ნუ დაელოდები Black Friday-ს - სამსუნგის ჰოლოგრამის კვირეული უკვე დაიწყო! - კვირის პალიტრა

ნუ დაელოდები Black Friday-ს - სამსუნგის ჰოლოგრამის კვირეული უკვე დაიწყო!

სამსუნგი მუდამ ზრუნავს თავის მომხმარებელზე და Black Friday-მდე 1 კვირით ადრე, იწყებს ჰოლოგრამის კვირეულს. 16 ნოემბრიდან თქვენ შეძლებთ მიბრძანდეთ კომპანიის ოფიციალური პარტნიორების მაღაზიათა ქსელებში და ისარგებლოთ 20%-იანი ფასდაკლებით შერჩეულ მოდელებზე.

იმისთვის რომ აქციის ფარგლებში სამსუნგის სმარტფონებზე ფასდაკლებით სარგებლობა შეძლოთ, ესტუმრეთ სამსუნგის ბრენდ მაღაზიას, ელიტ ელექტრონიქსის, ალტაოქეის, მეტრომარტის, არაი-სმაილის ან მაგთის მაღაზიათა ქსელებს.

სმარტფონის შეძენისას ყველას გვსურს დავრწმუნდეთ იმაში, რომ გადახდილი ფასის სანაცვლოდ მივიღებთ გარანტირებულ და ხარისხიან პროდუქტს, რომელიც ხანგრძლივი დროის განმავლობაში მოგვემსახურება. ხოლო იმ შემთხვევაში თუ მოწყობილობას რაიმე პრობლემა შეექმნება გვსურს გვეგულებოდეს სანდო პარტნიორი, რომელიც პრობლემის გადაწყვეტაში დაგვეხმარება. შესაბამისად, არჩევანი კომპანიის არაოფიციალურ და ოფიციალურ პროდუქტს შორის ძალიან მარტივია, თუმცა მომხარებლების ნაწილი ვერ აცნობიერებს რისკებს და ფიქრობს, რომ თანხის დაზოგვით ის მოგებული დარჩება. ტექნიკის მაღაზიაში მისული მომხმარებელი, სადაც არაოფიციალური პროდუქტის შეძენით თანხის დაზოგვის ილუზია იქმნება, ხშირად ექცევა არაკომპეტენტური კონსულტანტების ზეგავლენის ქვეშ, რაც საფრთხის ქვეშ აყენებს მომხარებლის ინტერესებს.

მომხმარებელთა ინტერესების დასაცავად, Samsung-ის წარმომადგენლობამ საქართველოში განახლებული ჰოლოგრამა წარადგინა, რომელიც გიდასტურებთ იმას, რომ თქვენი მოწყობილობა შემოწმებულია, მორგებულია ადგილობრივ ქსელებს, განკუთვნილია უშუალოდ საქართველოსთვის და მასზე მოქმედებს სამსუნგის ოფიციალური გარანტია ავტორიზებულ სერვის-ცენტრებში.

სამსუნგი საშუალებას იძლევა ერთი კვირის განმავლობაში შეიძინოთ ოფიციალური სმარტფონები 20%-იანი ფასდაკლებით. შედეგად მომხმარებელს კიდევ უფრო გაუმარტივდება სწორი გადაწყვეტილების მიღება, რადგან რეალურად ოფიციალური პროდუქტი სულაც არ ნიშნავს ძვირს და არ არსებობს მიზეზი უპირატესობა მიენიჭოს არაოფიციალურ პროდუქტს.

აქცია ვრცელდება მხოლოდ სამსუნგის ოფიციალურ სმარტფონებზე და გახსოვდეთ რომ ჰოლოგრამა გიცავთ.

(R)