"ბიბლუსი" ოქტომბრის თვის ყველაზე კარგად გაყიდვადი წიგნების ათეულს აქვეყნებს - კვირის პალიტრა

"ბიბლუსი" ოქტომბრის თვის ყველაზე კარგად გაყიდვადი წიგნების ათეულს აქვეყნებს

საქართველოში ყველაზე დიდი წიგნის მაღაზიათა ქსელი "ბიბლუსი" მხატვრულ და საბავშვო ლიტერატურაში ოქტომბრის თვის ყველაზე მოთხოვნადი წიგნების ათეულს აქვეყნებს. ტოპათეულში ის წიგნები მოხვდა, რომლებიც პირველი ოქტომბრიდან 31 ოქტომბრის ჩათვლით ყველაზე მეტი რაოდენობით გაიყიდა "ბიბლუსის" ფილიალებში.

მხატვრული ლიტერატურის ათეულის საპატიო პირველ ადგილს ქართველი მწერლის თემურ ბაბლუანის რომანი "მზე მთვარე და პურის ყანა" იკავებს, რომელიც საუკეთესოდ გაყიდვადი წიგნების სიის წამყვან პოზიციებს უკვე რამდენიმე თვეა არ თმობს. მეორე ადგილზეა ელიფ შაფაქის "სიყვარულის ორმოცი წესი", მესამე პოზიციას კი ამჯერად დებიუტანტი ქართველი მწერლის ია კარგარეთელის რომანი

"სხვა უდაბნოს საიდუმლო" იკავებს.

რაც შეეხება საბავშვო ლიტერატურას, ტოპათეულში ისეთი ბესტსელერები მოხვდა, როგორიცაა "ჩემი პირველი კითხვების და პასუხების წიგნი", "წრიპა ბიჭის დღიური", ზღაპრები პრინცესებზე, ჩემი პირველი სიტყვები და სხვა.

შეგახსენებთ, რომ ბიბლუსი ყოველთვიურად უზიარებს მკითხველს ინფორმაციას თვის ყველაზე კარგად გაყიდვადი წიგნების შესახებ. კომპანიის ისტორია 10 წელზე მეტს ითვლის. ამ დროის განმავლობაში მან საქართველოში საგამომცემლო პროდუქტების ყველაზე ფართო სავაჭრო ქსელი შექმნა, რომელიც აკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტებს და სარგებლობს მრავალრიცხოვანი მომხმარებლის

დამსახურებული ნდობით.

შეგახსენებთ, რომ ბიბლუსის ყველაზე კარგად გაყიდვაწი წიგნების შეძენა, არა მხოლოდ "ბიბლუსში" არამედ ჩვენს ვებგვერდზე www.biblusi.ge-ზეც შეგიძლიათ.

მხატვრული ლიტერატურის ათეული

თემურ ბაბლუანის მზე მთვარე და პურის ყანა

ელიფ შაფაქის სიყვარულის ორმოცი წესი

ია კარგარეთელის სხვა უდაბნოს საიდუმლო

სოფო არდიას გროსმაისტერი

ერიხ მარია რემარკის ნასესხები სიცოცხლე

თათული ღვინიანიძის აღიარება ხელისგულზე

გურამ ღონღაძის შენი სახელი დამიძახე

დათო ტურაშვილის ჯინსების თაობა

ლაშა ბუღაძის პატარა ქვეყანა

ჰარპერ ლის ნუ მოკლავ ჯაფარას

საბავშვო ლიტერატურის ათეული

ჩემი პირველი კითხვების და პასუხების წიგნი

ვისწავლოთ წერა - მათემატიკა

იაკობ გოგებაშვილის დედაენა

ჯეფ კინის წრიპა ბიჭის დღიური – დიდთოვლობა

პირველი სიტყვები

საბავშვო ენციკლოპედია

ნოდარ დუმბაძის საბავშვო ლექსები

ძილისპირული ამბები მეამბოხე გოგონებისათვის

ზღაპრები პრინცესებზე

ჩემი პირველი სიტყვები