რატომ უნდა აიღო სესხი სფეისში - კვირის პალიტრა

რატომ უნდა აიღო სესხი სფეისში

სფეისი - რა შეიცვალა აპლიკაციის განახლებულ ვერსიაში

ნახევარი წლის წინ პირველად რეგიონში, სრულად ციფრული ბანკი- სფეისი შეიქმნა. სფეისი ე.წ. ნეობანკია, ანუ ბანკი ფილიალისა და სხვა ფიზიკური სივრცეების გარეშე, რომელიც მხოლოდ მობილურში არსებობს აპლიკაციის სახით.

"აპლიკაციის განახლებულ ვერსიაში ყველა ცვლილება განხორციელდა მომხმარებლის კომენტარების და მოთხოვნების გათვალისწინებით”- ამბობენ სფეისში.

არ არის გასაკვირი, თუ ერთ დღეს სესხი დაგვჭრდა. ვის არ დაგვჭირვებია იმაზე მეტი ფული, ვიდრე ანგარიშზე გვაქვს. ამ დროს კი მარტივ და სწრაფ გამოსავალს ვეძებთ და გვახსენდება ონლაინ სესხი. ფული შეიძლება დაგჭირდეს ხელფასამდე ან მოგზაურობისას, როცა მთლად ზუსტად ვერ გათვალე შენი ხარჯები. და ამ დროს გახსენდება ის უარყოფითი მხარეები, რომელიც სესხზე გსმენია:

• საკომისიოები, საპროცენტო განაკვეთის გამოთვლის შენთვის გაუგებარი პროცესი

• ფილიალებში აქეთ-იქით სირბილი და საკრედიტო ოფიცერისთვის შენი ფინანსური დეტალების ჩამოთვლა

• თუ სხვა ბანკს, რომლის კლიენტიც არ ხარ, უკეთესი პირობები აქვს, იქ კიდე ახალი ანგარიშის გახსნის დამატებითი პროცესი

• თუ წინასწარ დაფარავ - დაჯარიმდები

• ონლაინ სწრაფი სესხი? - ძალიან მაღალი საპროცენტო განაკვეთია.

რატომ უნდა აიღო სესხი სფეისში

• კვირაში 7 დღე, 24 საათის განმავლობაში, მობილურით აკეთებ განაცხადს და მომენტალურად იღებ პასუხს, არ აქვს მნიშვნელობა სად ხარ.

• შენ მიერ აღებული სწრაფი სესხი შეგიძლია ნებისმიერი ბანკის ბარათზე დაირიცხო მომენტალურად.

• თუ სესხის დაფარვა მოგინდა წინასწარ, ამ შემთხვევაში არ ჯარიმდები.

• სფეისში ონლაინ სესხი შეგიძლია 2 წუთში აიღო.

• სესხის წლიური ეფექტური პროცენტი 15%-დან იწყება და ინდივიდუალურად დგინდება საკრედიტო ისტორიის, შემოსავლებისა და სხვა ვალდებულებების მოცულობის გათვალისწინებით.

• ორჯერ გადახდის შემდეგ, ერთი გადახდის გამოტოვება შეგიძლია.

• სფეისში სესხი შეგიძლია აიღო 100 ლარიდან 25000 ლარამდე ხუთ წლამდე ვადით.

როგორ უნდა აიღო სესხი სფეისში?

სფეისში სესხის აღება ძალიან მარტივია. გადმოწერე აპლიკაცია, დააჭირე მთავარ გვერდზე პლუსს, მიუთითე რა ოდენობის სესხი გინდა და პასუხს მომენტალურად მიიღებ.

თუ პირობები დაგაკმაყოფილებს, დააჭერ “შემდეგს” და უბრალოდ მიჰყვები ინსტრუქციას. მას შემდეგ, რაც სესხი დაგიმტკიცდება, ის მომენტალურად დაგიჯდება მითითებული ბარათის ანგარიშზე.

საქართველოში პირველი სრულად ციფრული ბანკის სფეისის მიზანია საბანკო სივრცეში შექმნას ყველაზე მარტივი, გამჭვირვალე და მყისიერი ყოველდღიური ფინანსური მომსახურება.

აპლიკაციაში შესაძლებელია:

• საბანკო ანგარიშის დისტანციურად გახსნა

• სფეის ბარათის შეკვეთა აპლიკაციიდან სახლში მიტანის სერვისით

• სესხის აღება 2 წუთში

• 24/7-ზე ნებისმიერი ბანკის ბარათზე თანხის გადარიცხვა მომენტალურად მობილურის ნომრით ან მესენჯერით

• სხვა ბანკის ბარათების მიბმა და ბარათებს შორის გადარიცხვა

• კომუნალურების გადახდა უფასოდ და სხვა

ონლაინ სესხები სფეისში