საქართველოში "AGRO FOOD" გამოფენაზე ბელორუსის ეროვნული პავილიონი იქნება წარმოდგენილი
19-11-2018
საქართველოში "AGRO FOOD" გამოფენაზე ბელორუსის ეროვნული პავილიონი იქნება წარმოდგენილი
ბე­ლო­რუ­სის მწარ­მო­ებ­ლე­ბის ექ­სპო­ზი­ცია "Made in Belarus" და თან­მხლე­ბი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი გა­ი­მარ­თე­ბა სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბი­სა და კვე­ბის მრეწ­ვე­ლო­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­მო­ფე­ნის "AGRO FOOD DRINK TECH EXPO" ფარ­გლებ­ში, გა­მო­ფე­ნა გა­ი­მარ­თე­ბა 2018 წლის 20 ნო­ემ­ბრი­დან 22 ნო­ემ­ბრამ­დე თბი­ლის­ში.

ღო­ნის­ძი­ე­ბას და­ეს­წრე­ბი­ან 10 ბე­ლო­რუ­სუ­ლი სა­წარ­მო - სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო ტექ­ნი­კის, რძის, ხორ­ცის და ხილ­ბოსტნე­უ­ლის პრო­დუქ­ცი­ის მწარ­მო­ებ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც შეს­თა­ვა­ზე­ბენ სა­ზო­გა­დო­ე­ბას ბოლო სი­ახ­ლე­ებს და და­მუ­შა­ვე­ბას მათ დარ­გში. გა­მო­ფე­ნის გახ­სნის დღეს გა­ი­მარ­თე­ბა ბიზ­ნეს-ფო­რუ­მი „სა­ქარ­თვე­ლო - ბე­ლო­რუ­სი: თა­ნამ­შრომ­ლო­ბის პერ­სპექ­ტი­ვე­ბი“ ბე­ლო­რუ­სის და სა­ქარ­თვე­ლოს ოფი­ცი­ა­ლუ­რი და
საქ­მი­ა­ნი წრე­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით. ღო­ნის­ძი­ე­ბის კულ­ტუ­რუ­ლი პროგ­რა­მის ფარ­გლებ­ში გა­ი­მარ­თე­ბა ბე­ლო­რუ­სის შე­მოქ­მე­დე­ბი­თი გუნ­დე­ბის გა­მოს­ვლა.

გა­მო­ფე­ნა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას მი­ი­ღებს ბე­ლო­რუ­სუ­ლი მან­ქა­ნათმშე­ნებ­ლო­ბის ფლაგ­მა­ნი - ჰოლ­დინ­გი "გომ­სელ­მაშ", რო­მე­ლიც პირ­ვე­ლად წა­რად­გენს კარ­ტო­ფილ­სა­თხრელ სატ­ვირ­თელს კმრ-1.5, რო­მე­ლიც შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლია ქარ­თუ­ლი მხა­რის დაკ­ვე­თით და უკვე გა­მოც­დი­ლია პრაქ­ტი­კა­ზე, და ასე­ვე წა­რად­გენს სა­ვაჭ­რო მარ­კის "პა­ლე­სეს" სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო ტექ­ნი­კის
შე­საძ­ლებ­ლო­ბებს. ეს არის მარ­ცვლე­უ­ლის ამ­ღე­ბი კომ­ბა­ი­ნი კზს-10კ და თვით­მა­ვა­ლი მო­სავ­ლის აღე­ბის მან­ქა­ნე­ბი კსკ-600 და კვკ-800 პა­ნო­რა­მუ­ლი მი­ნის კა­ბი­ნით, ავ­ტო­მა­ტი­ზი­რე­ბუ­ლი მარ­თვით და სი­ცხის, ხმა­უ­რის და მტვრის­გან დაც­ვით.

