FINLANDIA VODKA წარმოგიდგენთ შეფუთვის ახალ დიზაინს - კვირის პალიტრა

FINLANDIA VODKA წარმოგიდგენთ შეფუთვის ახალ დიზაინს

2018 წლის აპრილში კომპანია Brown-Forman-მა არაყ FINLANDIA -სთვის ახალი ბოთლის დიზაინი წარმოადგინა - ბრენდისათვის, რომელიც ცნობილია როგორც თავისი სრულყოფილი და რბილი გემოთი, ასევე დიზაინისადმი ინოვაციური მიდგომით.

დიზაინერებმა შექმნეს ბოთლის უნიკალური სტილი, რომელიც ხაზს უსვამს პროდუქტის მაღალ ხარისხს. შთაგონების წყაროებია: ყინულის სილამაზე, რომელიც უკვე ნახევარი საუკუნეა ახალი იდეებით ასაზრდოებს ბრენდის შეფუთვას, და ფინეთის, როგორც მაღალი ხარისხის სტანდარტებთან და სუფთა ბუნებასთან ასოცირებული ქვეყნის იმიჯი.

"ახალი დიზაინი არის ყინულის შემდგომი (ახალი) ევოლუცია. ჩვენ დავამატეთ დეტალები, რომლებიც წარმოადგენენ გზას ისტორიისკენ და ბრენდს აზრს მატებენ", - ამბობს კარმენ დ'ასენდისი, უფროსი ვიცე-პრეზიდენტი, FINLANDIA-ს ბრენდის გლობალური დირექტორი.

ბოთლის ახალი დიზაინი, თავისი გამორჩეული ფორმით, ამოტვიფრული გამოსახულებებით, ფერების გაუმჯობესებული პალიტრითა და ახალი ექსპრესიული ბრენდინგით ხაზს უსვამს სასმელის პრემიალურობას.

ბოთლის დამახასიათებელი დიზაინი, მდნარი ყინულის სახით, ხაზს უსვამს სასმელის ბუნებრივ ბრწყინვალებას, ხოლო ბოთლის "მხრებზე" ამოტვიფრული ჩრდილოეთის ირემი და პოლარული მზე შეგვახსენებს მის ფინურ წარმოშობას. თვალშისაცემი ლურჯი ხუფი, ბოთლის ყელის აქსესუარი და ეტიკეტი, ისევე როგორც სპილენძის დეტალი წარწერით: "პოლარული მზის ქვეყნის არაყი" გამოარჩევს FINLANDIA-ს თაროზეც და ბარშიც.

განახლებული შრიფტი, პოლარული მზის სხივების გრაფიკული გამოსახულება და შეფუთვის დიზაინის ყველა დეტალი ხაზს უსვამს FINLANDIA-ს მდიდარ ისტორიას.

ბოთლის დიზაინის ევოლუცია დაფუძნებულია ბრენდის ფუნდამენტურ პრინციპებზე - Luonto (ბუნება), Tislaus (დისტილაცია), Muotoilu (დიზაინი).

FINLANDIA იწარმოება მყინვარის სუფთა წყლისა და ფინეთის 72-დღიანი პოლარული მზის ქვეშ მოყვანილი საუკეთესო ქერისაგან. დისტილაციის ოსტატობა გარდაქმნის ამ ხელუხლებელ ბუნებრივ ინგრედიენტებს FINLANDIA-ს სრულყოფილ გემოდ.

"შეფუთვის დიზაინი შექმნილია Cartils Branding & Packaging Design-ის მიერ. FINLANDIA-ს ახალი შეფუთვა არის კიდევ ერთი ნაბიჯი ჩვენს მიერ აღიარებულ ინდუსტრიაში დიზაინერული ნამუშევრის ევოლუციის პროცესში, რომელიც ასახავს ბრენდის პრემიალურობას", ამბობს კარმენ დ'ასენდისი, უფროსი ვიცე-პრეზიდენტი, FINLANDIA-ს ბრენდის გლობალური დირექტორი.

FINLANDIA-ს ახალი ბოთლი საბითუმო და საცალო ვაჭრობისთვის ხელმისაწვდომია 20 ნოემბრიდან. ზოგიერთი ევროპული ქვეყანა ახალი შეფუთვის მიღებას დაიწყებს 2018 წლის დეკემბერში. აშშ-სა და სხვა ბაზრები ბოთლის მიღებას დაიწყებენ 2019 წლის ივნისში.

საცნობარო ინფორმაცია:

FINLANDIA VODKA

არაყ FINLANDIA-ს წარმოება დაიწყო 1970 წელს, რათა წარმოჩენილიყო ყველაფერი საუკეთესო, რაც კი არსებობს ფინეთში და რაც გამოიხატება მის ბუნებაში (luonto), ხელოვნების დონეზე აყვანილ დისტილაციაში (tislaus) და დიზაინში (muotoilu). FINLANDIA აგრძელებს ტრადიციას, შთაგონებას იღებს თავის სამშობლოში, განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ამ ფუნდამენტურ პრინციპებს და ხელუხლებელს ტოვებს პრემიალური არყის დახვეწილ, სრულყოფილ გემოს.

ბრაუნ-ფორმანი

1870 წელს ჯორჯ გარვინ ბრაუნის მიერ დაარსებულმა კომპანია ბრაუნ-ფორმანმა შექმნა პრემიუმ ხარისხის ალკოჰოლური სასმელების მრავალი ბრენდი და გაამდიდრა მომხმარებელთა ცხოვრება. ბრაუნ-ფორმანი არის ალკოჰოლური სასმელებისა და ღვინის მწარმოებელი ამერიკული კომპანიებიდან ერთ-ერთი უმსხვილესი, მაგარი ალკოჰოლური სასმელების მსოფლიოს 10 უდიდესი საერთაშორისო მწარმოებელთაგან ერთ-ერთი, ყავს 4,600 თანამშრომელი და მთელ მსოფლიოში ყიდის 25-ზე მეტი ღვინისა და ალკოჰოლური სასმელის ბრენდისაგან შემდგარი ასორტიმენტის (პორტფოლიოს) პროდუქციას.

(R)