"ბიბლუსი" ნოემბრის თვის ყველაზე გაყიდვადი წიგნების ათეულს აქვეყნებს - კვირის პალიტრა

"ბიბლუსი" ნოემბრის თვის ყველაზე გაყიდვადი წიგნების ათეულს აქვეყნებს

საქართველოში ყველაზე დიდი წიგნის მაღაზიათა ქსელი "ბიბლუსი" მხატვრულ და საბავშვო ლიტერატურაში ნოემბრის თვის ყველაზე მოთხოვნადი წიგნების ათეულს აქვეყნებს. ტოპათეულში ის წიგნები მოხვდა, რომლებიც 1-ლი ნოემბრიდან 30 ნოემბრის ჩათვლით ყველაზე მეტი რაოდენობით გაიყიდა "ბიბლუსის" ფილიალებში.

მხატვრული ლიტერატურის ათეულის საპატიო პირველ ადგილზეა ქართველი მწერლის, თემურ ბაბლუანის რომანი "მზე, მთვარე და პურის ყანა", რომელიც საუკეთესოდ გაყიდვადი წიგნების სიის წამყვან პოზიციებს უკვე რამდენიმე თვეა არ თმობს. მეორე ადგილზეა ელიფ შაფაქის "სიყვარულის ორმოცი წესი", მესამე პოზიციაზე კი სოფო არდიას ბესტსელერი "გროსმაისტერი" მოხვდა.

რაც შეეხება საბავშვო ლიტერატურას, ტოპათეულში ისეთი ბესტსელერები მოხვდა, როგორიცაა "ჩემი პირველი კითხვების და პასუხების წიგნი", "წრიპა ბიჭის დღიური", "ზღაპრები პრინცესებზე", "ჩარლი და შოკოლადის ქარხანა", "ჩემი პირველი ბიბლია" და სხვა.

მხატვრული ლიტერატურა

1. თემურ ბაბლუანი, "მზე, მთვარე და პურის ყანა"

2. ელიფ შაფაქი, "სიყვარულისორმოცი წესი"

3. სოფო არდია, "გროსმაისტერი"

4. ია კარგარეთელი, "სხვა უდაბნოს საიდუმლო"

5. თათული ღვინიანიძე, "აღიარება ხელისგულზე"

6. ერიხ მარია რემარკი, "ნასესხები სიცოცხლე"

7. რ. ჯ. პალაციო, "აირჩიე სიკეთე-საოცრება"

8. ჯოან როულინგი, "ჰარი პოტერი - ფილოსოფიური ქვა"

9. დათო ტურაშვილი, "ჯინსების თაობა"

10. ჰარპერ ლი, "ნუ მოკლავ ჯაფარას"

საბავშვო ლიტერატურა

1. "ჩემი პირველი კითხვების და პასუხების წიგნი"

2. ნოდარ დუმბაძე, საბავშვო ლექსები

3. ჯეფ კინი, "წრიპა ბიჭის დღიური" - "დიდთოვლობა"

4. "ზღაპრები პრინცესებზე"

5. 100 ბიბლიური ამბავი ბავშვებისთვის

6. საყმაწვილო უნივერსალური ენციკლოპედია

7. საბავშვო ენციკლოპედია

8. "ჩემი პირველი ბიბლია"

9. სერია დისნეი ჯუნიორი - ხუთწუთიანი ზღაპრები

10. "ჩარლი და შოკოლადის ქარხანა"

შეგახსენებთ, რომ "ბიბლუსი" ყოველთვიურად უზიარებს მკითხველს ინფორმაციას თვის ყველაზე კარგად გაყიდვადი წიგნების შესახებ. კომპანიის ისტორია 10 წელზე მეტს ითვლის. ამ დროის განმავლობაში მან საქართველოში საგამომცემლო პროდუქტების ყველაზე ფართო სავაჭრო ქსელი შექმნა, რომელიც აკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტებს და სარგებლობს მრავალრიცხოვანი მომხმარებლის დამსახურებული ნდობით.

"ბიბლუსის" ყველაზე კარგად გაყიდვადი წიგნების შეძენა არა მხოლოდ "ბიბლუსის" მაღაზიათა ქსელში, არამედ "ბიბლუსის" ვებგვერდ www.biblusi.ge-ზეც შესაძლებელია. ასეთ შემთხვევაში მომხმარებელი სასურველ წიგნებს სახლიდან გაუსვლელად შეიძენს, 20 ლარის ან მეტი ღირებულების შენაძენზე კი უფასო ტრანსპორტირების სერვისითაც ისარგებლებს.