სპე­ცი­ა­ლი­ზი­რე­ბუ­ლი სა­წარ­მოო "ლი­დაგ­როპ­რომ­მაშ" სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო ტექ­ნი­კის წარ­მო­ე­ბე­ლი, რო­მე­ლიც აწარ­მო­ებს 25-ზე მეტ სა­ხე­ო­ბა­სა და ზო­მე­ბის სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო მან­ქა­ნებს, რო­მელ­თა­გან ათი შე­ვი­და წარ­მო­ე­ბა­ში ბოლო 3-4 წე­ლი­წად­ში და და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი

ქვეყ­ნე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბა­ში ანა­ლო­გი არ აქვთ, წა­რად­გენს სი­ახ­ლეს - ზუს­ტი თეს­ვის სა­თე­სე­ლას სტვ-4კუ, რო­მე­ლიც გან­კუთ­ვნი­ლია სხვა­დას­ხვა კულ­ტუ­რის თეს­ვის­თვის, ასე­ვე პნევ­მა­ტურ უნი­ვერ­სა­ლურ სა­თე­სე­ლას სპუ-4დ. პირ­ვე­ლად სა­ქარ­თვე­ლო­ში თა­ვის პრო­დუქ­ცი­ას წარ­მო­ად­გენს „სმორ­გო­ნის რძის პრო­დუქ­ტე­ბი“, რო­მელ­თა პრო­დუქ­ცია ცნო­ბი­ლია ბე­ლო­რუ­სის რეს­პუბ­ლი­კა­ში და სა­ზღვარ­გა­რეთ. კომ­პა­ნია შეს­თა­ვა­ზებს რძის პრო­დუქ­ტე­ბის ფარ­თო სპექტრს: მშრა­ლი უცხი­მო რძე და მშრა­ლი მო­უხ­დე­ლი რძე, კა­რა­ქი ცხი­მის შემ­ცვე­ლო­ბით 82.5%, ხაჭო. ყვე­ლა პრო­დუქ­ტი დამ­ზა­დე­ბუ­ლია ბუ­ნებ­რი­ვი ნედ­ლე­უ­ლის­გან კონ­სერ­ვან­ტე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის გა­რე­შე. «ბე­ბი­ას ქო­თა­ნი», მრა­ვალ­რი­ცხო­ვა­ნი სა­ერ­თა­შო­რი­სო და რეს­პუბ­ლი­კუ­რი კონ­კურ­სე­ბის რძის პრო­დუქ­ტე­ბის ხა­რის­ხი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის დარ­გის სფე­რო­ში გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი წა­რად­გენს სამ ახალ პრო­დუქტს: სას­მე­ლი სტე­რი­ლი­ზე­ბუ­რი რძე "მოს­წავ­ლე", გამ­დიდ­რე­ბუ­ლი ინ­სუ­ლი­ნით, რძე "ვი­ტა­მინ­კა" - კალ­ცი­უ­მით და დ-3 ვი­ტა­მი­ნით, და რძე პა­ტა­რა ასა­კის ბავ­შვე­ბის კვე­ბის­თვის ცხი­მის მა­სობ­რი­ვი წი­ლით 3,5%. გა­მო­ფე­ნა­ში ასე­ვე წარ­მოდ­გე­ნი­ლი იქ­ნე­ბა მშრა­ლი უცხი­მო რძე და მო­უხ­დე­ლი რძე, მშრა­ლი რძის შრა­ტი, რძის კოქ­ტე­ი­ლე­ბი, სას­მე­ლი ნა­ღე­ბი, მყა­რი ყვე­ლი, კე­ფი­რი, კა­რა­ქი ასორ­ტი­მენ­ტში, გლა­ზი­რე­ბუ­ლი ხა­ჭოს კვე­რი და ბუ­ნებ­რი­ვი ბერ­ძნუ­ლი იო­გურ­ტი, რო­მელ­მაც მო­ი­პო­ვა უმაღ­ლე­სი „სამი ვარ­სკვლა­ვი“ გე­მოს სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­კურ­სზე "Superior Taste Awаrd" ბელ­გი­ა­ში.

