილებს. როგორც კომპანიის განცხადებაშია ნათქვამი, "ელიტ ელექტრონიქსი", როგორც "სამსუნგის" ოფიციალური რითეილ პარტნიორი, მომხმარებელთა ინტერესების დაცვის მიზნით ავრცელებს ინფორმაციას "სამსუნგის" ბრენდის მიერ შემუშავებული ახალი ჰოლოგრამის თაობაზე, რომ მომხმარებელი შეცდომაში არ შევიდეს და ჰქონდეს სრული ინფორმაცია, როგორ გაარჩიოს არაორიგინალი პროდუქცია ორიგინალისგან და რა დამატებითი ბენეფიტებით შეუძლია ისარგებლოს.

"სამსუნგი" სმარტფონებისთვის იყენებს ოფიციალურ ჰოლოგრამას იმისათვის, რომ განასხვავოს მისი ოფიციალური პროდუქტი არაოფიციალური ანალოგებისგან. განახლებული ჰოლოგრამის დიზაინი კიდევ უფრო მეტად ადაპტირდა საქართველოს ბაზრისთვის - მასზე არსებული წარწერები ქართულ ენაზეა (ოფიციალური Samsung საქართველოსთვის), ხოლო ფონად საქართველოს რუკის კონტურია დატანილი. "სამსუნგის" განახლებული ჰოლოგრამა დატანილი იქნება ყველა ოფიციალური სმარტფონის ყუთის წინა ფასადზე.

"სამსუნგის" ოფიციალური ჰოლოგრამიანი სმარტფონები ადაპტირებულია საქართველოს ბაზრისთვის, შემოწმებულია და სრულად თავსებადია ქართულ ბაზარზე არსებული მობილური ოპერატორების ქსელებთან. "სმარტფონის" პროგრამები და აპლიკაციები მორგებულია ადგილობრივ ბაზარს და აქვს ორიგინალი დამტენი მოწყობილობა, რომელიც ადაპტირებულია ადგილობრივ ელ-ქსელთან.

"სამსუნგის" ოფიციალურ ჰოლოგრამიან სმარტფონს გააჩნია ბრენდის ოფიციალური გარანტია და ავტორიზებული სერვის ცენტრის მომსახურება. საჭიროების შემთხვევაში ავტორიზებულ სერვის ცენტრში მიმართვისას, მომხმარებელი სრულად არის დაცული მეორადი ან არაორიგინალი ნაწილების გამოყენებისგან.

"ელიტ ელექტრონიქსის" მაღაზიათა ქსელში შეძენილი სამსუნგის სმარტფონი ოფიციალური ჰოლოგრამით დასტურია, რომ თქვენ გარანტირებულად ყიდულობთ ახალ და ორიგინალ პროდუქტს. ოფიციალური ჰოლოგრამით სმარტფონის შეძენისას მომხმარებელი მიიღებს განსაკუთრებულ საჩუქრებს, ფასდაკლებებს და ისარგებლებს აქციებით Trade-In და "უსაზღვრო ეკრანის გარანტია," – ნათქვამია "ელიტ ელექტრონიქსის" განცხადებაში.

(R)