ბათუმში საქართველოს ლატარიის გაყიდვების ახალი ცენტრი გაიხსნა
22-11-2018
ბათუმში საქართველოს ლატარიის გაყიდვების ახალი ცენტრი გაიხსნა
საქართველოს ეროვნული ლატარია მაქსიმალურად ხელმისაწვდომს ხდის ლატარიის პროდუქტებს მთელი საქართველოს მასშტაბით.
ბათუმში თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი გაყიდვების კიდევ ერთი წერტილი გაიხსნა, რომელიც ზურაბ გორგილაძის ქუჩაზე #88-ში "ბათუმი მოლში'' მდებარეობს.

ადხლადგახსნილ გაყიდვების ცენტრში მომხმარებელს საშუალება აქვს შეიძინოს საქართველოს ეროვნული ლატარიის ყველა პროდუქტი, კერძოდ: ტირაჟიანი ლოტო "6/36''; ტირაჟიანი ონლიანლოტო "5/35 - ოქროს ბურთი''; ასევე მომენტალური ლატარია "საახალწლო''; "სამი შანსი''; "ჯოკერი''; "შვიდიანი''; "ფარაონი'' და "ოქროს საწმისი''.
ლატარიის მოყვარულებს შეუძლიათ ადგილზე გადაფხიკონ და მომენეტალურად მოიგონ 50
000 და 20 000 ლარი მომენტალური ლატარიის შეძენისას, ხოლო ტირაჟიანი ლატარიის შეძენის შემთხვევაში მათ ეძლევათ შანსი, მოიგონ სხვადასხვა თანხა და მათ შორის – ჯეკპოტი.
ბაზარზე გამოსვლიდან 8 თვის განმავლობაში ტირაჟიანი ლოტო "6/36''-ში ჯეკპოტი უკვე ორჯერ გათამაშდა, პირველი ჯეკპოტის – 857 007 ლარის მფლობელია ქალბატონი ლალი
ზურაბიშვილი, ხოლო მეორე ჯეკპოტი – 547 235 ლარი წილად ხვდა პენსიონერს თბილისიდან, ბატონ ივანე სომხიშვილს.

ხოლო ლატარიის პროდუქტების შეძენის შედეგად მოგებული ადამიანების რაოდენობა უპრეცედენტოდ მაღალია, რვა თვის მანძილზე – არც მეტი, არც ნაკლები 1 474 401 იღბლიანმა ადამიანმა მოიგო სხვადასხვა რაოდენობის თანხა, ხოლო გაცემული მოგებული თანხა კი უპრეცედენტოდ მაღალია და ის 11 მილიონ ლარზე მეტია.

ასე რომ, იყავით შემდეგი, მოგება შეუძლია ყველას.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
როგორ აფასებთ საპენსიო რეფორმას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ საპენსიო რეფორმას?