Welcome to Georgia! - ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების მეოთხე ოფიციალური ცერემონია - კვირის პალიტრა

Welcome to Georgia! - ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების მეოთხე ოფიციალური ცერემონია

2018 წლის, 17 დეკემბერს რუსთაველის თეატრი Welcome to Georgia! ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების რიგით მეოთხე ცერემონიაზე ქართული ტურიზმისა და მასპინძლობის სფეროს ყველაზე მნიშვნელოვან დღესასწაულს უმასპინძლებს.

სწორედ დაჯილდოების ცერემონიაზე, 20 განსხვავებულ ნომინაციაში ტურიზმის და მასპინძლობის დარგის 350-ზე მეტი წარმომადგენლიდან გამოვლინდებიან გამარჯვებულები, რომლებიც დამსახურებულად მოირგებენ წოდებას "საუკეთესო ტურიზმის და მასპინძლობის სფეროში“.

Welcome to Georgia! ტურიზმის ეროვნული დაჯილდოება არის მასშტაბური პროექტი, რომელიც 2015 წლიდან იმართება და დაარსების დღიდან წარმოადგენს უნიკალურ ბიზნეს პლატფორმას, რომელიც აერთიანებს ტურიზმისა და მასპინძლობის სფეროში მოღვაწე ლიდერებს. ეს არის "ოსკარი“ ქართული ტურიზმისა და მასპინძლობის სფეროს მიღწევების აღსანიშნავად!

მეოთხე ოფიციალურ დაჯილდოებას დაესწრება 800-მდე სტუმარი: ტურისტული სააგენტოები, უმსხვილესი სასტუმროების წარმომადგენლები, გენერალური მენეჯერები და საუკეთესო სასტუმროების მფლობელები, ღონისძიებები და ფესტივალები, რესტორნები და კაფეები, ღვინის კომპანიები, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლება, მთავრობის წარმომადგენლები, მასმედია და პრესა.

ცერემონიის ლოკაცია საქართველოს მნიშვნელოვანი ეროვნული და კულტურული ძეგლი - რუსთაველის თეატრია. სწორედ რუსთაველის თეატრის დახვეწილი, მრავალსაუკუნოვანი კულტურა და უნიკალური სტუმართმასპინძლობა იქნება გაერთიანებული Welcome to Georgia! ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების მეოთხე ცერემონიაზე, საქართველოს ტურისტული ინდუსტრიის წარმატების აღსანიშნავად!

საღამოს მასპინძელია "რესპუბლიკა" - ახლად გახსნილი ღონისძიებათა სივრცე.

ცერემონია უკვე მეოთხე წელია იმართება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს - ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის თანაორგანიზებით. ასევე, პროექტის თანაორგანიზატორია - საქართველოს ბანკი. პროექტის ოფიციალური მხარდამჭერები არიან: თბილისის მერია და საპარტნიორო ფონდი. გენერალური სპონსორი - ალიანს ჯგუფი.