დეველოპერული კომპანია "აქსისი“ საახალწლოდ საჩუქრების კამპანიას იწყებს - კვირის პალიტრა

დეველოპერული კომპანია "აქსისი“ საახალწლოდ საჩუქრების კამპანიას იწყებს

დეველოპერული კომპანია "აქსისი“ საახალწლოდ საჩუქრების კამპანიას იწყებს. ამის შესახებ კომპანია "აქსისიდან“ გვაცნობეს.

მათი ინფორმაციით, საახალწლო საჩუქრები მომხმარებლების ინტერესებზეა გათვლილი, კერძოდ, 15% იანი ფასდაკლება - საირმის გორასა და ჭავჭავაძის გამზირზე, რემონტი - პალასებში საბურთალოზე, პარკინგი- წინამძღვრიშვილზე.

ამ ახალ წელს კომპანია "აქსისმა“ საჩუქარი "აქსის თაუერსის“ მომავალი მობინადრეებისთვისაც შეარჩია - პარკინგი აქსის თაუერსში, ჭავჭავაძის გამზირზე.

კომპანია "აქსისის“ მარკეტინგის დირექტორის, დიმიტრი აბულაძის თქმით, კომპანიამ საჩუქრების განსაზღვრისათვის სპეციალური მარკეტინგული კვლევა ჩაატარა, რომლის შედეგადაც ცხადი გახდა, რომ მომხმარებელი ყველაზე მეტადაა დაინტერესებული მიიღოს ის საჩუქარი, რომელიც შეესაბამება მის შენაძენს, არის პრაქტიკული და ღირებული.

"ჩვენ გადავწყვიტეთ საახალწლოდ ბინის შეძენისას მომავალ აქსისელს საჩუქრად გადაეცეს რემონტის სერვისი, რაც მას აარიდებს ზედმეტ ხარჯს და დაუზოგავს დროს. პარკინგი, რაც დღეს ძალიან ფასეული და კომფორტულია, ასევე 15%-იანი ფასდაკლება, რაც ჩვენს მომხმარებელს დაუზოგავს ფინანსებს,“ - განაცხადა დიმიტრი აბულაძემ.