აღმოსავლეთ ევროპის ლიდერი სადაზღვევო ჯგუფი "ევროინსი" საქართველოს ბაზარზე შემოვიდა - კვირის პალიტრა

აღმოსავლეთ ევროპის ლიდერი სადაზღვევო ჯგუფი "ევროინსი" საქართველოს ბაზარზე შემოვიდა

სადაზღვევო ბაზარზე სიახლეა - სადაზღვევო კომპანია აისი ჯგუფი აღმოსავლეთ ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი სადაზღვევო კომპანია Euroins Group-ის წევრი გახდა. შერწყმის პროცესის პირველი ეტაპის დასასრულებლად 2018 წლის 11 დეკემბერს, საქართველოს ეწვივნენ Euroins Insurance Group (EIG) აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე გეორგი მარკოვი (Georgi Markov) და დირექტორთა საბჭოს წევრი ჩაატაი ულუდაგ (Cagatay Uludag), რომელიც პარალელურად ევროინს ჯორჯიას დირექტორთა საბჭოს შეუერთდება სტრატეგიული განვითარების დირექტორის პოზიციაზე.

"აი სი ჯგუფი", ამიერიდან "ევროინს საქართველოს" სახელით იმუშავებს ქართულ ბაზარზე და სრულად დანერგავს ევროპული სადაზღვევო კომპანიის პრაქტიკას, საერთაშორისო გამოცდილებას და ევროპაში უკვე აპრობირებულ, თანამედროვე დაზღვევის სისტემას, რომელიც მორგებული იქნება ადგილობრივ სამომხმარებლო ბაზარზე.

ქართული სადაზღვევო კომპანიის შერწყმა არის Euroins Group-ის განვითარების სტრატეგიის ნაწილი. საქართველოში შემოსვლის გადაწყვეტილების მთავარ მიზეზად Euroins Group-ის წარმომადგენლები, ჯანსაღ ბიზნეს გარემოს, ეკონომიკურ ზრდას და სადაზღვევო სექტორის დინამიურად განვითარების პროგნოზს ასახელებენ. აუცილებლად უნდა აღინიშნოს, საქართველოში გამართული საკანონმდებლო ბაზის არსებობა და ზედამხედველობის სამსახურის როლი, რომელმაც ოპერატიულად გასცა ნებართვა და მნიშვნელოვანი როლი ითამაშა გარიგების წარმატებით დასრულებაში.

"საქართველო წარმოადგენს მდიდარი ტრადიციებისა და მემკვიდრეობის ქვეყანას, სტრატეგიულად მნიშვნელოვან გზაჯვარედინზე, როგორც რეგიონალურად, ისე გლობალურად. "აი სი ჯგუფის" სახით ვიპოვეთ სანდო პარტნიორი, რომლის პროფესიონალთა გუნდს აქვს მრავალწლიანი გამოცდილება, მზადყოფნა ცვლილებისათვის და რაც მთავარია, უნარი განახორციელოს ჩვენი საერთაშორისო კონკურენტუნარიანი გეგმები მთელს რეგიონში. ჩვენი მიზანია, მაღალი ხარისხის მომსახურების, მომხმარებელთა კმაყოფილების და მაღალი ნდობის მოპოვების ფონზე, განვავითაროთ დაზღვევა და სადაზღვევო პროდუქტები საქართველოში" - განაცხადა "ევროინსის" აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ გეორგი მარკოვმა.

გარდა უცხოური ინვესტიციის მოზიდვისა, Euroins Insurance Group (EIG) საქართველოში დასავლური გამოცდილების და ცოდნის იმპორტსაც განახორციელებს. დაგეგმილია კომპანიის თანაშრომლების როტაცია ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში ევროინს ჯგუფში შემავალ სადაზღვევო კომპანიებში და ტრეინინგ ცენტრებში, ასევე, იგეგმება უცხოელი სპეციალისტების ჩამოყვანა, რაც კომპანიას ცოდნის და გამოცდილების გაზიარების საშუალებას მისცემს.

ევროინს სადაზღვევო ჯგუფის შესახებ

ევროინს ჯგუფი ერთერთ უმსხვილეს სადაზღვევო კომპანიას წარმოადგენს, რომელიც ოპერირებს ცენტრალურ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ბაზარზე. კომპანია ორიენტირებულია სადაზღვევო პროდუქტების სრულ სპექტრზე. ბულგარეთში დაფუძნებული სადაზღვევო კომპანია ოპერირებს ევროპის 8 ქვეყანაში და აქედან ოთხში ფლობს შვილობილ კომპანიებს - ბულგარეთში, რუმინეთში, მაკედონიასა და უკრაინაში. 2014 წლიდან ევროინს ჯგუფმა ფუნქციონირება დაიწყო საბერძნეთში. კომპანიაში დასაქმებულთა რაოდენობა 1600-ს აღწევს, ხოლო მომხმარებელთა რაოდენობა 2.5 მილიონზე მეტს შეადგენს. კომპანიის წლიური ბრუნვა ნახევარი მილიარდი ევროა.

საერთაშორისო საკრედიტო რეიტინგის სააგენტო Fitch-მა 2017 წელს ევროინს რუმინეთს (ევროინს ჯგუფის უმსხვილესი შვილობილი კომპანია) მიანიჭა დამზღვევის ფინანსური სიძლიერის (IFS) რეიტინგით "BB-". ევროინს ჯგუფი არის ევროჰოლდ ბულგარეთის შვილობილი კომპანია, რომლის აქციებიც განთავსებულია BSE-Sofia და WSE საფონდო ბირჟაზე. ევროჰოლდ ბულგარეთი ორიენტირებულია არასაბანკო ფინანსური მომსახურებისა და აქტივების მართვაზე.

სადაზღვევო კომპანია აი სი ჯგუფის შესახებ

"აი სი ჯგუფი" დაარსდა 2005 წლის 10 ნოემბერს და მას შემდეგ მომხმარებელს სადაზღვეევო მომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს. კომპანია აქტიურადაა ჩართული დაზღვევის სფეროს საკანონმდებლო რეგულაციების შემუშავებაში, როგორც სავაჭრო და სამრეწველო პალატის (საფრანგეთი, საქართველო), საქართველოს ბიზნეს ასოციაციისა და საქართელოს სადაზღვევო ასოციაციის წევრი.

ამჟამად კომპანიაში 100-ზე მეტი მაღალი კვალიფიკაციის მქონე თანამშრომელია დასაქმებული, ზოგ მათგანს დაზღვევის სფეროში 20 წელზე მეტი გამოცდილება აქვს. „სადაზღვევო კომპანია აი სი ჯგუფი" არის საზოგადოებრივად პასუხისმგებელი კომპანია, იგი პატივს სცემს ტრადიციებსა და ბიზნეს ეთიკას.

(R)