"სამსუნგმა" განახლებული დიზაინის მქონე ოფიციალური ჰოლოგრამა წარადგინა - კვირის პალიტრა

"სამსუნგმა" განახლებული დიზაინის მქონე ოფიციალური ჰოლოგრამა წარადგინა

"სამსუნგ ელექტრონიქსის კავკასიის" კომპანიის ოფიციალურმა წარმომადგენლობამ საქართველოში, 19 ოქტომბერს გამართულ პრეს-კონფერენციაზე განახლებული დიზაინის მქონე ოფიციალური ჰოლოგრამა წარადგინა. პრეს-კონფერენციაზე "სამსუნგის" წარმომადგენლებმა ისაუბრეს იმაზე, თუ რა უპირატესობები აქვს პროდუქტს ოფიციალური ჰოლოგრამით და რამდენად საფრთხის შემცველია უჰოლოგრამო ტელეფონის შეძენა.

"სამსუნგი" ოფიციალურ ჰოლოგრამას იმისთვის იყენებს, რომ განასხვავოს მისი ოფიციალური პროდუქტი არაოფიციალური ანალოგებისგან. განახლებული ჰოლოგრამის დიზაინი კიდევ უფრო მეტად ადაპტირდა საქართველოს ბაზრისთვის - მასზე არსებული წარწერები ქართულ ენაზეა, ხოლო ფონად საქართველოს რუკის კონტურია დატანილი.

"სამსუნგის" ოფიციალურ ჰოლოგრამიან სმარტფონს გააჩნია "სამსუნგის" ოფიციალური გარანტია და ავტორიზებული სერვის ცენტრის მომსახურება. საჭიროების შემთხვევაში ავტორიზებულ სერვის ცენტრში მიმართვისას მომხმარებელი სრულად არის დაცული მეორადი და არაორიგინალი ნაწილების გამოყენებისგან.

"სამსუნგის ოფიციალური ჰოლოგრამის მქონე ტელეფონებს გააჩნიათ სამსუნგის ოფიციალური გარანტია და საჭიროების შემთხვევაში მომხმარებელს მოემსახურება ავტორიზებული სერვის ცენტრი, სადაც მობილურებს შეაკეთებენ კარგად გადამზადებული ინჟინრები და გამოიყენებენ მხოლოდ ორიგინალი ნაწილებს.

"სამსუნგის" ოფიციალური ჰოლოგრამიანი სმარტფონები ადაპტირებულია საქართველოს ბაზრისთვის, შემოწმებულია და სრულად თავსებადია ქართულ ბაზარზე არსებულ მობილური ოპერატორების ქსელებთან. სმარტფონში არსებული პროგრამები და აპლიკაციები მორგებულია ადგილობრივ ბაზარს და აქვს ორიგინალი დამტენი მოწყობილობა, რომელიც ადაპტირებულია ადგილობრივ ელექტრო ქსელზე.

ის მომხმარებლები, რომლებიც შეიძენენ "სამსუნგს" ოფიციალური ჰოლოგრამით, ეძლევათ საშუალება ჩაერთონ სხვადასხვა აქციებში, ისარგებლონ ფასდაკლებებით, მიიღონ განსაკუთრებული საჩუქრები", - აცხადებს მობილური მოწყობილობების ხელმძღვანელი შოთა ლურსმანაშვილი

"სამსუნგი საქართველოში იყენებს ჰოლოგრამას, იმისათვის რომ მომხმარებელმა განასხვავოს ოფიციალური ტელეფონი, არაოფიციალური ანალოგებისაგან. ჰოლოგრამის დიზაინი იმისთვის შეიცვალა, რომ ის უფრო მეტად მოგვერგო საქართველოს ბაზრისთვის, მასზე უკვე წარწერები დატანილია ქართულ ენაზე და დატანილია საქართველოს რუკის კონტურიც. ჰოლოგრამა განთავსებული იქნება მობილური ტელეფონის ყუთის წინა ფასადზე, რაც მომხმარებლისთვის ძალიან ადვილად გახდის შესაძლებელს იდენტიფიცირებას." - ამბობს მარკეტინგის და პიარის მენეჯერი, ეკა კვირიკაშვილი.

ღონისძიებას მასპინძლობდა სპეციალურად ამ შეხვედრისთვის ჩამოსული "სამსუნგ ელექტრონიქს კავკასიის" კომპანიის პრეზიდენტი - ჯეისონ ლი.

"სამსუნგის ოფიციალური ჰოლოგრამით სმარტფონის შეძენისას, სამსუნგის პარტნიორ მაღაზიათა ქსელებში, მომხმარებელი გარანტირებულად ყიდულობს ახალ და ორიგინალ პროდუქტს.

ოფიციალური ჰოლოგრამით სმარტფონის შეძენისას მომხმარებელს შეუძლია მიიღოს განსაკუთრებული საჩუქრები, ფასდაკლებები და ისარგებლოს აქციებით, როგორიცაა, მაგალითად Trade-In და უსაზღვრო ეკრანის გარანტია." - განმარტავს ჯეისონ ლი.

"სამსუნგ ელექტრონიქსის" ოფიციალური პარტნიორები საქართველოში არიან საყოფაცხოვრებო და მობილური ტელეფონების მაღაზიები - ალტაოქეი, ელიტ ელექტრონიქსი, მეტრომარტი, მაგთი, სმაილი, ასევე ყველა ის მაღაზია, სადაც სამსუნგის სმარტფონები სპეციალურად საქართველოს ბაზრისთვის შექმნილი სამსუნგის ოფიციალური ჰოლოგრამით იყიდება, ხოლო კითხვაზე, არის თუ არა სამსუნგის ოფიციალური პარტნიორი მაღაზიათა ქსელი "ზუმერი" ჯეისონ ლი აცხადებს, რომ "ზუმერი" ახლა მათი პარტნიორი არ არის.

(R)