11 მილიონი მოგებული ლარი და 1 500 000 მოგებული ადამიანი - კვირის პალიტრა

11 მილიონი მოგებული ლარი და 1 500 000 მოგებული ადამიანი

საქართველოს ეროვნული ლატარია რვათვიანი მუშაობის შედეგებს აქვეყნებს.

ამ მოკლე პერიოდში გაცემული მოგების საერთო რაოდენობამ 11 მილიონი ლარი შეადგინა, მოგებულები ადამიანების რაოდენობამ კი მილიონ-ნახევარს მიაღწია.

რვა თვის განმავლობაში უკვე მეორედ გათამაშდა ჯეკპოტი. ტირაჟიანი ლოტო "6/36“-ის პირველი ჯეკპოტის - 857 007 ლარის მფლობელი გახდა პენსიონერი ლალი ზურაბიშვილი, ხოლო მეორე ჯეკპოტი - 547 235 ლარი წილად ხვდა, ასევე, პენსიონერს თბილისიდან ივანე სომხიშვილს, რომელსაც მოგებულ თანხა უახლოეს მომავალში გადაეცემა.

საქართველოს ეროვნული ლატარიის რვა პროდუქტი: ლოტო "6/36“ და ონლიანლოტო "5/35 - ოქროს ბურთი“, მომენტალური გათამაშებები "საახალწლო“, "ფარაონი“, "შვიდიანი“, "სამი შანსი“, "ჯოკერი“ და "ოქროს საწმისი“ ხელმისაწვდომია მთელი საქართველოს მასშტაბით. "6/36“-ისა და "5/35“-ის ბილეთების შეძენა კი სახლიდან გაუსვლელადაც შესაძლებელია - საქართველოს ეროვნული ლატარიის ვებგვერდზე: www.lotto.ge;

მოგება შეუძლია ყველას! იყავი შემდეგი, შემოუერთდი ლატარიის გამარჯვებულთა უდიდეს არმიას. საქართველოს ეროვნული ლატარია გისურვებთ მოგებას!