ბე­ლო­რუ­სის რეს­პუბ­ლი­კის რძის პრო­დუქ­ტე­ბის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლი და საყ­ვა­რე­ლი ბრენ­დია - "რძის ძღვე­ნი" შეგ­თა­ვა­ზებთ შო­კო­ლა­დის, მარ­წყვის, ნა­ღე­ბის და კა­რა­მე­ლის ნა­ტუ­რა­ლუ­რი რძის კოქ­ტე­ი­ლებს. ასე­ვე გა­მო­ფე­ნა­ში წარ­მოდ­გე­ნი­ლი იქ­ნე­ბა ხა­ჭოს დე­სერ­ტე­ბი, ნა­ხევ­რად მყა­რი ყვე­ლი, სას­მე­ლი ნა­ღე­ბი, რძე და არა­ჟა­ნი. «ყინ­ვაპ­რო­დუქ­ტი» - წამ­ყვა­ნი კომ­პა­ნი­აა ნა­ყი­ნის და გა­ყი­ნუ­ლი ნა­ხე­ვარ­ფაბ­რი­კა­ტე­ბის ბე­ლო­რუ­სულ ბა­ზარ­ზე. წარ­მო­გიდ­გენთ ნა­ყი­ნის ფარ­თო სპექტრს (კლა­სი­კუ­რი პლომ­ბი­რი, ხი­ლის ყი­ნუ­ლი) და სა­კუ­თა­რი წარ­მო­ე­ბის პელ­მენს. ბე­ლო­რუ­სის აგრო-სამ­რეწ­ვე­ლო კომ­პლექ­სის ერთ-ერთი ლი­დე­რი ხორ­ცის გა­და­მა­მუ­შა­ვე­ბე­ლი დარ­გის სა­წარ­მო "ოშ­მი­ა­ნის ხორცკომ­ბი­ნა­ტი", რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­ში ადრე არ იყო წარ­მოდ­გე­ნი­ლი, შეს­თა­ვა­ზებს ძეხ­ვის ნა­წარ­მის ფარ­თო ასორ­ტი­მენტს, ნედლ-შე­ბო­ლილ და ნედლ, მზე­ზე გა­მოყ­ვა­ნილ პრო­დუქ­ცი­ას, შაშხს და ნა­ხე­ვარ­ფაბ­რი­კა­ტებს. ხორ­ცის დე­ლი­კა­ტე­სე­ბი ღო­რის, სა­ქონ­ლის და ფრინ­ვე­ლის ხორ­ცი­დან წა­რად­გენს „ვოლ­კო­ვის­კის ხორცკომ­ბი­ნა­ტი“. ეს არის ძეხ­ვე­უ­ლი, შე­ბო­ლი­ლი პრო­დუქ­ტე­ბი, ბუ­ჟე­ნი­ნა, მკერ­დის ნა­ჭე­რი. კომ­პა­ნია აწარ­მო­ებს 300-მდე სა­ხე­ო­ბის ხორ­ცის პრო­დუქტს. პრო­დუქ­ცი­ის 40%-ზე მეტი იგ­ზავ­ნე­ბა სა­ექ­სპორ­ტოდ სა­ქარ­თვე­ლო­ში, რუ­სეთ­ში, ყა­ზა­ხეთ­ში, აზერ­ბა­ი­ჯან­ში და ჩი­ნეთ­ში. ბე­ლო­რუ­სის ხორ­ცის წარ­მო­ე­ბის ერთ-ერთი უმ­სხვი­ლე­სი სა­წარ­მო - "მო­გი­ლე­ვის ხორცკომ­ბი­ნა­ტი", რომ­ლის პრო­დუქ­ცი­აც არა­ერ­თხელ შე­ა­ქეს სპე­ცი­ა­ლი­ზე­ბუ­ლი გა­მო­ფე­ნე­ბი­სა და ხა­რის­ხის კონ­კურ­სებ­ში, მათ შო­რის სა­ზღვარ­გა­რეთ, წარ­მოდ­გე­ნი­ლი იქ­ნე­ბა შე­ბო­ლი­ლი ხორ­ცი, ძეხ­ვე­უ­ლი, ასე­ვე ორი ახა­ლი პრო­დუქ­ტი - სა­ქონ­ლის სო­სი­სი „კომ­პა­ნი­ო­ლა“ და ღო­რის სო­სი­სი "კი­ოლ­ნის".

