"ბიბლუსი" ოქტომბრის თვის ყველაზე კარგად გაყიდვადი წიგნების ათეულს აქვეყნებს - კვირის პალიტრა

"ბიბლუსი" ოქტომბრის თვის ყველაზე კარგად გაყიდვადი წიგნების ათეულს აქვეყნებს

საქართველოში ყველაზე დიდი წიგნის მაღაზიათა ქსელი "ბიბლუსი" მხატვრულ და საბავშვო ლიტერატურაში ოქტომბრის თვის ყველაზე მოთხოვნადი წიგნების ათეულს აქვეყნებს. ტოპათეულში ის წიგნები მოხვდა, რომლებიც 1-ლი ოქტომბრიდან 31 ოქტომბრის ჩათვლით ყველაზე მეტი რაოდენობით გაიყიდა "ბიბლუსის" ფილიალებში.

მხატვრული ლიტერატურის ათეულის საპატიო პირველ ადგილზეა ქართველი მწერლის თემურ ბაბლუანის რომანი "მზე, მთვარე და პურის ყანა", რომელიც საუკეთესოდ გაყიდვადი წიგნების სიის წამყვან პოზიციებს უკვე რამდენიმე თვეა არ თმობს. მეორე ადგილზეა ელიფ შაფაქის "სიყვარულის ორმოცი წესი", მესამე პოზიციას კი ამჯერად დებიუტანტი ქართველი მწერლის, ია კარგარეთელის რომანი "სხვა უდაბნოს საიდუმლო" იკავებს.

რაც შეეხება საბავშვო ლიტერატურას, ტოპათეულში ისეთი ბესტსელერები მოხვდა, როგორიცაა "ჩემი პირველი კითხვების და პასუხების წიგნი", "წრიპა ბიჭის დღიური", "ზღაპრები პრინცესებზე", "ჩემი პირველი სიტყვები" და სხვ.

მხატვრული ლიტერატურა

1. თემურ ბაბლუანი, "მზე, მთვარე და პურის ყანა"

2. ელიფ შაფაქი, "სიყვარულის ორმოცი წესი"

3. ია კარგარეთელი, "სხვა უდაბნოს საიდუმლო"

4. სოფო არდია, "გროსმაისტერი"

5. ერიხ მარია რემარკი, "ნასესხები სიცოცხლე"

6. თათული ღვინიანიძე, "აღიარება ხელისგულზე"

7. გურამ ღონღაძე, "შენი სახელი დამიძახე"

8. დათო ტურაშვილი, "ჯინსების თაობა"

9. ლაშა ბუღაძე, "პატარა ქვეყანა"

10. ჰარპერ ლი, "ნუ მოკლავ ჯაფარას"

საბავშვო ლიტერატურა

1. "ჩემი პირველი კითხვების და

პასუხების წიგნი"

2. "ვისწავლოთ წერა"

3. იაკობ გოგებაშვილი, "დედაენა"

4. ჯეფ კინი, "წრიპა ბიჭის დღიური",-"დიდთოვლობა"

5. "პირველი სიტყვები"

6. საბავშვო ენციკლოპედია

7. ნოდარ დუმბაძე, საბავშვო ლექსები

8. "ძილისპირული ამბები

მეამბოხე გოგონებისათვის"

9. "ზღაპრები პრინცესებზე"

10. "ჩემი პირველი სიტყვები"

შეგახსენებთ, რომ "ბიბლუსი" ყოველთვიურად უზიარებს მკითხველს ინფორმაციას თვის ყველაზე კარგად გაყიდვადი წიგნების შესახებ. კომპანიის ისტორია 10 წელზე მეტს ითვლის. ამ დროის განმავლობაში მან საქართველოში საგამომცემლო პროდუქტების ყველაზე ფართო სავაჭრო ქსელი შექმნა, რომელიც აკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტებს და სარგებლობს მრავალრიცხოვანი მომხმარებლის დამსახურებული ნდობით.