მომხმარებლების თხოვნით, კიდევ ერთხელ, 50-60%-იანი ფასდაკლება - ყველაზე დიდი OUTLET ფესტივალი - კვირის პალიტრა

მომხმარებლების თხოვნით, კიდევ ერთხელ, 50-60%-იანი ფასდაკლება - ყველაზე დიდი OUTLET ფესტივალი

როგორც ცოტა ხნის წინ ვწერდი, 30 ნოემბრიდან 2 დეკემბრის ჩათვლით გრანდიოზული "აუთლეტ ფესტივალი“ იყო "ბიბლუსში“ და ძალიან ბევრმა ადამიანმა მართლა მინიმალურ ფასებში შეიძინა მისთვის სასურველი წიგნები თუ საკანცელარიო ნივთები - 1 ლარადაც კი. მე პირადად ჩემი საყვარელი რამდენიმე მწერლის ისეთი კარგ წიგნი ჩამივარდა ხელში, სულ კაპიკებში, რომ უზომოდ კმაყოფილი დავბრუნდი სახლში.

მაშინ დაგპირდით, რომ ასეთ უნიკალურ შესაძლებლობებს არ გამოგაპარებთ ხოლმე. პირობას ვასრულებ და კიდევ ერთ მაგარ აქციაზე მოგახსენებთ.

როგორც აღმოჩნდა, ჩემ გარდა უამრავი ადამიანი დარჩა კმაყოფილი და ამ შედეგებმა ორგანიზატორებსაც

გაუჩინა სურვილი, კიდევ ერთი საჩუქარი გაუკეთონ ერთგულ მომხმარებლებს.

უკვე ამ შაბათ-კვირას, 7-8 დეკემბერს ძალიან საინტერესო ღონისძიება იგეგმება - ამჯერად, "ექსპო-ჯორჯიაში“, მე-11 პავილიონში. სკოლების გრანდიოზულ გამოფენაზე "ბიბლუსი“ სოლიდურად იქნება წარმოდგენილი და კიდევ ერთ აუთლეტ ფესტივალს აჩუქებს მკითხველს.

7 დეკემბერს მე და თქვენ ყველას, ვინც არ დაიზარებთ და მოხვალთ ამ ღონისძიებაზე, 50%-იანი ფასდაკლება გველის, 8 დეკემბერს კი - 60%-იანი.

ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება არა მხოლოდ წიგნები, არამედ სხვა პროდუქციაც - სათამაშოები, ხელსაქმის ნივთები და საკანცელარიო ნივთები.

ასე რომ, დავირაზმოთ და წავიდეთ, ოღონდ მარტო არა - ბავშვებითურთ, მათ ხომ არანაკლები სიურპრიზები ელოდებათ იქ.