ქარ­თველ გურ­მა­ნებს პირ­ვე­ლად შეს­თა­ვა­ზებს "ბი­ხო­ვის სა­კონ­სერ­ვო და ბოსტნე­უ­ლის საშ­რო­ბი ქარ­ხა­ნა" ხი­ლი­სა და ბოსტნე­უ­ლის კონ­სერ­ვებს, წვე­ნებს, ჯე­მებს, მუ­რა­ბებს, სა­უზ­მე­ულ და და­კონ­სერ­ვე­ბულ სა­დი­ლებს, მა­რი­ნა­დებს, ტო­მა­ტის პას­ტებს და სო­უ­სებს. ყვე­ლა პრო­დუქ­ტი მზად­დე­ბა შერ­ჩე­უ­ლი ხი­ლი­სა და ბოსტნე­უ­ლის­გან ხე­ლოვ­ნუ­რი და­ნა­მა­ტე­ბის გა­რე­შე და შე­ე­სა­ბა­მე­ბა სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტებს. ბიზ­ნეს-ფო­რუ­მი „სა­ქარ­თვე­ლო - ბე­ლო­რუ­სი: თა­ნამ­შრომ­ლო­ბის პერ­სპექ­ტი­ვე­ბი“ 20 ნო­ემ­ბერს 12.00 სა­ათ­ზე გა­ი­მარ­თე­ბა. ღო­ნის­ძი­ე­ბა­ში მი­ი­ღე­ბენ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას ბე­ლო­რუ­სის რეს­პუბ­ლი­კის სა­გან­გე­ბო და სრუ­ლუფ­ლე­ბი­ა­ნი ელჩი სა­ქარ­თვე­ლო­ში მი­ხე­ილ მი­ატ­ლი­კო­ვი, სა­ქარ­თვე­ლოს სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სა­მი­ნის­ტრო­ში, ბე­ლა­რუ­სის რეს­პუბ­ლი­კის მრეწ­ვე­ლო­ბის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე ალექ­სან­დრე ოგო­როდ­ნი­კო­ვი, სა­ქარ­თვე­ლოს სა­ვაჭ­რო-სამ­რეწ­ვე­ლო პა­ლა­ტა, ბე­ლო­რუ­სის სა­ვაჭ­რო-სამ­რეწ­ვე­ლო პა­ლა­ტის გა­მო­ფე­ნის უნი­ტა­რუ­ლი სა­წარ­მოს „ბე­ლინ­ტე­რექ­სპოს“ დი­რექ­ტო­რი ევ­გე­ნი ვე­დენ­სკი. გა­მო­ფე­ნას თან ახ­ლავს ვო­კა­ლუ­რი დუ­ე­ტი "დაირ"-ის შეს­რუ­ლე­ბა. ბე­ლო­რუ­სის მწარ­მო­ე­ბელ­თა გა­მო­ფე­ნა "Made in Belarus" ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლია ბე­ლო­რუ­სის სა­ვაჭ­რო-სამ­რეწ­ვე­ლო პა­ლა­ტის გა­მო­ფე­ნის უნი­ტა­რუ­ლი სა­წარ­მოს „ბე­ლინ­ტე­რექ­სპოს“ მიერ ბე­ლო­რუ­სის რეს­პუბ­ლი­კის სა­ელ­ჩოს სა­ქარ­თვე­ლო­ში და სა­ქარ­თვე­ლოს სა­ვაჭ­რო-სამ­რეწ­ვე­ლო პა­ლა­ტის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით.

ჩა­ტა­რე­ბის ად­გი­ლი: თბი­ლი­სი, „ექ­სპო­ჯორ­ჯი­ას“ სა­გა­მო­ფე­ნო ცენ­ტრი (პა­ვი­ლი­ო­ნი №6).

გა­მო­ფე­ნის გახ­სნის სა­ა­თე­ბი: 20-22 ნო­ემ­ბერს 11 სა­ა­თი­დან 18 სა­ა­თამ­დე

სა­კონ­ტაქ­ტო ინ­ფორ­მა­ცია

და­რია ლოხ­მან: +375 (29) 150-32-26,

e-mail: dl@belinterexpo.by


(R)
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით