საქართველოში "AGRO FOOD" გამოფენაზე ბელორუსის ეროვნული პავილიონი იქნება წარმოდგენილი - კვირის პალიტრა

საქართველოში "AGRO FOOD" გამოფენაზე ბელორუსის ეროვნული პავილიონი იქნება წარმოდგენილი

ბელორუსის მწარმოებლების ექსპოზიცია "Made in Belarus" და თანმხლები ღონისძიებები გაიმართება სოფლის მეურნეობისა და კვების მრეწველობის საერთაშორისო გამოფენის "AGRO FOOD DRINK TECH EXPO" ფარგლებში, გამოფენა გაიმართება 2018 წლის 20 ნოემბრიდან 22 ნოემბრამდე თბილისში.

ღონისძიებას დაესწრებიან 10 ბელორუსული საწარმო - სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის, რძის, ხორცის და ხილბოსტნეულის პროდუქციის მწარმოებლები, რომლებიც შესთავაზებენ საზოგადოებას ბოლო სიახლეებს და დამუშავებას მათ დარგში. გამოფენის გახსნის დღეს გაიმართება ბიზნეს-ფორუმი „საქართველო - ბელორუსი: თანამშრომლობის პერსპექტივები“ ბელორუსის და საქართველოს ოფიციალური და საქმიანი წრეების წარმომადგენლების მონაწილეობით. ღონისძიების კულტურული პროგრამის ფარგლებში გაიმართება ბელორუსის შემოქმედებითი გუნდების გამოსვლა.

გამოფენაში მონაწილეობას მიიღებს ბელორუსული მანქანათმშენებლობის ფლაგმანი - ჰოლდინგი "გომსელმაშ", რომელიც პირველად წარადგენს კარტოფილსათხრელ სატვირთელს კმრ-1.5, რომელიც შემუშავებულია ქართული მხარის დაკვეთით და უკვე გამოცდილია პრაქტიკაზე, და ასევე წარადგენს სავაჭრო მარკის "პალესეს" სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შესაძლებლობებს. ეს არის მარცვლეულის ამღები კომბაინი კზს-10კ და თვითმავალი მოსავლის აღების მანქანები კსკ-600 და კვკ-800 პანორამული მინის კაბინით, ავტომატიზირებული მართვით და სიცხის, ხმაურის და მტვრისგან დაცვით.

სპეციალიზირებული საწარმოო "ლიდაგროპრომმაშ" სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის წარმოებელი, რომელიც აწარმოებს 25-ზე მეტ სახეობასა და ზომების სასოფლო-სამეურნეო მანქანებს, რომელთაგან ათი შევიდა წარმოებაში ბოლო 3-4 წელიწადში და დამოუკიდებელი

ქვეყნების გაერთიანებაში ანალოგი არ აქვთ, წარადგენს სიახლეს - ზუსტი თესვის სათესელას სტვ-4კუ, რომელიც განკუთვნილია სხვადასხვა კულტურის თესვისთვის, ასევე პნევმატურ უნივერსალურ სათესელას სპუ-4დ. პირველად საქართველოში თავის პროდუქციას წარმოადგენს „სმორგონის რძის პროდუქტები“, რომელთა პროდუქცია ცნობილია ბელორუსის რესპუბლიკაში და საზღვარგარეთ. კომპანია შესთავაზებს რძის პროდუქტების ფართო სპექტრს: მშრალი უცხიმო რძე და მშრალი მოუხდელი რძე, კარაქი ცხიმის შემცველობით 82.5%, ხაჭო. ყველა პროდუქტი დამზადებულია ბუნებრივი ნედლეულისგან კონსერვანტების გამოყენების გარეშე. «ბებიას ქოთანი», მრავალრიცხოვანი საერთაშორისო და რესპუბლიკური კონკურსების რძის პროდუქტების ხარისხისა და განვითარების დარგის სფეროში გამარჯვებული წარადგენს სამ ახალ პროდუქტს: სასმელი სტერილიზებური რძე "მოსწავლე", გამდიდრებული ინსულინით, რძე "ვიტამინკა" - კალციუმით და დ-3 ვიტამინით, და რძე პატარა ასაკის ბავშვების კვებისთვის ცხიმის მასობრივი წილით 3,5%. გამოფენაში ასევე წარმოდგენილი იქნება მშრალი უცხიმო რძე და მოუხდელი რძე, მშრალი რძის შრატი, რძის კოქტეილები, სასმელი ნაღები, მყარი ყველი, კეფირი, კარაქი ასორტიმენტში, გლაზირებული ხაჭოს კვერი და ბუნებრივი ბერძნული იოგურტი, რომელმაც მოიპოვა უმაღლესი „სამი ვარსკვლავი“ გემოს საერთაშორისო კონკურსზე "Superior Taste Awаrd" ბელგიაში.

ბელორუსის რესპუბლიკის რძის პროდუქტების ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და საყვარელი ბრენდია - "რძის ძღვენი" შეგთავაზებთ შოკოლადის, მარწყვის, ნაღების და კარამელის ნატურალური რძის კოქტეილებს. ასევე გამოფენაში წარმოდგენილი იქნება ხაჭოს დესერტები, ნახევრად მყარი ყველი, სასმელი ნაღები, რძე და არაჟანი. «ყინვაპროდუქტი» - წამყვანი კომპანიაა ნაყინის და გაყინული ნახევარფაბრიკატების ბელორუსულ ბაზარზე. წარმოგიდგენთ ნაყინის ფართო სპექტრს (კლასიკური პლომბირი, ხილის ყინული) და საკუთარი წარმოების პელმენს. ბელორუსის აგრო-სამრეწველო კომპლექსის ერთ-ერთი ლიდერი ხორცის გადამამუშავებელი დარგის საწარმო "ოშმიანის ხორცკომბინატი", რომელიც საქართველოში ადრე არ იყო წარმოდგენილი, შესთავაზებს ძეხვის ნაწარმის ფართო ასორტიმენტს, ნედლ-შებოლილ და ნედლ, მზეზე გამოყვანილ პროდუქციას, შაშხს და ნახევარფაბრიკატებს. ხორცის დელიკატესები ღორის, საქონლის და ფრინველის ხორციდან წარადგენს „ვოლკოვისკის ხორცკომბინატი“. ეს არის ძეხვეული, შებოლილი პროდუქტები, ბუჟენინა, მკერდის ნაჭერი. კომპანია აწარმოებს 300-მდე სახეობის ხორცის პროდუქტს. პროდუქციის 40%-ზე მეტი იგზავნება საექსპორტოდ საქართველოში, რუსეთში, ყაზახეთში, აზერბაიჯანში და ჩინეთში. ბელორუსის ხორცის წარმოების ერთ-ერთი უმსხვილესი საწარმო - "მოგილევის ხორცკომბინატი", რომლის პროდუქციაც არაერთხელ შეაქეს სპეციალიზებული გამოფენებისა და ხარისხის კონკურსებში, მათ შორის საზღვარგარეთ, წარმოდგენილი იქნება შებოლილი ხორცი, ძეხვეული, ასევე ორი ახალი პროდუქტი - საქონლის სოსისი „კომპანიოლა“ და ღორის სოსისი "კიოლნის".

ქართველ გურმანებს პირველად შესთავაზებს "ბიხოვის საკონსერვო და ბოსტნეულის საშრობი ქარხანა" ხილისა და ბოსტნეულის კონსერვებს, წვენებს, ჯემებს, მურაბებს, საუზმეულ და დაკონსერვებულ სადილებს, მარინადებს, ტომატის პასტებს და სოუსებს. ყველა პროდუქტი მზადდება შერჩეული ხილისა და ბოსტნეულისგან ხელოვნური დანამატების გარეშე და შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს. ბიზნეს-ფორუმი „საქართველო - ბელორუსი: თანამშრომლობის პერსპექტივები“ 20 ნოემბერს 12.00 საათზე გაიმართება. ღონისძიებაში მიიღებენ მონაწილეობას ბელორუსის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში მიხეილ მიატლიკოვი, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროში, ბელარუსის რესპუბლიკის მრეწველობის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ოგოროდნიკოვი, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა, ბელორუსის სავაჭრო-სამრეწველო პალატის გამოფენის უნიტარული საწარმოს „ბელინტერექსპოს“ დირექტორი ევგენი ვედენსკი. გამოფენას თან ახლავს ვოკალური დუეტი "დაირ"-ის შესრულება. ბელორუსის მწარმოებელთა გამოფენა "Made in Belarus" ორგანიზებულია ბელორუსის სავაჭრო-სამრეწველო პალატის გამოფენის უნიტარული საწარმოს „ბელინტერექსპოს“ მიერ ბელორუსის რესპუბლიკის საელჩოს საქართველოში და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის მონაწილეობით.

ჩატარების ადგილი: თბილისი, „ექსპოჯორჯიას“ საგამოფენო ცენტრი (პავილიონი №6).

გამოფენის გახსნის საათები: 20-22 ნოემბერს 11 საათიდან 18 საათამდე

საკონტაქტო ინფორმაცია

დარია ლოხმან: +375 (29) 150-32-26,

e-mail: dl@belinterexpo.by

(R)